ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. „ნათლისწყლის ხეობაში“ დაახლოებით 1 000 ჰექტრამდე საძოვარი
დაიწვა. ინფორმაციას ნაკრძალის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. მათი განცხადებით, ცეცხლი სავარაუდოდ, მწყემსების
მიერ გაჩნდა, რაც ბოლო დროს გახშირდა.
ადმინისტრაცია დამნაშავე
მწყემსის ვინაობასაც აკონკრეტებს. მათი მტკიცებით სამართალდამრღვევ ნოდარ ჯიხიაშვილის ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებული იქნა ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ.
მწყემსის მიმართ უკვე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 200 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
ვაშლოვანის კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში მდებარეობს. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. ვაშლოვანი უნიკალური მცენარეებით
გამოირჩევა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий