ცოფის მორიგი შემთხვევები გამოვლინდა დედოფლისწყაროში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ე.წ. „აკაკის უბანში“ და სოფელ საბათლოს მიმდებარედ (ყოფილი წყალსაქაჩის ტერიტორია) ელმან ველიევის კუთვნილ პირუტყვის ფერმაში ცოფის კერები გამოვლინდა.კარანტინია დედოფლისწყაროს კიდევ ორ სოფელში.
როგორც ნეტგაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს გამგეობაში განუცხადეს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა.
ტერიტორიები ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო კერად გამოცხადდა და კარანტინი დაწესდა.
დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებული მოსახლეობის აღრიცხვა, მონიტორინგის წარმოება და აცრების ჩატარება ააიპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“ დაევალა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის კარანტინია სოფლებში ზემო ქედსა და არბოშიკშიც. სადაც მტაცებელმა 54 წლის ქალბატონი დაკბინა. მოგვიანებით მგელს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდგინდა. იძულებითი ვაქცინაცია ამ სოფლებშიც მიმდინარეობს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий