пятница, 23 марта 2012 г.

სოფელ ქვემო ქედის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა

EXCLUSIVE - სოფელი ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია „ქიზიყს“ თავად პაპიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 23 მარტიდან მუშაობას განათლების სისტემაში გააგრძელებს.

„ქიზიყის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნუგზარ პაპიაშვილი განათლებით ისტორიკოსია. ის იმავე სოფლის სკოლის დირექტორად რამდენიმე წლის წინ უკვე მუშაობდა. პაპიაშვილი 2001–07 წლებში ქ. თბილისის #89 საჯარო სკოლის და თბილისის #193 დაწყებითი საბაზო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვარდების რევოლუციამდე ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

როგორც პაპიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ამ დროისთვის გამგებლის რწმუნებულის მოვალეობას ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი გიორგი წიკლაური ასრულებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий