სახანძრო სამსახურში სოფელში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება დაგვიანებით შევიდა, რის გამოც შენობის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა:
,,ამ სათავსოში დაზარალებული ოჯახი საქონლისთვის თივას ინახავდა და ცეცხლიც სწორედ მას გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა," - აცხადებს დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკალა ფიროსმანაშვილი.
,,ძალიან იზარალა ამ ოჯახმა. მთელი ზამთრის სარჩო საბადებელი ამ სათავსოში ჰქონდათ და ყველაფერი გაუნადგურდათ. ეზოში მწვადს წვავდნენ და ხანძარიც ამ დროს გაჩნდა, სავარაუდოდ ხმელ ბალახს ნაპერწკალი დაეცა. ყველაფერი რომ დაიწვა სახანძრო და პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა, ძალიან დააგვიანეს," - აცხადებს დაზარალებულების მეზობელი, თვითმხილველი ანა ჯინაშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий