EXCLUSIVE - სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში. დედოფლისწყაროს მეორე სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის ტერიტორიაზე გვიან ღამით ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა. მათ შორის სხეულის დაზიანებები აღენიშნება სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ ქალბატონს, 28 წლის მარინა ნიპომნიშევს.
ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იმყოფება დედოფლისწყაროს სახანძრო–სამაშველო სამსახურის მაშველი 21 წლის შოთა ქადაგიძე. ამას გარდა, კისრის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება 1990 წელს დაბადებულ გიორგი ცისკარაულს.
„ყველაზე რთულ ვითარებაში შოთა ქადაგიძე იმყოფებოდა, მას ტრავმული ჰემოპნევმოფორაქსი აღენიშნებოდა, ვითარება ნელნელა სტაბილურდება და მისი თბილისში გადაყვანის აუცილებლობა აღარ დგას. გოგონას ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა იღლიის ფოსოს არეში აღენიშნება, ხოლო მესამე დაშავებული გიორგი ცისკარაული კისრის მიდამოშია დაჭრილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამჯერადაც სტაციონარში განაგრძობენ მკურნალობას.“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში.
დედოფლისწყაროს სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსი ლევან გოზალიშვილი თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ქადაგიძე არასამუშაო საათებში დაჭრეს: „დაჭრილი საავადმყოფოში უკვე მოვინახულეთ. ეს ფაქტი მისი მორიგეობის დროს არ მომხდარა და სამსახურთან კავშირი არ აქვს,“ – განმარტავს გოზალიშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა გოგონას გამო დაიწყო. „ქიზიყის“ ინფორმაციით, ჭრილობა ნაჯახით არის მიყენებული.
როგორც შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში „ქიზიყს“ განუცხადეს, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილი ჯერ არ არის. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების მტკიცებით, თვითმხილველთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია. /ქიზიყი/
გამოხმაურება: მედიანიუსი ; პირველი ; ჯეონიუსი ; საქართველო&მსოფლიო ; 7 დღე ; ნიუსლაინი ;
Комментариев нет:
Отправить комментарий