დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების საკითხი განიხილა. უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები ოფიციალურად დასახელდება.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საკრებულოს აპარატში განუცხადეს, საკრებულოს 29 აგვისტოს გასვლით სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უკვე უყარეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული "საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის" შექმნას. საკრებულოს წევრებმა წინადადებას მხარი დაუჭირეს და სესიაზე გატანილი საკითხი ერთხმად დაამტკიცეს კიდეც.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებს ამიერიდან საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებს. დედოფლისწყაროს საკრებულოში მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა პროფესიის დამსახურებულ ადამიანებს ამ ჟესტით ღვაწლს დაუფასებენ და მათ მიმართ ერთგვარ ყურადღებას გამოიჩენენ.
"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, "საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის" წევრები მუშაობას უკვე შეუდგნენ. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თავდაპირველად რამდენ ადამიანს მიენიჭება დედოფლისწყაროში საპატიო მოქალაქის წოდება, ანდა სავარაუდოდ, ვინ შევა ამ სიის პირველ ნაწილში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება პრესაში>>
გამოხმაურება პრესაში>>
Комментариев нет:
Отправить комментарий