воскресенье, 11 марта 2012 г.

ზაქათალაში მომხდარი მიწისძვრა დედოფლისწყაროშიც იგრძნობოდა

დედოფლისწყაროს რაიონის მახლობლად, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალაში იყო და ძლიერი ბიძგები რაიონის მთელს ტერიტორიაზე იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები კვირას, 11 მარტს 12:41 საათზე დაფიქსირდა და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სიმძლავრემ ზაქათალაში – 4 ბალი, კახში – 3.0 ბალი, ბელაქანსა და შეკიში კი 2,5 ბალამდე შეადგინა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მოსაზღვრე ბელაქნის რაიონშიც იგრძნობოდა. მცირე სიმძლავრის რყევები დედოფლისწყაროს მაცხოვრებლებმაც შეიგრძნეს. მიწისძვრა განსაკუთრებით დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში იგრძნობოდა. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий