EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 20 დეკემბერს დილის 10:00 საათიდან დიაბეტის სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება. საქველმოქმედო აქცია თურქული სადისტრიბუციო კომპანია „ასფარმას“ დაფინანსებით ხორციელდება. მოქალაქეთა მიღება ქალაქ დედოფლისწყაროში, ფიროსმანის 18–ში მდებარე სამედიცინო ცენტრში განხორციელდება.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს უფასო კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ და შესაბამის პრეპარატებს უსასყიდლოდ გადასცემენ.
„ვცდილობთ, რომ დიაბეტის ირგვლივ მომუშავე კომპანიები დავაინტერესოთ და მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციები მოაწყონ. ამჯერად, კეთილი ნება თურქულმა კომპანიამ გამოხატა. ამგვარი აქციების განხორციელებისთვის მოლაპარაკებები სხვა ევროპულ კომპანიებთანაც მიმდინარეობს. დიაბეტით დაავადებულებს შაქრის დამწევ პრეპატარებს უსასყიდლოდ გადავცემთ და კონსულტაციას გავუწევთ. აქციაში მონაწილეობის მიღება მათაც შეუძლიათ, ვისაც დიაბეტზე ეჭვი აქვს და სურს საკუთარი თავი შეამოწმოს და სისხლში შაქრის დონე გაიზომოს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგმა მარინე მეხრიშვილმა.
ამგვარი აქციები კახეთის რამდენიმე რაიონში უკვე განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий