четверг, 1 декабря 2011 г.

ქრთამის აღებაში ბრალდებულ გამგეობის თანამშრომელს 7 წელი მიესაჯა

დედოფლისწყაროს სასამართლომ 2010 წლის 5 თებერვალს დაკავებულ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელს ვლადიმერ ხატიაშვილს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამას გარდა, ხატიაშვილს, რომელიც ქრთამის აღებაში არის ბრალდებული, სახელმწიფოს სასარგებლოდ 6 000 ლარის გადახდაც დაეკისრა.

დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოქალაქისგან ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

ოფიციალური ვერსიით, ხატიაშვილმა მიკროავტობუსის მძღოლს, დედოფლისწყაროდან ბათუმის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი გამოსძალა.

მასთან ერთად დაკავებულია მოქალაქე ოთარ ქიძინიძე, რომელიც საქმეში შუამავლის როლს ასრულებდა. დამნაშავეები ერთმანეთთან კავშირზე სწორედ ქიძინიძის დახმარებით გავიდნენ. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий