суббота, 15 февраля 2014 г.

დედოფლისწყაროს გამგებელი, 31 წლის ნიკა ჯანიაშვილი გახდება

დედოფლისწყაროს გამგებლის კანდიდატურაზე გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ნიკოლოზ ჯანიაშვილი შეარჩია. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე ვეფხია ნატროშვილი აცხადებს.
ნატროშვილის განმარტებით, ნიკა ჯანიაშვილმა შერჩეული 5 კანდიდატიდან კომისიის წევრთაგან ყველაზე დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ კომისიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა, ჯანიაშვილის კანდიდატურა დედოფლისწყაროს საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება. მისივე თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.

ნიკოლოზ ჯანიაშვილი 1983 წლის 12 სექტემბერს დედოფლისწყაროში დაიბადა. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ის ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ამ დრომდე ნიკა ჯანიაშვილი ბანკ „კრისტალის“ წნორის ფილიალის მმართველის პოსტს იკავებს. 

კონკურსში 47 კანდიდატი დარეგისტრირდა, საიდანაც არჩევანი ხუთეულს შორის გაკეთდა. უკანასკნელი განხილვა კომისიამ 14 თებერვალს გამართა.
შერჩეულ ხუთეულში მოხვდნენ დავით ყარაგვეზაშვილი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლალი ჯანიკაშვილი, ჯიმი კეკელაშვილი და გიორგი მჭედლიშვილი. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий