вторник, 17 июля 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები - საინფორმაციო გამოშვება "კვირის ბოლო"#16 (აუდიო) 15 ივლისი


15 ივლისი - რადიო24-ისა და "ქიზიყი.ge-ს ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს"

პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ქვემო ქედელები ისევ უწყლოობაზე წუხან. მათი მტკიცებით სააკაშვილის ვიზიტის დროს სახანძროს მიერ ჩამოტანილი წყალი მოსაჩვენებლად გაუშვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მილის სისქე სოფლისთვის საკმარისი არ იქნება და დაგეგმილი სამუშაოები არაეფექტურია - ადგილობრივებს ამ სქემით პრობლემის მოგვარების არ სჯერათ. მოისმინეთ აუდიო კომენტარები.

ზაზა კედელაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან მიღებულ დაფინანსებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება ამ დაფინანსებაზე უარს იტყვის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რის შემდეგ გახდება საჭირო - სპორტსმენი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ფული პოლიტიკური კარიერის შექმნაში ხელს არ შეუშლის.

ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების კანდიდატების დასახელება დედოფლისწყაროს კანდიდატის წარდგენით დაიწყო. ნაცმოძრაობის კანდიდატის დამარცხებას დედოფლისწყაროში დაკავებულ თამაზ თამაზაშვილის ვაჟი - ლექსო თამაზაშვილი შეეცდება. ვინ არის ალექსანდრე თამაზაშვილი?

суббота, 7 июля 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები - საინფორმაციო გამოშვება "კვირის ბოლო"#15 (აუდიო)

7 ივლისი - რადიო24-ისა და "ქიზიყი.ge- ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს"

* * * გავპაზორდით - გაქსუებული ჩინოვნიკები დედოფლისწყაროში - საჯარო მოხელეები კაბინეტიდან გაქცევის ნაცვლად ახლა უკვე ჟურნალისტებს კამერების თავზე გადალეწვით ემუქრებიან. გამგებლის საყვედური, უტაქტო თანამშრომლები, დაუსრულებელი სკანდალები და კომპეტენტური კადრების სიმცირის პრობლემა დედოფლისწყაროს საბიუჯეტო ორგანიზაციებში!

* * * ზაზა კედელაშვილს სპორტსმენები ტერორში ადანაშაულებენ - რა კომპრომატები დაუდეს თბილისელმა ჟურნალისტებმა კედელაშვილს... უკვე გახმაურდა, რომ ივანიშვილის ფავორიტ სპორტსმენებს ზაზა კედელაშვილი ატერორებს?! ზემო ქედელი სპორტსმენის ამბავი, რომელიც სხვებს ივანიშვილის ფულისგან შორს დგომას ურჩევს, თავად კი ყოველთვიურად „ქართუ ფონდიდან“ 1 500 ლარის დახმარებას იღებს...

* * * რატომ იხოცება ცხვარი კახეთში - მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ვაქცინების უკმარისობაზე საუბრობს. დედოფლისწყაროს მთავარ ვეტერინარს მიხეილ ქევხიშვილს კი პრობლემაზე ღიად საუბარი და მოსახლეობისთვის განმარტებების მიცემა არ სურს. იანვარში იგივე ნაბიჯებისთვის და არაკომპეტენტურობისთვის მისი წინამორბედი თანამდებობიდან მოაცურეს - გაუყენებენ თუ არა მიხეილ ქევხიშვილს დავით ვეშაგურიძის გზას??

მოისმინეთ აუდიო>>