понедельник, 19 декабря 2011 г.

დედოფლისწყაროს კირქვის კარიერს "ჰაიდელბერგცემენტი" უპრეცედენტო პროექტის განხორციელებისთვის განიხილავს

EXCLUSIVE - "ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ პრეზენტაციაზე, კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო კონკურსის "Quarry Life Award - ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე" განხორციელება იწყება. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდა. კონკურსი ერთდორულად 17 ქვეყანაში ტარდება, მათ შორის საქართველოშიც. „ჰაიდელბერგცემენტი“, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საშენ-მასალათა მწარმოებელი კომპანიაა: „ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს და ცხადია საკუთარი წარმოებისთვის შესაბამისი ნედლეული ჭირდება. ცხადია ჩვენი წარმოებისთვის კირქვის ნედლეულია აუცილებელია, რისთვისაც ორ კარიერს ვამუშავებს: კასპის რაიონში - კავთისხევის კარიერი და დედოფლისწყაროში,“ – აღნიშნეს პრეზენტაციაზე.

როგორც „ქიზიყს“ კომპანიის მენეჯმენტიდან აცნობეს, საქართველოში ამ პროექტის ფარგლებში 3 კარიერი განიხილება: კავთისხევის კირქვის კარიერი (შიდა ქართლი), გარდაბანი თიხის კარიერი (ქვემო ქართლი), დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი (კახეთი). კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისათვის საპროექტო წინადადების/კონცეფციის წარმოდგენის ბოლო ვადა 2012 წლის 17 თებერვალია. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იდეა 2 გვერდს უნდა მოიცავდეს. 2012 წლის 5 მარტს ეროვნული ჟიური შემოსული იდეებიდან, II ეტაპზე გადასასვლელად, 5 საუკეთესოს გამოავლენს.
კონკურსი კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევარებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. კონკურსი ორი ეტაპისაგან შედგება:
I ეტაპი - იდეის წარდგენა: კონკურში მონაწილეობის მსურველები სპეციალურად ამ პროექტისთვის ვებ გვერდზე www.quarrylifeaward.ge დარეგისტრირდებიან და შეავსებენ პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის ფორმას.
II ეტაპი - პროექტის წარმოდგენა: 2012 წლის 5 მარტიდან 28 სექტემბრამდე 5 შერჩეული კანდიდატი პროექტის დასაწერად იმუშავებს. პროექტის მოსამზადებლად

"ჰაიდელბერგცემენტი" მონაწილეებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს 500 ევროს ოდენობით. საპროექტო წინადადება მაქსიმუმ 10 გვერდს უნდა მოიცავდეს. საბოლოო მოხსენებითი ანგარიში შერჩეულმა კანდიდატებმა 28 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

"ჰაიდელბერგცემენტის" გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი აკაკი ჩხაიძე ამბობს, რომ პროექტის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგანაც კარიერებზე ბიომრავალფეროვნების პირვანდელი სახის შენარჩუნება უნდა მოხდეს და ფლორა და ფაუნა არ უნდა დაზიანდეს.
ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მიზერული გავლენა მოვახდინოთ ბუნებაზე და მაქსიმალურაც შევინარჩუნოთ ის ბალანსი, რომელიც კარიერების მუშაობის დაწყებამდე არსებობდა. ამ კონკურსის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი იდეა და საინტერესო პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება კარიერებზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის. კონკურსი არის საერთაშორისო და თუ საქართველოში რომელიმე პროექტი აღმოჩნდება წარმატებული და საინტერესო, მას ექნება შანსი საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი პრიზიორი გახდეს" - აცხადებს აკაკი ჩხაიძე.

გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, კი მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესი მსგავსი პროექტების განხორციელებით დაინტერესდეს და ანალოგიურ პროექტებში ჩაერთონ. გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა განვითარებამ ბიომრავალფეროვნების განვითარება არ უნდა დააყოვნოს.
"როდესაც სახეზე გვაქვს ეკონომიკური წინსვლა და ინფრასტრუქტურა ვითარდება მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვითი პრობლემებით ქვეყნის განვითარება კი არ შევაჩეროთ არამედ რაც შეიძლება მეტი მასტიმულირებელი ფაქტორი შევქმნათ, მოვიფიქროთ ახალი ინიციატივები იმისათვის, რომ რაც შეიძლება შევარბილოთ ეკონომიკის მოქმედება გარემოზე და რაც ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ეკონომიკის განვითარებამ გარემოზე რაც შეიძლება ნაკლები განვითარება მოახდინოს"- აცხადებს გოგა ხაჩიძე.

"ჰაიდელბერგცემენტის" ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულები, როგორც ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოვლინდებიან. (თითოეულ ქვეყანაში შერჩეული პროექტები პარალელურ რეჟიმში გლობალურ კონკურსზე ბელგიაში განიხილება).
ეროვნული ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სამეული 1500, 3000 და 5000 ევროთი დაჯილდოვდება, ხოლო გლობალური მასშტაბით შერჩეული 3 გამარჯვებულისთვის საპრიზო თანხა 10 000, 20 000 და 30 000 ევროს შეადგენს.
კონკურსი - Quarry Life Award-ს ფარგლებში შესაძლებელი ოთხი ტიპის საპროექტო თემის დამუშავება: აღმოაჩინე ბიომრავალფეროვნება საბადოებზე; მიზანი: შერჩეული საბადოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დონის გაზრდა.
ბიომრავალფეროვნება და რეაბილიტაცია; მიზანი: ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერის აღდგენისას (ბუნების დაცვა, სატყეო სექტორი, სოფლის მეურნეობა, რეკრეაცია, საცხოვრებელი ადგილები ...)
ბიომრავალფეროვნება და განათლება; მიზანი: სოციალური ღონისძიებებისთვის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება წიაღისეულის მოპოვებასა და ბიომრავალფეროვნებაზე (ღონისძიებები, ტურისტული ბილიკები, თანამშრომლობა სკოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან).
წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ბიომრავალფეროვნების მართვა;
მიზანი: კარიერის ბიომრავალფეროვნების ოპტიმიზცია წიაღისეულის მოპოვების პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდელბერგცემენტი სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე და მსოფლიოს მასშტაბით ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში შედის. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий