понедельник, 17 сентября 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები-საინფორმაციო გამოშვება "კვირის ბოლოს" 16 სექტემბერი #19 (აუდიო)

16 სექტემბერი - რადიო24-ისა და "ქიზიყი"-ს ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს"
* * * სიღნაღისა და დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი იოსებ ხოხონიშვილი მღვდლად აკურთხეს. მეტსახელად „ტაშკანას“ მედიამ ადამიანების წამების ფაქტები მას შემდეგ გაუხსენა, რაც მამა იოსებმმა თამაზ თამაზაშვილზე დადებითი შეფასებები გააკეთა. ხოხონიშვილის განმარტებით, ყველა, ვინც თამაზაშვილს უარყოფითად ახასიათებს, ღვთის წინაშე აგებენ პასუხს, რადგან ტამაზაშვილი უსამართლობას მუდმივად ებრძოდა.
* * * ზურაბ ჟვანიას აქტიურმა თანაგუნდელმა პარლამენტში თანამდებობა დატოვა და სახელისუფლებო გუნდიდან ოპოზიციაში გადადის. ქიზიყი.ჯი-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, აქტიური ნაციონალი ლია კვაჭაძე ქართულ ოცნებაში გადადის... რატომ ეზიზღებოდა კვაჭაძეს საკუთარი თავი და რამ აუცრუა გული მმართველ პარტიაზე
* * * დედოფლისწყარში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბუმი გრძელდება. გზების მასშტაბურ რეაბილიტაციას წელს მილიონ ნახევარზე მეტი მოხმარდა. ასევე, პირველად დედოფლისწყაროში მრავალბინიანი კორპუსების ფასადებს ღებავენ
„რადიო24“–ისა და ინტერნეტ გამოცემა „ქიზიყის“ ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა „კვირის ბოლოს“ ირაკლი კოკილაშვილთან ერთად



воскресенье, 2 сентября 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები–საინფორმაციო გამოშვება “კვირის ბოლოს”#18 (აუდიო) 29აგვისტო

29 აგვისტო - რადიო24-ისა და "ქიზიყი.ge-ს ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს" #18


* * * დავით ბაქრაძემ დედოფლისწყაროელებს კანდიდატად ადგილობრივებისთვის არცთუ ცნობილი – ზაზა კედელაშვილი წარუდგინა. ნაცმოძრაობისა და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებმა დედოფლისწყაროს სოფლებში შეხვედრები დაიწყეს. ალექსანდრე თამაზაშვილი კამპანიას სოფელ გამარჯვებიდან იწყებს და იმედი აქვს, რომ გამარჯვებით დაასრულებს – არბოშიკელებმა კი მათთან ჩასული ზაზა კედელაშვილი ვერ იცნეს!
* * * ხანძრის დროს ნაგავსაყრელზე ძროხები დაიხოცა. სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელს ცეცხლი რამდენიმე დღის განმავლობაში ეკიდა – მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი სახანძრო სამსახური ადგილზე რამდენჯერმე მივიდა, თუმცა თქვეს, რომ დამოუკიდებლად ხანძარს ვერ აქრობდნენ, პრობლემას ტრაქტორით მიწის მიყრა ესაჭიროებოდა და შემთხვევის ადგილი დატოვეს – რატომ დაიხოცა მარჩენალი პირუტყვი?

* * * ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბუმი დედოფლისწყაროში – თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, განახლებული გზები, ახალი საავადმყოფო, რამდენიმე ახალი სკვერი. განახლებული ცენტრალური მოედანი და უამრავი სიახლე. – ქალაქ დედოფლისწყაროსა და მის სოფლებს ამგვარი აღმშენებლობა არ ახსოვს

იხილეთ www.qiziyi.ge