понедельник, 19 марта 2012 г.

ლევან ბაღაშვილი: „საზღვრისპირა სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებამ მიგრაცია შეაჩერა“

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ბოლო წლებში წყლის პრობლემის მოგვარებამ მიგრაცია მნიშვნელოვნად შეამცირა. მისი თქმით, გასულ წლებში, საზღვართან ჩასახლებული ადამიანები სამუშაოს საძიებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში მასობრივად გადიოდნენ, თუმცა წყლის საკითხის დარეგულირების შემდეგ ტენდენცია შეიცვალა.
„საზღვრისპირა სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებამ მოსახლეობა ადგილზე დაამაგრა. მიგრაცია შემცირდა, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე საზღვრის გამაგრების საკითხს ეხება. ჩემთან ამ სოფლებიდან არაერთი კმაყოფილი მოქალაქე შემოდის და ისინი გულწრფელად საუბრობენ, რომ ცალკეული კულტურების მოსავლიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა და ადგილობრივებს შემოსავლის წყარო გაუჩინათ, რამაც ნაწილობრივ კვების პრობლემაც მოხსნა. ფიროსმანისა და სამთაწყაროს მაცხოვრებლები უკვე არ მალავენ და ღიად საუბრობენ, რომ ვისაც შრომა არ ეზარება, ამ სოფლებში ცხოვრება არ უნდა გაუჭირდეს,“ – განუცხადა "ქიზიყს" ლევან ბაღაშვილმა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფლად სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად ხორციელდებოდა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий