მეწყერით დაზარალებულები ჩატარებული სამუშაოებით
უკმაყოფილებას გამოხატავენ
აპრილში ხანგრძლივი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელ არბოშიკში ბაღაშვილების საცხოვრებელი ბინები დანგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. ოჯახებმა დასახმარებლად მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. შედგა პროექტი და სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ბაღაშვილები მიიჩნევენ, რომ მათი აზრი არავის გაუთვალისწინებია. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხის ქვეშ ორი ბინა დადგა პროექტის ფარგლებში მხოლოდ ავთანდილ ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა. გამგეობას მეორე საცხოვრებელიდან მიწის გატანის გარდა პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია და არც ბინის გამაგრებაზე უზრუნია. სწორედ ეს ოჯა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 7 მაისის #252 ბრძანების საფუძველზე სოფელ არბოშიკში ხანგრძლივი წვიმების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 6 000 ლარი გამოიყო. გამგებლის სახელზე მოხსენებითი ბარათი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დაწერა.
სოფელ არბოშიკში ავთანდილ ბაღაშვილის კუთვნილი ბინა, რომელიც ფერდობზეა აგებული, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ხანგრძლივმა წვიმებ
მა გრუნტის დალბობა და ტერასის ჩამოშლა გამოიწვია. ნაშალი გრუნტი გვერდით მდებარე დავით ბაღაშვილის საცხოვრებელი სახლის უკანა კედელს მიეყარა. ავთანდილ ბაღაშვილის ბინის აღმოსავლეთის კედელი მთლიანად, ხოლო სამხრეთის 1,5 მეტრიანი მონაკვეთი ჰაერში უსაფუძვლოდ დარჩა. შეიქმნა შენობის დანგრევის საშიშროება.
ავთანდილ ბაღაშვილის ბინის კედლების დემონტაჟისა და მის ქვეშ რკინა-ბეტონის საძირკვლის მოწყობისა და კედლების აღდგენის მიზნით სპეციალური პროექტი შედგა. გამგეობამ ხელშეკრულება შპს ტექნოთერმთან გააფორმა, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.
ავთანდილ ბაღაშვილის ბინის კედლების დემონტაჟისა და მის ქვეშ რკინა-ბეტონის საძირკვლის მოწყობისა და კედლების აღდგენის მიზნით სპეციალური პროექტი შედგა. გამგეობამ ხელშეკრულება შპს ტექნოთერმთან გააფორმა, სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.
ზოგადად, ავარიული ბინების გასამაგრებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობა თითო ოჯახზე 500 ლარს არ აღემატება ხოლმე. გაზეთი ქიზიყი დაინტერესდა, რატომ გამოიყო რეკორდულად დიდი თანხა ბაღაშვილების პრობლემის აღმოსაფხვრელად, რამდენად ხარისხიანად ტარდება სამუშაოები და კმაყოფილნი არიან თუ არა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები. ვითარების გასარკვევად ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფმა ერთი დღე არბოშიკში, სწორედ ამ ოჯახებში გაატარა.
აღმოჩნდა, რომ ავარიულ ბინებში მცხოვრები სხვა დედოფლისწყაროელებისგან განსხვავებით რეკორდულად მაღალი თანხით დაფინანსებული ოჯახები სამუშაოებით კმაყოფილები არ არიან. ბაღაშვილები აცხადებენ, რომ პროექტის შედგენისას მათი აზრი არავის უკითხავს და არც მათი შენიშვნები გაუთვალისწინებიათ.
ნადია ბაღაშვილი (დავით ბაღაშვილის მეუღლე): ,,საერთოდ არა ვარ კმაყოფილი, ისე მოვიდნენ და მუშაობა ისე დაიწყეს, არავინ შეგვკითხებია რა გინდათ, ან როგორ გავაკეთოთ, რას ითხოვთო.
.. მოვიდნენ, სურათები გადაუღეს და პროექტი ისე შეადგინეს ჩვენი აზრი საერთოდ არ გაითვალისწინეს და რაც მინდოდა ისე არ კეთდება. ასე კი პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. სახელდახელოდაა გაკეთებული. ჩვენი სახლის უკან ხეები რომ არ ყოფილიყო მეწყერი მთლიანად წალეკავდა ჩვენს სახლს და უბედურება დატრიალდებოდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯიბღაშვილმა ბანკში წამიყვანა, რაღაცაზე ხელი მომაწერინა. არც ვიცი ხელი რაზე მოვაწერეთ, ან რამდენი თანხით დავფინანსდით. ეპილეფსიით დაავადებული მეუღლე მყავს. ავადმყოფები გავედით რაიონში.
-- რატომ გაეჭვებთ ეს პროექტი?
