суббота, 15 февраля 2014 г.

ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში, დაშავებულია 10 წლის გოგონა

EXCLUSIVE - ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. სოფელ ხორნაბუჯში, რუსულ-ქართული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 წლის გოგონას ავტომანქანა შეეჯახა, რომელმიც მცირედ დაშავდა.
„ქიზიყის“ ინფომაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ავტომობილი დაზიანდა. მერსედესისა და ფოლკსვაგენ გოლფის ტიპის ავტომანქანები ევაკუატორის დახმარებით საჯარიმოზე გადაიყვანეს.
თვითმხილველების განმარტებით, ერთ-ერთი ავტომობილი ჯერ ბავშვს დაეჯახა, შემდეგ არიდების დროს სხვა ავტომანქანას დაარტყა, ბოლოს კი ბოძს შეეჯახა.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოში აცხადებენ, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვითარება სტაბილურია.
შსს-ს პრესცენტრში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეს კახეთის საპატრულო პოლიცია იძიებს. მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ აღენიშნებოდა.
276-ე მუხლის I ნაწილი გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი 15.02.2014



Комментариев нет:

Отправить комментарий