среда, 5 октября 2011 г.

ავტოავარიის მსხვერპლი რვამდე გაიზარდა

EXCLUSIVE - ჭოპორტის გზაზე 24 სექტემბერს მომხდარი მასშტაბური ავტოავარიის მსხვერპლი რვამდე გაიზარდა. ადგილზე გარდაცვლილი და–ძმა თენგო და თეონა ნაკაშიძეების დედა, სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები 47 წლის ნაზი ხილაძე–ნაკაშიძე წუხელ ღუდუშაურის კლინიკაში უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

"ნაზი გუშინ თავისი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა ვინაიდან აპარატზე ამ დრომდე უშედეგოდ იყო მიერთებული და სიცოცხლის ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა, მედიკოსები მისი აპარატიდან მოხსნას უახლოეს დღეებში ისედაც გეგმავდნენ," – განმარტავენ პაციენტის ნათესავები.

როგორც ოჯახის ახლობლებმა „ქიზიყს“ აცნობეს, გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მდებარე მის კუთვნილ ბინაში უკვე გადაასვენეს. ნაზი ხილაძე–ნაკაშიძეს შაბათს, 8 ოქტომბერს სოფელ სამთაწყაროს სასაფლაოზე, შვილების გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ ნაზი ხილაძე–ნაკაშიძის 22 წლის გოგონა თეონა, 25 წლის ვაჟი – თენგო და 3 წლის შვილიშვილი ბაჩო შაინიძე.

დუშეთის რაიონში ახლახან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ფორდის მარკის მიკროავტობუსი შეშით დატვირთულ კამაზის ტიპის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რამაც მთლიანობაში რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ნაკაშიძეებისა და ხილაძეების ოჯახის წევრები და მათი სტუმარი, 18 წლის მერი ზოიძე. /ქიზიყი/

გამოხმაურება პრესაში: ჯეონიუსი ; EPN.ge>> ; ნიუსლაინი ;

Комментариев нет:

Отправить комментарий