29 აგვისტო - რადიო24-ისა და "ქიზიყი.ge-ს ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს" #18
* * * დავით ბაქრაძემ დედოფლისწყაროელებს კანდიდატად ადგილობრივებისთვის არცთუ ცნობილი – ზაზა კედელაშვილი წარუდგინა. ნაცმოძრაობისა და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებმა დედოფლისწყაროს სოფლებში შეხვედრები დაიწყეს. ალექსანდრე თამაზაშვილი კამპანიას სოფელ გამარჯვებიდან იწყებს და იმედი აქვს, რომ გამარჯვებით დაასრულებს – არბოშიკელებმა კი მათთან ჩასული ზაზა კედელაშვილი ვერ იცნეს!
* * * ხანძრის დროს ნაგავსაყრელზე ძროხები დაიხოცა. სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელს ცეცხლი რამდენიმე დღის განმავლობაში ეკიდა – მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი სახანძრო სამსახური ადგილზე რამდენჯერმე მივიდა, თუმცა თქვეს, რომ დამოუკიდებლად ხანძარს ვერ აქრობდნენ, პრობლემას ტრაქტორით მიწის მიყრა ესაჭიროებოდა და შემთხვევის ადგილი დატოვეს – რატომ დაიხოცა მარჩენალი პირუტყვი?* * * ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბუმი დედოფლისწყაროში – თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, განახლებული გზები, ახალი საავადმყოფო, რამდენიმე ახალი სკვერი. განახლებული ცენტრალური მოედანი და უამრავი სიახლე. – ქალაქ დედოფლისწყაროსა და მის სოფლებს ამგვარი აღმშენებლობა არ ახსოვს
იხილეთ www.qiziyi.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий