среда, 5 октября 2011 г.

ლევან ბაღაშვილი გერმანიის გაერთიანებისადმი მიძღვნილ დიპლომატიურ მიღებას დაესწრო

გერმანიის გაერთიანებისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ქალაქ თბილიში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც იყო მიწვეული. ოფიციალურ მიღებას გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. იქვე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც.

ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და მის ხელმძღვანელობას გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ოფიციალური პირების გაცვლითი ვიზიტები რამდენჯერმე განხორციელდა. ამ ქვეყნის აქტიური დახმარებით დედოფლისწყაროში რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

შეგახსენებთ, გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა 21 წლის წინ შეწყვიტა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ნაწილად იქცა. გერმანიის გაერთიანება კი ოფიციალურად 1990 წლის 3 ოქტომბერს გამოცხადდა. ეს ისტორიული ფაქტი აღინიშნა საქართველოშიც. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий