EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მცხოვრები 6 წლის მაკა ასლანიძის ოჯახმა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბავშვის მამის ოჯახისთვის მიკუთვნებას ითხოვს. ამის შესახებ ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ ასლანიძეების ადვოკატმა ვასილ უნაფქოშვილმა აცნობა.
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დედოფლისწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდის უფლება ბიოლოგიურ დედას, ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ 29 წლის მარიზა კირკიტაძეს დაუბრუნდა.
ცნობილია, რომ 5 წლის გოგონა კირკიტაძემ 1 წლის წინ გვიან ღამით თავისსავე საცხოვრებელ ბინაში მძინარე მარტო ჩაკეტა და სოფელი დატოვა, რა დროსაც პატარამ გამოიღვიძა და მარტოდ დარჩენილი ისტერიკაში ჩავარდა. კირკიტაძე მცირეწლოვანი შვილის ბედით ერთი წლის მანძილზე არ დაინტერესებულა. დიდი ხნის შემდეგ გამოჩენილ დედას კი ბავშვის ნახვა ყოფილმა მეუღლემ აუკრძალა, თუმცა არც პატარას ჰქონდა დედასთან დალაპარაკების სურვილი.
დედის უფლებების აღდგენის მოთხოვნით მარიზა კირკიტაძემ სასარჩელო განცხადებით ჯერ ხელვაჩაურის, შემდგომ კი დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოებს მიმართა. დედოფლისწყაროს სასამართლოს მიერ დედის სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად ბავშვი ამჟამად კვლავაც სოფელ სამთაწყაროში, მამის ოჯახში იზრდება.
„მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გავასაჩივრეთ. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ბავშვს დედა არ უნდა და სპეცრაზმით ხომ არ წაიყვანენ?... ვაპირებთ, ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დედას, რომელიც შვილს უპატრონოდ მიატოვებს და შემდეგ 9 თვის მანძილზე ერთხელაც არ დაინტერესდება მისი მდგომარეობით, აუცილებლად უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება. თანაც გასათვალისწინებელია, რომ მან ბავშვის სამკაულებიც თან წაიღო. მოსამართლე დედის არგუმენტებით და მისი პოზიციით უკმაყოფილო ჩანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სოციალურმა მუშაკმა განაცხადა, რომ დედას მიაკუთვნეთო და ასეთი გადაწყვეტილება დადგა. სასამართლოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ აქ სხვა გარემოებებიც გასათვალისწინებელია. ამ ქალბატონს ბავშვის მიმართ დედობრივი სიყვარული არ გააჩნია, არც შესაბამის მზრუნველობას იჩენდა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ. სასამართლო პროცესზეც მუდმივად იცინოდა, მაშინ, როცა საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მიდის დავა. მათი თანაცხოვრება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ თავად ბავშვი ვერ ეგუება დედას და არც ეს უკანასკნელი ცდილობს ურთიერთობის დათბობას," - აცხადებს მოპასუხე მხარის ადვოკატი ვასილ უნაფქოშვილი და იმედი აქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დედას, რომელსაც საკუთარი შვილი ასე გაწირა, დედობის უფლებას ოფიციალურად ჩამოართმევენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი ამავე თემაზე>>
გამოხმაურება პრესაში: ჯეონიუსი>> ; ნიუსლაინი>> ; DRONI.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий