четверг, 11 августа 2011 г.

დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. რამდენიმე დღის წინ დაკარგული 30 წლის ვალოდია ლალაიანი გარდაცვლილი იპოვეს. "ქიზიყის” ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი 10 აგვისტოს ღამით თავისსავე საცხოვრებელ სახლთან მეზობლად მდებარე მიტოვებულ სახლში ნახეს.

გვამი მეზობლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი თქმით, იქვე სხვადასხვა სახის მედიკამენტებიც ეყარა. სავარაუდოდ, ვალოდია ლალაიანმა თვითმკვლელობა მედიკამენტების დიდი დოზის მიღების შემდეგ განახორციელა.

რა გახდა 27 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий