დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორის მიერ სკოლის
სამეურვეო
საბჭოს
თავმჯდომარის უკანონოდ
გათავისუფლების საკითხს სიღნაღის რაიონული სასამართლო განიხილავს.
სასამართლო პროცესი 21 თებერვალს განახლდება. პედაგოგის ინტერესებს სასამართლოში პედაგოგთა
და
მეცნიერთა
თავისუფალი
პროფკავშირი იცავს.
„სასამართლოში სარჩელი ჩვენმა
ორგანიზაციამ შეიტანა. ამას
გარდა, მივმართეთ განათლების სამინისტროს და მათ თავის მხრივ მოახდინეს რეაგირება,
დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავსირებით, საქმე გადაეცა პროკურატურას,“ - განუცხადა „ქიზიყს“ პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტმა
მაია კობახიძემ.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში აცხადებენ, რომ ლიანა
ბუთხუზის
გათავისუფლების
საქმე
პროფკავშირის
იურისტმა
დეტალურად
შეისწავლა
და
დარღვევები
გამოიკვეთა.
კერძოდ,
„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს
წევრ
მასწავლებელს
შრომითი
ხელშეკრულება
შეუწყვიტოს
მხოლოდ
სამეურვეო
საბჭოს
თანხმობის
შემთხვევაში,
რასაც
ადგილი
არ
ჰქონია.
„ამასთან, სკოლის დირექტორმა ნათელა ბუთხუზმა, 2013 წლის 1 ნოემბრით
დათარიღებულ
გათავისუფლების
ბრძანებაში
საფუძვლად
მიუთითა
ხელშეკრულების
ვადის
გასვლა.
ის
ამტკიცებს,
რომ
2013 წლის
15 სექტემბერს
(ანუ
იმ
დღეს,
როდესაც
სკოლასა
და
ლიანა
ბუთხუზს
შორის
დადებულ
შრომით
ხელშეკრულებას
ვადა
ამოეწურა)
გამოსცა
ბრძანება,
რომლითაც
შრომითი
ურთიერთობა
ლიანა
ბუთხუზს
თვენახევრით
გაუგრძელა
და
სწორედ
ამ
პერიოდის
გასვლის
გამო,
2013 წლის
1 ნოემბერს,
პედაგოგს
შრომითი
ხელშეკრულება
შეუწყვიტა.
ლიანა
ბუთხუზი
კი
აცხადებს,
რომ
იგი
აღნიშნულ
ბრძანებას
არ
გასცნობია
და
მხოლოდ
გათავისუფლების
შემდეგ
შიეტყო
მისი
არსებობის
შესახებ,
რაც
ზოგადი
ადმინისტაციული
კოდექსის
მოთხოვნათა
დარღვევაა.
ამასთან,
შრომის
კოდექსში
ახლად
განხორციელებული
ცვლილებების
თანახმად
დამსაქმებელი
ვალდებული
იყო,
დასაქმებულთან
დაედო
შრომითი
ხელშეკრულება
მინიმუმ
ერთი
წლით“,
_ აცხადებენ
პედაგოგთა
პროფკავშირში. პროფკავშირში
ეჭვობენ,
რომ
შრომითი
ურთიერთობის
თვენახევრით
გაგრძელების
შესახებ
ბრძანება
არის
მოგვიანებით
ჩამატებული,
გაყალბებული
დოკუმენტი
და
ის
დირექტორის
მიერ
გამოიცა,
საკუთარი
უკანონო
ქმედების
გასამართლებლად.
პროფკავშირში ფიქრობენ, რომ რადგან ამჟამად,
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრო
ატარებს
საჯარო
სკოლების
დირექტორთა
შესარჩევ
კონკურსს,
რომლის
ბოლო
ეტაპზე
სამეურვეო
საბჭო
სკოლის
დირექტორს
ირჩევს, არ არის გამორიცხული, პედაგოგის გათავისუფლების დროს დირექტორი
მოქმედებდა
პირადი
მოტივებით,
თავისი
კარიერული
ინტერესებიდან
გამომდინარე
_ ჩამოეცილებინა
მისთვის
არასასურველი
სამეურვეო
საბჭოს
თავმჯდომარე.
ამასთან, პედაგოგთა პროფკავშირის განცხადებით, მიმდინარე
წლის
12 ნოემბერს
სპმთპ-ის იურისტი,
გრიგოლ
ბაკურაძე
გამოცხადდა
სოფელ
არხილოსკალოს
საჯარო
სკოლაში
და
შეხვდა
საჯარო
სკოლის
დირექტორს.
დირექტორის
უკანონო
გადაწყვეტილების
შეცვლის
მოთხოვნით,
სპმთპ-ის იურისტმა
საჯარო
სკოლის
დირექტორს
განუმარტა
მისი
მიერ
ჩადენილი
დარღვევები
და
შესთავაზა
პრობლემის
ერთობლივად
გადაწყვეტის
გზები,
თუმცა
უარი
მიიღო.
„ქვეყნის მასშტაბით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ან წევრი გახდა დირექტორის მხრიდან ანგარიშსწორების ობიექტი. ყველა
შემთხვევაში
სპმთპ-მა მოახდინა
დროული
რეაგირება
და
დირექტორებთან
კონსტრუქციული
მოლაპარაკებების
შედეგად
შესძლო
თავისი
წევრების
დაცვა.
დედოფლისწყაროს
არხილოსკალოს
საჯარო
სკოლის
დირექტორმა
პირად
საუბარში
აღიარა
მის
მიერ
ჩადენილი
კანონსაწინააღმდეგო
ქმედება,
მაგრამ
„პრინციპულად“ არ შეცვალა
გადაწყვეტილება,
რის
გამოც
სპმთპ-მა უკვე მიმართა
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
შიდა
აუდიტის
დეპარტამენტს
სათანადო
რეაგირების
მოთხოვნით.
პედაგოგთა
და
მეცნიერთა
თავისუფალი
პროფკავშირი
(სპმთპ),
უკანონოდ
გათავისუფლებული
პედაგოგის
სამსახურში
აღდგენის
მიზნით,
დავას
სასამართლოში
გააგრძელებს“,
_ აცხადებენ
პედაგოგთა
პროფკავშირში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий