
ტრადიციულად, ყველა სკოლამ პირველი დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. პედაგოგებს და მოსწავლეებს ეს დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ. სოფელ არბოშიკში და ოზაანში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ დედოფლისწყარო

როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ადგილობრივი თვითმმართველობიდან აცნობეს, ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის ღონისძიებაში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. მათ პირადად მიულოცეს მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ყველა პირველ კლასელს გადასცეს პრეზიდენტის საჩუქარი – ნეტბუქი. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს უსასყიდლოდ გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტები.

ანალოგიური ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, რომლებსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები, ასევე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები.
ისევე, როგორც მთელს საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში დღეს პირველი ზარი დაირეკა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий