როგორც „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განუცხადეს, დედოფლისწყაროში, ირინა მერაბიშვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მძარცველი 2008 წლიდან იძებნებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მერაბიშვილების ბინიდან ოქროს სამკაულები და სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთები გვიან ღამით ოთახში უკანონო გზით შეღწევის შემდეგ გაიტანა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა დაკავებულ მანასიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბოროტმოქმედი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება პრესაში: რადიო ჰერეთი>> ; ჯეონიუსი>> ნიუსლაინი>>
Комментариев нет:
Отправить комментарий