გამოამინდებასთან ერთად განახლდა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სკვერების დეკორატიული მესერის სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალური ქუჩა განახლებული იერ-სახით ერთიან არქიტექტურულ სტილში ჩაჯდება.სარეაბილიტაციო სამუშაოებს წნორში რეგისტრირებული შპს "ბაკა+" ასრულებს. სწორედ ამავე ორგანიზაციამ შეასულა პოლიციის შენობის წინ მდებარე მესერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
მიმდინარე წელს კიდევ დაგეგმილია სკვერების განახლება რუსთაველის და 9 ძმის ქუჩებზე. ასევე, მოხდება ფიროსმანის ქუჩაზე არსებული ნიკალას ძეგლის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий