четверг, 23 февраля 2012 г.

დასუფთავების სამსახური კიდევ 5 სოფელს მოემსახურება

დასუფთავების სამსახური ამიერიდან დედოფლისწყაროს კიდევ 5 სოფელში იმუშავებს. ამის შესახებ „ქიზიყს“ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. როგორც გამგეობის პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი აცხადებს, მიმდინარე წლის თებერვლიდან მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს ,,სერვისი-2007“-თან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მას დაეკისრა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა კიდევ 5 სოფლიდან.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, უკვე შედგენილია გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც თითო დღე კვირაში თითო სოფელს დაეთმობა. წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად, ორშაბათობით მომსახურეობა გაეწევა სოფელ ზემო მაჩხაანს, სამშაბათობით – მირზაანს, ოთხშაბათს – არბოშიკს, ხუთშაბათს – ოზაანს, ხოლო პარასკევს – გამარჯვებას.

„ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა ქალაქ დედოფლისწყაროს სოფლების: სამრეკლოს და ხორნაბუჯის ტერიტორიებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და დამუშავების მდგომარეობა, რაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და მუნიციაპლიტეტის გამგეობასთან არსებული შპს ,,სერვისი-2007“-ის წარმატებული მუშაობის შედეგია. აღნიშნული ორგანიზაცია აღჭურვილია სჭირო სპეცტექნიკით და სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მომსახურეობას,“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს გამგეობაში.

როგორც ჩამოთვლილი სოფლის მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, სიახლე დედოფლისწყაროს პერიფერიებში ანტისანიტარიის პრობლემას ბევრად გააუმჯობესებს.

არასამთავრობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციის თანახმად, დედოფლისწყაროს, როგორც გაუდაბნოებისკენ მიდრეკილ მუნიციპალიტეტში, ნაგვის გატანის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, დედოფლისწყარომ გაუდაბნოებასთან საბრძოლველად სხვა ნაბიჯებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მისი თქმით, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობას ამ მხრივ გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий