пятница, 9 сентября 2011 г.

ფიროსმანში 15 წლის ავადმყოფი ბიჭის ოჯახი პარლამენტარს დახმარებას სთხოვს

სოფელ ფიროსმანში მცხოვრები გურამ ცენტერაძის მრავალშვილიანი ოჯახი დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარ ავთანდილ ლეკაშვილს ავადმყოფი შვილის მკურნალობაში დახმარებას სთხოვს.
,,15 წლის ბიჭი კახა ცენტერაძე გულის თანდაყოლილი მანკით ავადმყოფი მყავს. აქვს სუნთქვის უკმარისობა, სისხლძარღვების შევიწროვება... თბილისში ჯოენის სახელობის კლინიკაში ვმკურნალობდით და ოპერაცია დაუნიშნეს, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება და 10 დღეში აუცილებლად უნდა გაკეთდეს. კლინიკამ 17 155 ლარი მოგვთხოვა, რაც არ გაგვაჩნია. ჩვენი ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ამხელა თანხა არ გვაქვს. დაზღვეულები ვართ "არქიმედეში", რომელთაც გვითხრეს, რომ ფულს გადმოგვირიცხავენ 6 თვის შემდეგ და ისიც მხოლოდ 12 000 ლარს. არადა სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია. გინდ 12 ათასი დაფინანსებ გამოყონ დანარჩენის მოგროვებას ვერაფრით შევძლებთ." – განუცხადა "ქიზიყს" პაციენტის მშობელმა გურამ ცენტერაძემ.

ამ პრობლემებით ცენტერაძის ოჯახი სოფლის რწმუნებულთან ოთარ ხოზრევანიძესთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მივიდა და პარლამენტარს დახმარება სთხოვა.
ვითარების გარკვევა "ქიზიყმა" პრლამენტის წევრთან, დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ლეკაშვილთან სცადა. როგორც დეპუტატმა "ქიზიყს" განუცხადა, მომხდარის შესახებ მან საქმის კურსში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ჩააყენა.

პარლამენტიდან პაციენტის ოჯახს განუმარტეს, რომ არასრულწლოვანი პაციენტებისთვის ამგვარ ოპერაციებს მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს, ასე რომ შესაძლოა, პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий