
ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე დავით გონაშვილი ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე დღე საწვავის შემოტანას ვერ მოახერხებენ, მისი თქმით, იგივე პრობლემა ექნებთ დანარჩენ ობიექტებსაც.
ამ ფაქტით აღშფოთებას გამოსთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, საწვავის დეფიციტის გამო ქალაქ დედოფლისწყაროში მოქმედი რამდენიმე საწარმო შეფერხებით მუშაობს, ნაწილმა კი მუშაობა დროებით შეაჩერა.
დედოფლისწყაროელები ხელისუფლებისგან საწვავით მომარაგებაში დახმარებას ითხოვენ.
რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ვითარება იყო დიზელის საწვავთან დაკავშირებითაც. ფერმერები საწვავის შეძენას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც დედოფლისწყაროში ალოობის პროცესი დროებით შეფერხდა. მოგვიანებით დიზელი შემოიტანეს, თუმცა მისი გასაყიდი ფასი საგრძნობლად გაიზარდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий