შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ქედების ზონის განყოფილებას ახალი უფროსი ჰყავს. არხილოსკალოს პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ალექსანდრე ბახტურიძე დეტექტივ–გამომძიებელმა ვალერი ლეკაშვილმა შეცვალა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ლეკაშვილი ბოლო რამდენიმე წელია დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში მუშაობს.
ინფორმაციას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოშიც ადასტურებენ, თუმცა საკადრო ცვლილების მიზეზებზე არ საუბრობენ. სავარაუდოდ, მისი დაქვეითება ასაკს უკავშირდება.
გათავისუფლების მიზეზებზე არც თავად ალექსანდრე ბახტურიძე საუბრობს. როგორც ის აცხადებს, მუშაობას კვლავაც დედოფლისწყაროს სამმართველოში უბნის რწმუნებულის პოზიციაზე გააგრძელებს.
არხილოსკალოს პოლიციის განყოფილების ახალი თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობა 2010 წლის ნოემბერში ვანო მერაბიშვილმა გახსნა. მისი მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ჩაირიცხა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველი გახდა. მათი განმარტებით, ისეთი უწყებების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, კანონდარღვევაა. /ქიზიყი/ ჯეონიუსი ; ექსპრესნიუსი ;
Комментариев нет:
Отправить комментарий