воскресенье, 2 октября 2011 г.

ხორნაბუჯის ციხე–სიმაგრის კარიბჭე ჩამოშლილია და დახმარებას ითხოვს

"დედოფლისწყაროში ისტორიულ ხორნაბუჯში "თამარის ციხე" დანგრევის პირასაა. ციხე-სიმაგრეს გამოცლილი აქვს კარიბჭე, ჩამოშლილია კედლები, ადგილამდე მისასვლელი გზა კი ავარიულია", - აცნობეს რადიო "ჰერეთს" თავისუფალი საქართველოდან"

მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, ადრე ეს ციხე-სიმაგრე მრავალჭირნახულ ქართველთა თავშესაფარი იყო, ახლა კი თვითონ ჭირდება შველა: "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისყაროს ორგანიზაცია მოითხოვს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამონახოს გარკვეული თანხა ამ ისტორიული ძეგლის გადარჩენისთვის.

დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის გიორგი ყოჩიაშვილის განცხადებით, ძეგლი დანგრევის პირას არ არის, თუმცა სამუშაოები ნამდვილად უნდა ჩატარდეს.
"ამის შესახებ ჩვენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უკვე ვაცნობეთ. სამუშაოები უნდა ჩატარდეს. თავად ხორნაბუჯის ტერიტორია დიდ ფართობზეა გადაჭიმული და ამ სამუშაოებს ჩვენ ვერ დავაფინანსებთ. სამინისტრო საქმის კურსშია და რეაგირებაც მოხდება", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" გიორგი ყოჩიაშვილმა.

დედოფლისწყაროში მდებარე უძველესი ციხე-სიმაგრე ალაზნის ველს გადაჰყურებს. არქეოლოგიური გათხრებით ეს ადგილი სავარაუდოდ, 4-5 საუკუნეში ბაგრატოვანთა საუფლისწულო მამულად ითვლებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ხორნაბუჯი სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქი იყო. როდესაც ციხე ეცემოდა, ეცემოდა კახეთიც. მისი ისტორია უკავშირდება თამარ მეფის სახელს, რომელმაც აღადგინა მეთორმეტე საუკუნეში. /ჰერეთი/ მოისმინეთ აუდიო–კომენტარები>>

გამოხმაურება პრესაში: მედიანიუსი>> ; პირველი>>

Комментариев нет:

Отправить комментарий