вторник, 20 марта 2012 г.

საქართველოში ცხვარი იხოცება

EXCLUSIVE – საქართველოში ცხვრის სიკვდილიანობამ ბოლო ერთი თვის მანძილზე კატასტროფულად იმატა, ტენდენცია განსაკუთრებით კახეთში შეინიშნება. ამის შესახებ „ქიზიყს“ საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა აცნობა. მისი თქმით, წვრილფეხა პირუტყვის დაცემის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მერვე წელია აღარ დაფიქსირებულა.

მეცხვარეთა ასოციაცია პირუტყვის სიკვდილიანობის მატების მიზეზად სხვადასხვა დაავადებებთან ერთად ცივი და ხანგრძლივი ზამთრის არსებობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მეცხვარეთა დიდმა ნაწილმა გამოსაზამთრებლად საკმარისი საკვების მომარაგება ვერ შეძლო.

„მკაცრმა და გრძელმა ზამთარმა, ასევე ფერმერების მიერ საკვების არასაკმარისი რაოდენობით მომარაგებამ საქართველოში ცხვრის დაახლოებით 15-20% გაანადგურა. გასულ წელსაც იხოცებოდა, მაგრამ ამჟამად რომ იმატა, ასეთი მაჩვენებელი მრავალი წელია აღარ ყოფილა. უამინდობამ და საკვების სიმცირემ პირუტყვის დაცემა გამოიწვია. შეინიშნება ასევე ავადმყოფობა – ბრაძოტი, ანუ ენტეროტექსომია,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ბექა გონაშვილმა.

მისი თქმით, ზარალის ანაზღაურების, ან სდახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის დახმარების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий