წვიმის მიუხედავად 30 ოქტომბერს გამართულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს: დედოფლისწყაროს მორაგბეთა გუნდმა „მიმინომ“, თბილისის „ტორნადომ“ და „წიქარამ“, გურჯაანისა და თელავის მორაგბეთა გუნდებმა.
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის „ტორნადო“, გურჯაანის „კახები“ და და თბილისის „წიქარა“, ხოლო გამარჯვებული გუნდი დედოფლისწყაროს „მიმინოს“ შეერკინა და მასთან დამარცხდა კიდეც.
გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი, ასევე საპატიო ადგილებზე გასულ გუნდებს სამახსოვრო სიგელები გადასცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა. ტურნირს ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი და მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ივანე შანშიაშვილი. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий