понедельник, 12 сентября 2011 г.

სოფელ გამარჯვების რწმუნებულს უნარშეზღუდული, სოციალურად დაუცველი ოჯახი ზეწოლაში ადანაშაულებს

სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები დურმიშხან და ნათელა ჯარიაშვილები სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ელგუჯა წიკლაურს ზეწოლაში ადანაშაულებენ. უნარშეზღუდული მოქალაქეები „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებენ, რომ სოფლის რწმუნებულმა აღშფოთება იმასთან დაკავშირებით გამოხატა, რომ ფინანსური დახმარება მოითხოვეს და ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან ღიად დააფიქსირეს. ,,გაბრაზებული იყო რწმუნებული და სახლში მოგვივარდა. მკაცრი ტონით და ხმამაღლა დაგვყვიროდა გამგებელთან რატომ წახვედითო. გაზეთ „ქიზიყში“ ჟურნალისტებს რატომ დააწერინეთ, რომ უკმაყოფილო ხართო. ხომ გეხმარებით ხოლმე და რაღა გინდათო. კინაღამ გვცემა. გაღიზიანებული იყო. რადგან ინვალიდები და გაჭირვებულები ვართ ამიტომ გვჩაგრავენ. მითუმეტეს, რომ მაგის უყურადღებობის გამო ინვალიდების დახმარება დავკარგეთ,“ – აცხადებენ ჯარიაშვილები. რწმუნებული ბრალდებებს უარყოფს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий