суббота, 18 февраля 2012 г.

ჯარში დედოფლისწყაროდან 25, კახეთიდან კი 300-მდე წვევამდელს გაიწვევენ

ახმეტიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში 30 წვევამდელი ჩაირიცხება; ლაგოდეხიდან - 30; თელავიდან - 40; გურჯაანიდან - 43; სიღნაღიდან - 35; საგარეჯოდან - 50; დედოფლისწყაროდან კი 25. ყვარლის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურიდან ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
საგაზაფხულო გაწვევა 2012 წლის 23 იანვრიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. კახეთის რეგიონიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში 300-მდე წვევამდელს გაიწვევენ.
შეგახსენებთ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს: „აღნიშნული კანონი ძალაში შესვლის შემდეგ ახლანდელ წვევამდელებზე არ გავრცელდება. 2008 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთ წლიანი გახდა, მანამდე კი 18 თვიანი იყო. შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირები იმ კანონით დადგენილ ვადებში იმსახურებენ, რომლის მოქმედების ვადაშიც მოხდა მათი გაწვევა“, - აცხადებენ სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურებში. მოსახლეობა კი სავალდებულო სამსახურის ვადის ზრდას უარყოფითად აფასებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий