пятница, 23 марта 2012 г.

მირზაანში მარტოხელა ქალს ოპოზიციის დახმარებისთვის საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს

EXCLUSIVE – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრებ მარტოხელა ზოია ფიროსმანაშვილს დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტომ ყოველთვიური საარსებო შემწეობა შეუწყვიტა.

როგორც მარტოხელა ქალბატონი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, დახმარება იმ მიზნით შეუწყვიტეს, რომ ერთ–ერთ ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობდა. უკიდურესად გაჭირვებული ქალბატონის მეზობლებიც მიიჩნევენ, რომ სააგენტომ ის პოლიტიკური ნიშნით დასაჯა და საარსებო შემწეობა ამიტომაც შეუწყვიტა.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული განუკითხაობისა და მათი არაობიექტური მუშაობის თაობაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ახლახან, არაეფექტური და მიკერძოებული მუშაობისთვის სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დედოფლისწყაროს სოციალურ სააგენტოში არსებულ უსამართლობებზე მოქალაქეებმა ორი კვირის წინ, დედოფლისწყაროში ჩამოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზეც გაამახვილეს ყურადღება, პრობლემებზე ღიად ისაუბრეს და ვითარების გამოსწორება ითხოვეს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий