вторник, 4 октября 2011 г.

პეტრე ცისკარიშვილის ნაკვეთიდან მოსავლის აღების ბრალდებით დედოფლისწყაროს პოლიციამ 57 წლის თენგიზ ღორაშვილი დააკავა

EXCLUSIVE - შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სხვისი ხორბლის მოსავლის აღების ბრალდებით, სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები 57 წლის თენგიზ ღორაშვილი დააკავეს.

„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს პეტრე ცისკარიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლები და დაკავებულის ახლობლებიც ადასტურებენ.

პოლიციის სამმართველოს ცნობით, საქმე 180–ე მუხლით აღიძრა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმეს დედოფლისწყაროს პოლიციის დეტექტივ - გამომძიებელი დავით პოპიაშვილი იძიებს. ამ ბრალდების გარდა მამაკაცს სხვა თაღლითობის ფაქტებიც გამოუვლინდა.

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ღორაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: რადიო24>> : მედიანიუსი>> ; ნიუსლაინი>>

Комментариев нет:

Отправить комментарий