EXCLUSIVE - წელს პირველად კახეთში მეცხვარის დღე აღნიშნეს. დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მეცხვარეებს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელები შეხვდენ და მათი ვაქცინაციისა და გადასარეკი ტრასების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ გადასარეკი ტრასები ძალზე მტკივნეულ საკითხად რჩება. მით უფრო ტრასების საკითხი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მწვავედ აისახება, რადგანაც დედოფლისწყარო გაუდაბნოებისაკენ განსაკუთრებით მიდრეკილია და კლიმატის ცვლილების ნიშნები გამოვლინდა.
ექსპერტები იმ ფაქტზე მიანიშნებენ, რომ დედოფლისწყაროში გადასარეკი ტრასების არარსებობისა და საძოვრებზე გადაჭარბებული ძოვების გამო გაუდაბნოების პრობლემა ამ რაიონში განსაკუთრებით თვალშისაცემია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით თითეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს და თავისი ცვლილი შეიტანოს.
როგორც "ქიზიყმა" გარკვია, მომავალი წლიდან პირუტყვის ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეხვედრაზე დაისახა გეგმები მეცხვარეთა საქმიანობასა და ექსპორტის გაზრდაზე. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპორტზე 144 000–მდე სული პირუტყვი გავიდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
დიდი მადლობა ჩვენი შეხვედრის გაშუქებისთვის,
ОтветитьУдалитьეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელება იყო თქვენი სტატიის აღმოჩენა :)
უბრალოდ ერთ დამატებას შევიტანდი რომ მომავალი წლისთვის ანუ 2012 წელს საგაზაფხულო და საშემოდგომა ვაქცინაცის დროს აიცრება 500 000 სული, ეს იყო ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რადგან წელს ამ პროექტის "საპილოტე" განხორციელების შედეგად მოხერხდა სწორედ ისრაელში ქართული ცხვრის ექპოსრტი.
პატივისცემით,
ბექა