понедельник, 19 сентября 2011 г.

ელიას მთის ტაძრიდან გადავარდნილი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. ელიას მთაზე მდებარე ტაძრის ჯებირიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები 45 წლის ზურაბ ლურსმანაშვილი გადავარდა.

როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი აცხადებს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ელიას მთაზე მდებარე ეკლესიაში მეგობრებთან ერთად სალოცავად იყო ასული. უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა. გამოძახებაზე მორიგე ექიმთა ჯგფი და საპატრული პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა, თუმცა მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა,“ – აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.

როგორც შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში „ქიზიყს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

„ყველა მოწმე უკვე დაკითხულია. მკვლელობის ვერსია გამოირიცხა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია ენიჭება. გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება,“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს პოლიციაში.

უბედური შემთხვევა წმინდა მთაზე 18 სექტემბერს საღამოს მოხდა. გვამს ექსპერტიზის დასრულებისთანავე მის ოჯახში გადაასვენებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება პრესაში: რადიო ჰერეთი>> ; ნიუსლაინი>>

Комментариев нет:

Отправить комментарий