-- ჯერ ერთი მიკვირს ეს ორი ოჯახის სამუშაოები რატომ გააერთიანეს. მე განცხადება ცალკე მქონდა დაწერილი და დახმარებას
ვითხოვდი, იმათაც ცალკე. თანაც, მათი დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ჩვენი ეზოდან ჩამოშლილი მასა გაიტანეს. ამხელა თანხით დაფინანსების მიუხედავად სხვა გამაგრებითი სამუშაოები არაფერი ტარდება და გამოდის, რომ გამგეობა მხოლოდ მიწის გატანაში დაგვეხმარა. მინდოდა კედელთან მოებიტონებინათ, რომ იგივე საფრთხე კიდევ აღარ განმეორდეს და ცოტა დაცული ვყოფილიყავით, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. საქმეში საერთოდ არ ჩაგვახედეს და თვითნებურად გააკეთეს. ესაა საეჭვო. ჩაშლილი მასა კი ამოიღეს, მაგრამ მისი გამაგრება არ ხდება, ამიტომ დაზღვეულები არ ვართ, რომ ხვალაც იგივე არ განმეორდება.
აღმოჩნდა, რომ ავარიულ ბინებში მცხოვრები სხვა დედოფლისწყაროელებისგან განსხვავებით რეკორდულად მაღალი თანხით დაფინანსებული ოჯახები სამუშაოებით კმაყოფილები არ არიან. ბაღაშვილები აცხადებენ, რომ პროექტის შედგენისას მათი აზრი არავის უკითხავს და არც მათი შენიშვნები გაუთვალისწინებიათ.
ნადია ბაღაშვილი (დავით ბაღაშვილის მეუღლე): ,,საერთოდ არა ვარ კმაყოფილი, ისე მოვიდნენ და მუშაობა ისე დაიწყეს, არავინ შეგვკითხებია რა გინდათ, ან როგორ გავაკეთოთ, რას ითხოვთო.
-- რატომ გაეჭვებთ ეს პროექტი?
-- ჯერ ერთი მიკვირს ეს ორი ოჯახის სამუშაოები რატომ გააერთიანეს. მე განცხადება ცალკე მქონდა დაწერილი და დახმარებას
სტიქიის შედეგად დაზარალდა მესამე ოჯახიც. ანუ, ჩამოშლილი ტერასა, რომელმაც ავთანდილ ბაღაშვილის სახლს საფრთხე შეუქმნა გოგი გოგიშვილის ეზოს ეკუთვნის. როგორც ქიზიყმა გაარკვია, სამუშაოებით უკმაყოფილოა 72 წლის მარტოხელა პენსიონერი გოგი გოგიშვილიც. მისი თქმით, სამუშაოები გულდასმით არ სრულდება, რის გამოც ტერასის ჩამოშლის საფრთხე ისევ არსებობს, პროექტის ავტორებმა კი მის აღმოსაფხვრელად არ იზრუნეს და იქ მცხოვრებთა აზრი საერთოდ არ გაითვალისწინეს. მოხუცი ამბობს, რომ მათ არავინ მოუსმინათ.
გოგი გოგიშვილი: ,,რადგან დავით ბაღაშვილის ეზოსა და ჩემს ეზოს შორის დიდი ხევია, მანამდე აქ ბეტონის მესერი იყო და ის გვიცავდა. მას შემდეგ რაც ტერასამ ჩანგრევა დაიწყო, მას შემდეგ ორი ძროხა ჩამივარდა ამ ადგილას და ვიზარალე. არადა მარტოხელა ვარ და ჩემთვის ეს დიდი დანაკლისი იყო.
აკაკი ბეგიაშვილი (ინჟინერი, სამუშაოთა მწარმოებელი, შპს ტექნოთერმი): ,,დროთა განმავლობაში მიწა ისევ ჩაიშლება, მაგრამ ავთო ბაღაშვილის შენობა რკინა-ბეტონის სვეტებზე დაიდგა. წინა ორი ოთახი მნიშვნელოვნად გამყარდა და სახლს დანგრევა აღარ ემუქრება. 8 ადგილობრივი მუშაა დასაქმებული, რამდენიმე დღეში სულ დავასრულებთ. სამუშაოებს 2 კვირა დასჭირდა.
ადგილობრივებს პრეტენზია პროექტის ავტორებთან აქვთ და მიიჩნევენ, რომ თუ გამგეობას პრობლემის რეალურად აღმოფხვრა სურდა, მაშინ დაზარალებულებისთვის აზრი უნდა ეკითხათ და მუშაობა ისე დაეწყოთ. ბაღაშვილები სამუშაოების დასრულებას უიმედოდ უყურებენ და აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გაწვიმების შემთხვევაშიც ტერასის ჩამოშლის საფრთხე კვლავაც დიდია. განსაკუთრებით რისკის ქვეშ დავით და ნადია ბაღაშვილების საცხოვრებელი ბინა რჩება, სადაც გამგეობას მიწის გატანის გარდა პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია. პროექტის მიხედვით, მხოლოდ ავთანდილ ბაღაშვილის ბინის გამაგრება მოხდა...
რეპორტაჟი მოამზადეს
ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი
* * *
გამგებლის მოადგილეებად კულუარებში ალექსანდრე ალუღიშვილსა და ზურაბ ყოჩიაშვილს მოიაზრებენ
გამგებლის მოადგილეებად კულუარებში ალექსანდრე ალუღიშვილსა და ზურაბ ყოჩიაშვილს მოიაზრებენ
საკრებულოს თავმჯდომრისა და გამგებლის არჩევის შემდეგ დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი გამგებლის მოადგილეების შესაძლო კანდიდატურებზე ატყდა. კულუარებში ბევრს საუბრობენ ამა თუ იმ საჯარო პირის გამგებლის მოადგილედ გადაყვანის თაობაზე.აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ გამგებლის მოადგილის სავარძელი, შესაძლოა, ამჟამად გამგეობის აპარატის უფროსმა ალექსანდრე ალუღიშვილმა დაიკავოს. თავად ალუღიშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია.
გავრცელებული ხმების თანახმად, გამგებლის კიდევ ერთი მოადგილის პოსტს დასუფთავების სამსახურის შპს სერვისი 2007-ის ხელმძღვანელს დავით ხიხაძეს, ანდა მის მოადგილეს ექს-ლეიბორისტ ზურაბ ყოჩიაშვილს უწინასწარმეტყველებენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ყოჩიაშვილი განსაკუთრებით ჩახუტებული ჯერ კიდევ ლეიბორისტებში ყოფნის დროსაც იყო, რისი წყალობითაც მისმა მეუღლემ გამგებლის თანაშემწის სავარძელი ფეშქაშად მიიღო, ექს-ოპოზიციონერი კი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის ადგილზე გაამწესეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულ უფრო ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მოადგილედ ყოჩიაშვილი გადაჰყავთ.დედოფლისწყაროს გამგეობაში, ამ ეტაპზე, კონკრეტული კანდიდატურების და ვარაუდებისგან თავს იკავებენ. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ლევან გოგილაშვილის მკვლელობის დეტალები - ტაქსის გამო მას დანა გულში დაარტყეს
* * *
ლევან გოგილაშვილის მკვლელობის დეტალები - ტაქსის გამო მას დანა გულში დაარტყეს
დედოფლისწყაროში მცხოვრები 28 წლის ლევან გოგილაშვილი თბილისში, თავისივე ნათესავის შოთა ბეგიაშვილის მეუღლის დაბადების დღეზე გაემგზავრა. იქიდან წამოსულს კი უცნობებთან შეკამათება მოუხდა, რა დროსაც გოგილაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.მკვლელობა ვარკეთილში, ზემო პლატოს დასახლებაში კალაუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთაზე შაბათს, ღამის 2 საათზე მოხდა. ქეიფის შემდეგ შოთა ბეგიაშვილი სტუმარს, ლევან გოგილაშვილს კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად აცილებდა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ახალგაზრდების ორმა ჯგუფმა გვიან ღამით ერთი და იგივე ტაქსი გააჩერა. როგორც ქიზიყმა გაარკვია, მოკლულ გოგილაშვილს და მის ნათესავ ბეგიაშვილს უცნობებმა უთხრეს, რომ ტაქსმა ამ უბანზე მხოლოდ მათთვის გამოიარა და მძღოლი მხოლოდ მათ უნდა მომსახურებოდა.
შეხლა-შემოხლის დროს მუცლის არეში დაიჭრა შოთა ბეგიაშვილი, ხოლო დანით გულის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გოგილაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბეგიაშვილი მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.
გია აზმაიფარაშვილი (ქირურგი): ,,ორივე დაშავებული სტაციონარში ერთდროულად შემოიყვანეს. ერთი იყო გვამი, ხოლო ბეგიაშვილს ოპერაცია პირადად მე გავუკეთე. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გრძელდება მკურნალობა.
მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავს. დაჭრილის მეგობრები ამბობენ, რომ თავდამსხმელებს ისინი არ იცნობდნენ და მათ ერთმანეთი პირველად ნახეს.ტელეკომპანია იმედი იუწყება, რომ უკვე დადგენილია იმ ტაქსის მარკა და მოდელი, რის გამოც ვარკეთილში ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა. მოკლული გოგილაშვილი მანამდე შსს სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა და სპორტსაც აქტიურად მისდევდა.გარდაცვლილის ცხედარი დედოფლისწყაროში უკვე გადმოასვენეს. ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია იძიებს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий