суббота, 11 февраля 2012 г.

გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსად ილია კვანჭილაშვილი დაინიშნა

23 იანვრიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსად ილია კვანჭილაშვილი დაინიშნა. ახალი სამსახური მიმდინარე წლის 10 იანვრიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს №2 დადგენილებით, შეიქმნა. დამტკიცდა სამსახურის დებულება და განისაზღვრა მისი ძირითადი ფუნქციები.

ილია კვანჭილაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აგროტექნოლოგის სპეციალობით. 2000-2001 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად, 2001-2002 წლებში –დედოფლისწყაროს სასამართლოს აღმასრულებლად, ხოლო 2003-2010 წლებში–გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კახეთის რეგიონალურ სამმართველოში, უფროს სპეციალისტად.
სამსახურის ახალ შტატებზე მთავარ სპეციალისტებად დაინიშნენ: – რეზო ნატროშვილი და ვალერი გოგილაშვილი. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий