понедельник, 15 августа 2011 г.

ლევან ბაღაშვილი: დედოფლისწყაროს წყალი ახლა ყველაზე კარგად მიეწოდება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რაიონის წყლით მომარაგების საკითხის თაობაზე ოპოზიციის განცხადებას ეხმაურება. ლევან ბაღაშვილი, პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. პრობლემა რაზეც ოპოზიცია საუბრობს სასმელ წყალს ეხება. როგორც რადიო "ჰერეთს" ლევან ბაღაშვილმა განუცხადა, დღეს რაიონში სასმელი წყლით მომარაგების მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობაა.

"რაც შეეხება სოფლებს, იქ გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით წყალი სოლფებშიც კარგად მოდის. მართალია გრაფიკია დაწესებული, მაგრამ მოსახლეობა კმაყოფილია", - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციაზე 2010 წელს ჯამში 385 ათას ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ქალაქის და სოფლების უმეტეს ნაწილს წყალი მაინც არ მიეწოდება - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციიდან აცნობეს.

მოძრაობის წარმომადგენლის თამილა გურაშვილის მტკიცებით, სოფლების: ზემო ქედის, არხილოს კალოს, ქვემო ქედის, სამთაწყაროს და ფიროსმანის მოსახლეობა 1 ტონა წყალში დღემდე 20 ლარს იხდის. გურაშვილის დახარჯული თანხების მიზნობრიობის შესწავლასაც ითხოვს.

ინტერნეტ–გაზეთ "ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროში წყლის მიწოდება ყოველდღიურად წყდება. მუდმივი ხარვეზებისა და 24 საათიანი გრაფიკის ინტენსიური დარღვევის მიზეზი კი დედოფლისწყაროს ცენტრალურ რეზერვუარში წყლის დებეტის უკმარისობა გახდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბენაშვილი დებეტის უკმარისობას ზაფხულის სეზონს უკავშირებს. მისი განმარტებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი წყალს დაუდევრად მოიხმარს, მისი სარწყავად გამოყენება დებეტის უკმარისობას იწვევს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий