среда, 5 октября 2011 г.

დედოფლისწყაროში მეოთხე დღეა 15 წლის გოგონას ეძებენ

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონში, თერგის ქუჩაზე მცხოვრებ 15 წლის გვანცა ჭინჭარაულს უკვე მეოთხე დღეა ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებენ. არასრულწლოვანი გოგონას კვალი გვიან საღამოს გაქრა. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, გოგონა მშობლებთან ერთად არ ცხოვრობდა.
„ბოლო ხანებში გოგონა დედასთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა. ისინი დედოფლისწყაროში ახლახან დაბრუნდნენ, ბავშვის მშობლები გაცილებულები არიან. მისი დედა ცოტა ხნის წინ ისევ საბერძნეთში წავიდა და გვანცა დედოფლისწყაროში მომვლელთან ერთად დატოვა. ბავშვი მშობლების გაცილების ამბავს განიცდიდა, სკოლაშიც დამოუკიდებლად დადიოდა. რამდენიმე დღეა აღარსად ჩანს. ნათესავებთან და ახლობლებთან ყველგან ეძებეს, ვინ აღარ ჩაერთო, მაგრამ სამწუხაროდ, მის კვალს ამ დრომდე ვერსად მიაგნეს,“ – აცხადებენ „ქიზიყთან“ საუბარში დაკარგულის მეზობლები.

ოჯახის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. თუმცა, მიიჩნევენ, რომ თუკი გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით გაუჩინარდებოდა, ის ნათესავებს ამ ხნის მანძილზე უდაოდ დაუკავშირდებოდა.

საქმეში შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოც ჩაერთო. სამართალდამცველებმა გამოძიება ოჯახის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ; ახალი ამბები ; რადიო24

Комментариев нет:

Отправить комментарий