
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის პრიორიტეტების გამოსავლენად ბოლო შეხვედრა სოფელ ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და ზემო ქედის მოსახლეობასთან გამართა და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მოისმინა.
როგორც "ქიზიყს" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან აცნობეს, მიმდინარე წლისათვის სოფელ ქვემო ქედში მოსახლეობის მოთხოვნით შიდა წყალმომარაგების და წყალსაქაჩი სადგურის რეაბილიტაცია დაიგეგმა. წელს ამ პროგრამით სოფელ ქვემო ქედისათვის 46 718 ლარია გამოყოფილი.
სოფელ არხილოსკალოში მოსახლეობამ საბავშო ბაღისათვის შენობის შეძენა, მისი რემონტი და მინი სპორტული მოედნის მოწყობა ისურვა მათთვის გამოყოფილი 33 248 ლარით.
ზემო ქედში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრიორიტეტად სოფელში გა

მოტოვებულ ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ამორტიზებული მილის რეაბილიტაცია, ალაზნის ქუჩაზე მისასვლელი გზის მოხრეშვა და სოფლის თავში არსებულ სასაფლაოსთან მისასველელი გზის მოწესრიგება დასახელდა. აღნიშნული სამუშაოებისათვის 52 360 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრისას საკრებულოს თავმჯდომარე
ლევან ბაღაშვილმა სოფელ ზემო ქედის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა სოფელში არსებული კულტურის სახლის მოვლა - პატრონობისათვის და აუწყათ, რომ ამავე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც ამ შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველ სოფელში გაიმართა. შეხვედრები ითვალისწინებდა ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემების მოგვარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე თვითმმართველობის განხორციელებაში სოფლის მკვიდრთა ჩართულობის მხარდაჭერას. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий