понедельник, 26 сентября 2011 г.

თვითმკვლელობის მორიგი შემთხვევა დედოფლისწყაროში

EXCLUSIVE - სუიციდის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ დედოფლისწყაროში. კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებმა 75 წლის ანიკო მერაბიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოხუცმა თვითმკვლელობის მიზნით დიდი ოდენობით მედიკამენტები მიიღო. მათ თვითმკვლელობის სავარაუდო ვერსიებზე პრესასთან საუბარი უჭირთ.

როგორც გარდაცვლილის მეზობლებმა „ქიზიყს“ განუცხადეს, ბოლო დროს მოხუცს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც აწუხებდა, რის გამოც გადაადგილება უჭირდა. თვითმხილველების ცნობით, ასაკოვანმა ქალბატონმა თვითმკვლელობა მეორედ სცადა.

როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურში "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა.

ფაქტზე სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძღულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, დედოფლისწყაროში თვითმკვლელობის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. /ქიზიყი/ ნიკა იაკობიშვილი

გამოხმაურება პრესაში: რადიო ჰერეთი>> ჯეონიუსი>> მედიანიუსი>>

Комментариев нет:

Отправить комментарий