вторник, 5 апреля 2011 г.

დედოფლისწყაროს კირის საბადოს ლიცენზია აუქციონზე 104 889 ლარად გაიყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასაცემად მორიგი აუქციონი გაიმართება.

სამინისტროს ცნობით, აუქციონზე 42 ობიექტია გატანილი, მათ შორის დედოფლისწყაროს კირის საბადოს ლიცენზია, რომელიც 20 წლის ვადით გაიცემა.

აუქციონზე გატანილია წყალტუბოს, გორის, ხაშურის, დუშეთის, ახალქალაქის, მარნეულის, ზუგდილიდ, თიანეთის, საგარეჯოს, თერჯოლის, ბაღდათის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, მცხეთის, თელავის, ხონის, ცაგერის, ასპინძის, გურჯაანის, ბორჯომის, მესტიის, ბოლნისის რაიონებსა და თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიებზე არის განთავსებული.

სასარგებლო წიაღისეულს შორისაა: მიწისქვეშა მტკნარი წყალი, ქვიშა-ხრეში, თაბაშირი, სილიკომანგანუმი, ბაზალტი და მინერალური წყალი.

ლიცენზიების მოქმედების ვადა 2, 5, 20 და 25 წელია. ყველაზე ძვირად არის შეფასებული დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე საკირე კირქვის საბადოს მოპოვების ლიცენზია. მისი საწყისი გასაყიდი ფასია 104 889 ლარი, მოქმედების ვადა კი – 20 წელი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий