გაზეთ „ქიზიყის“ ადმინისტრაცია უკვე ორი კვირაა ცდილობს გაარკვიოს, დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან რამდენი ლარი დაიხარჯა ელიაობის დღესასწაულისთვის გამართულ ღონისძიებებსა და სტუმრების მასპინძლობისთვის. კულუარული ინფორმაციით, დედაქალაქელი სტუმრებისა და ცნობილი მომღერლების რესტორანში გამასპინძლება, ასევე მომღერლების საჰონორარო ანაზღაურება დედოფლისწყაროს ბიუჯეტს 10 000 ლარი უნდა დასჯდომოდა. საეჭვოდ გამოიყურება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებული ოფიციალური პასუხი, რის მიხედვითაც სუფრაზე თითქოს მხოლოდ 112 ლარი დაიხარჯა... მასალის მზადებისას უამრავ პარადოქსულ ფაქტს გადავაწყდით. სანდო წყაროები "ქიზიყს" მეტად საინტერესო ამბებს უყვებიან...

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი, თამაზ კირვალიძეც ადასტურებს. „ქიზიყმა“ კირვალიძისგან თანხის განკარგვის დაკონკრეტება ითხოვა. სხვათაშორის, კირვალიძისგანაც პასუხის მიღება საკმაოდ გაჭიანურდა. მისი პირადად ნახვა რამდენიმე დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგაც რომ ვერ მოხერხდა, „ქიზიყმა“ სატელეფონო კომენტარი ჩაწერა: „გამგეობამ 3 412 ლარი ჩაგვირიცხა, აქედან 3 000 ლარი კონცერტზე გადავრიცხეთ, 412 ლარი
კი მასპინძლობას და სხვა ხარჯებს მოხმარდა“...
კონცერტის პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კონცერტის გასამართად დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 3 000 ლარი ჩაერიცხათ.
"ქიზიყმა" ინფორმაციების გადამოწმება სხვადასხვა წყაროებიდან სცადა და საკმაოდ უცნაური დეტალები შეიტყო.
„კუკარაჩას“ კაფე-რესტორანში იმ დღეს 150-ზე მეტი კაცი შეიკრიფა. დიდი ტაშ-ფანდური გამართეს. ახლა რომ უთქვამთ 400 ლარი დაიხარჯაო, ისეთი სუფრა იყო, ათი იმდენი დაიხარჯებოდა. ოფიციალურად კი თვალში ნაცარს გვაყრიან და გვატყუებენ. 3 მოზვერი დაკლეს, 4 ციკანი და უზარმაზარი ლოქოები იყო. ამბობენ, რომ პარლამენტარმა ავთო ლეკაშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა სტუმრების გამასპინძლებაშიო“. -- ყვებიან საქმეში ჩახედული დედოფლისწყაროელები, რომელთაც ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.
მოგვიანებით, დეტალების დასაზუსტებლად და ფაქტების გადასამოწმებლად გაზეთი „ქიზიყი“ დედოფლისწყაროში, შირაქის ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორნის მფლობელს, შალვა ბურდულს პირად ნომერზე დაუკავშირდა. საყურადღებოა, რომ პირველი ზარი განხორციელდა, თუმცა მალევე ბურდულმა ტელეფონი მთლიანად გამორთო და ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს მაჟორიტარს, ავთანდილ ლეკაშვილს, მაშინ როცა „ქიზიყმა“ მას ელიაობისთვის თბ
ილისელი სტუმრების გამასპინძლების თაობაზე ჰკითხა, პარლამენტარმა ბრძანა, არა, ასეთს არაფერს ვგეგმავ, არც სტუმრებს ველოდები და ამ წუთებში მე თბილისში ვიმყოფები, დღესასწაულზე კი რაიონიდან გავდივარ საქმეზეო. საუბრის დასრულებიდან 10 წუთში ლეკაშვილი საკუთარ ავტომობილში მჯდარი დედოფლისწყაროს ცენტრში შევნიშნეთ...
როგორც გაზეთ „ქიზიყს“ ხსენებული რესტორნის პერსონალმა განუცხადა, მათთან ცარიელი დარბაზის დაქირავება კაცზე 2 ლარი ჯდება. ანუ, 150 კაციანი სუფრის გაშლისას, თუკი დამკვეთი ხარჯსაც თავად მიიტანს, 300 ლარი მხოლოდ დარბაზის ქირას დაჭირდება. გამოდის, რომ კულტურის ცენტრმა 300 ლარად დარბაზი იქირავა, კვებისთვის კი მხოლოდ 112 ლარი დარჩა.
საინტერესოა, რელიგიურ დღესასწაულზე დედოფლისწყაროში ჩამოსულ საპატიო სტუმრებს კვებაში როგორ გააწვდინეს 112 ლარი. გამოდის, რომ საქმე არაოფიციალურ დაფინანსებასთან გვაქვს. ან დამატებით სხვა წყაროებიდან მოხდა ხარჯების დაფარვა, ანდა უკეთეს შემთხვევაში პარლამენტარმა ან სხვა მაღალჩინოსნებმა საკუთარი ჯიბეებიდან დაფარეს. კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია ვინმემ საკუთარი ჯიბიდან ითავა თუ არა სტუმრების გამასპინძლება. ამ კითხვაზე კირვალიძის კომენტარი ასეთია: „რა ვიცი, მე რაც მევალებოდა ის გავაკეთე და, დანარჩენი, ზედმეტად ვინ რა დაამატა, ან ვინ რა ითავა, ვერ გეტყვით“ - ამბობს კულტურის ცენტრის თავკაცი... /ქიზიყი/

კონცერტის პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კონცერტის გასამართად დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 3 000 ლარი ჩაერიცხათ.
"ქიზიყმა" ინფორმაციების გადამოწმება სხვადასხვა წყაროებიდან სცადა და საკმაოდ უცნაური დეტალები შეიტყო.
„კუკარაჩას“ კაფე-რესტორანში იმ დღეს 150-ზე მეტი კაცი შეიკრიფა. დიდი ტაშ-ფანდური გამართეს. ახლა რომ უთქვამთ 400 ლარი დაიხარჯაო, ისეთი სუფრა იყო, ათი იმდენი დაიხარჯებოდა. ოფიციალურად კი თვალში ნაცარს გვაყრიან და გვატყუებენ. 3 მოზვერი დაკლეს, 4 ციკანი და უზარმაზარი ლოქოები იყო. ამბობენ, რომ პარლამენტარმა ავთო ლეკაშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა სტუმრების გამასპინძლებაშიო“. -- ყვებიან საქმეში ჩახედული დედოფლისწყაროელები, რომელთაც ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.
მოგვიანებით, დეტალების დასაზუსტებლად და ფაქტების გადასამოწმებლად გაზეთი „ქიზიყი“ დედოფლისწყაროში, შირაქის ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორნის მფლობელს, შალვა ბურდულს პირად ნომერზე დაუკავშირდა. საყურადღებოა, რომ პირველი ზარი განხორციელდა, თუმცა მალევე ბურდულმა ტელეფონი მთლიანად გამორთო და ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს მაჟორიტარს, ავთანდილ ლეკაშვილს, მაშინ როცა „ქიზიყმა“ მას ელიაობისთვის თბ

როგორც გაზეთ „ქიზიყს“ ხსენებული რესტორნის პერსონალმა განუცხადა, მათთან ცარიელი დარბაზის დაქირავება კაცზე 2 ლარი ჯდება. ანუ, 150 კაციანი სუფრის გაშლისას, თუკი დამკვეთი ხარჯსაც თავად მიიტანს, 300 ლარი მხოლოდ დარბაზის ქირას დაჭირდება. გამოდის, რომ კულტურის ცენტრმა 300 ლარად დარბაზი იქირავა, კვებისთვის კი მხოლოდ 112 ლარი დარჩა.
საინტერესოა, რელიგიურ დღესასწაულზე დედოფლისწყაროში ჩამოსულ საპატიო სტუმრებს კვებაში როგორ გააწვდინეს 112 ლარი. გამოდის, რომ საქმე არაოფიციალურ დაფინანსებასთან გვაქვს. ან დამატებით სხვა წყაროებიდან მოხდა ხარჯების დაფარვა, ანდა უკეთეს შემთხვევაში პარლამენტარმა ან სხვა მაღალჩინოსნებმა საკუთარი ჯიბეებიდან დაფარეს. კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი კი ამბობს, რომ მისთვის უცნობია ვინმემ საკუთარი ჯიბიდან ითავა თუ არა სტუმრების გამასპინძლება. ამ კითხვაზე კირვალიძის კომენტარი ასეთია: „რა ვიცი, მე რაც მევალებოდა ის გავაკეთე და, დანარჩენი, ზედმეტად ვინ რა დაამატა, ან ვინ რა ითავა, ვერ გეტყვით“ - ამბობს კულტურის ცენტრის თავკაცი... /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ფიროსმანის ნამუშევრებს ბათუმში პირველად გამოფენენ
ბათუმის ეროვნული მუზეუმი დიდი თვითნასწავლი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. როგორც ბათუმის ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, ფიროსმანის ნამუშევრები ზღვისპირა ქალაქში წელს პირველად გამოიფინება, თავად ნახატები კი თემატიკის მიხედვით შეირჩა.

როგორც ქიზიყმა გაარკვია, მსურველებს ბათუმის ეროვნულ მუზეუმში სოციალურ და ისტორიულ თემებზე შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება 23 აგვისტოდან შეეძლებათ.
შეგახსენებთ, ნიკალა ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში დაიბადა, მისი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული. ყველაფრის მიუხედავად, დიდი მხატვრის საფლავი ამ დრომდე უცნობია. /ქიზიყი/ ბესიკ გულაშვილი
* * *
რთველი 2010 დედოფლისწყაროდან დაიწყება
* * *
რთველი 2010 დედოფლისწყაროდან დაიწყება
კახეთის რეგიონში რთველი ოფიციალურად 24 აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ყვარელში ყოფნისას განაცხადა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად რთველი ყველაზე ადრე დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებიდან იწყება. ყურძენი ყველაზე ადრე სწორედ სამთაწყაროსა და ფიროსმანში შემოდის.
გასულ წელს დედოფლისწყაროში რთველი მოსალოდნელზე ადრე დაიწყო და ყველაზე სწრაფად დასრულდა. წინა წლებისგან განსხვავებით, შარშან დედოფლისწყაროელ მევენახეებს მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნიათ. კვეზერელის თქმით, კახეთის მასშტაბით, მიმდინარე წელს, 34 ყურძნის მიმღები პუნქტი იმუშავებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 10 დღის შემდეგ მოსავლის ზუსტი პროგნოზი დაიდება და ბიუჯეტი გაიწერება: „თვენახევრიან რთველზე გადავდივართ, რაც ადრე საოცნებო იყო. წინა წლებში გვქონდა 20 დღიანი რთველი, დიდი რიგები და ეს აისახებოდა ხარისხზეც. წინა წლებთან შედარებით, 6 თვის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ღვინის ექსპორტის 50%-იანი ზრდა. შარშან თუ ამ დროისთვის გატანილი იყო 4 მილიონი ბოთლი, წელს უკვე გატანილია 6 მილიონი ბოთლი ღვინო“, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. სავარაუდოდ, დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში რთველი 15 აგვისტოდან უნდა დაიწყოს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий