четверг, 22 декабря 2011 г.

სამთაწყაროს რწმუნებულს მოსახლეობის ტერორსა და გლეხებისთვის საქმის „ქურდულად“ გარჩევაში ადანაშაულბენ

მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი გარდა იმისა, რომ სოფლის მოსახლეობას ატერორებს, დახმარებას უუქმებს, სამაგიეროდ თვითონ წერს განაცხადს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილ დახმარების მიღებაზე. ასევე გამოირჩევა საჯარო მოხელისთვის სრულიად შეუფერებელი თვისებით - იგი გლეხებს საქმეებს „ქურდულად ურჩევს“.

თამილა გურაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები, რომლებიც ერთი თვის წინ 1050 ჰექტარი სახნავ-სათესი და საძოვარი მიწების გაყიდვას აპროტესტებდნენ, ისე დააშინეს, რომ ხმის ამოღებას ვეღარ ბედავენ.
სოფლის მაცხოვრებელს, სულიკო ცინცაძეს კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლები ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებიან, გოჩა ბროლაძეს აუკრძალეს საკუთარი სამარშრუტო მანქანით ხალხის წაყვანა თბილისში მიწების გაპროტესტებასთან დაკავშირებით და მანქანის ჩამორთემვით დაემუქრნენ.

სოფლის გამგებელი სოფელ სამთაწყაროს პრობლემებზე მედიაში გავრცელებული სტატიების ამობეჭდილ ფურცლებს კარდაკარ დაააფრიალებს და ხალხს უხსნის, რომ ჟურნალისტებთან და ოპოზიციასთან პრობლემებზე ლაპარაკი „ბოზობა“ და „ჩაშვებაა“.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გმობს ამ უპრეცედენტო შემთხვევას. მიგვაჩნია, რომ სოფლის რწმუნებული პაატა ნადირაშვილი არის ნაციონალური ხელისუფლების სახე. ქურდები ციხეში არიან, ამბობს პოლიციის შეფი ვანო მერაბიშვილი, რასაც მივესალმებით. ამავე დროს, მოვუწოდებთ ადგილობრივ სამართალდამცველებს, თვალი გადაავლონ საჯარო მოხელეების „მოღვაწეობას“ და ასეთი ქურდული მენტალიტეტის და აზროვნების საჯარო მოხელეებს მიუჩინონ საკუთარი ადგილი“, _ აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

თავად სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ოპოზიციის ბრალდებებს არასწორი უწოდა და ფაქტები კატეგორიულად უარუო. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий