დედოფლისწყაროს რაიონის
სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე გასამართლებულ აკაკი
ფ-შვილს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა. ინფორმაცია ქიზიყი.ge-ს დედოფლისწყაროს
პრობაციის ოფისში დაუდასტურეს.
მათი განმარტებით, პირობით
მსჯავრდებულს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა, კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით,
სარეაბილიტაციო კურსი და მედიკამეტოზური მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდება.
დედოფლისწყაროს პრობაციის
ოფისში, აკაკის მიმართ ჩატარებული ინდივიდუალური მუშაობისას, გაირკვა, რომ პრობაციონერს
ფსიქიკური ხასიათის პრობლემები აღენიშნებოდა, რაც სირთულეებს უქმნიდა მისი ოჯახის წევრებს.
პრობაციის ოფიცრის ხელშეწყობით, პირობით მსჯავრდებულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა
დედოფლისწყაროს რაიონში არსებულ კლინიკა „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში“. კლინიკის
დირექციასთან მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, რომ პაციენტი კლინიკის ბაზაზე უფასოდ
გაივლის ექვსთვიან სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს და, ასევე, უფასოდ მიიღებს საჭირო
მედიკამენტებს.
სოფელ სამრეკლოს ეკლესიიდან
6 აგვისტოს 55 ლარი დაიკარგა. დაკავებული 7 შვილიანი ოჯახის წევრია. მან მოპარული თანხით
პური და ძეხვი შეიძინა, დანარჩენი თანხა კი არ დაუხარჯავს.
სოფელ სამრეკლოში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს საკუთარი ჭერი არ აქვს, რის გამოც სოფლის აბანოს ყოფილ შენობას აფარებენ თავს.
/ქიზიყი.ge/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий