четверг, 31 мая 2012 г.

დედოფლისწყაროს პოლიციამ „ქართული ოცნების“ შტაბის დარბევის ფაქტზე სს საქმე აღძრა

დედოფლისწყაროში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი 30 მაისს, გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. როგორც შტაბში აცხადებენ, გატეხილია კარი და დამტვრეულია შუშები.

როგორც შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი ლექსო თამაზაშვილი და ოფისმენეჯერი აკაკი ნატროშვილი გამოძიებამ მოწმის სახით უკვე დაკითხა. მათი მტკიცებით, ოფისს რამდენიმე დიდი ქვა გვიან ღამით აქვს ნასროლი.

შტაბის ხელმძღვანელი შს სამმართველოს უფროსის მოადგილეს ნოშრევან ნატროშვილსაც შეხვდა.

„დილით სამსახურში რომ მოვედით, ვნახეთ, სამი დიდი ქვა არის ნასროლი. მეორე სართულის შესასვლელი კარია გატეხილი. როგორც ჩანს ქვები „ქართული ოცნების“ ბანერს და კედლებსაც აქვს მოხვედრილი. ჩვენმა თანამშრომლებმა ოფისი გვიან, დაახლოებით ღამის 10 საათზე დატოვეს. როგორც ჩანს, შემთხვევა ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო,“ – აცხადებს აკაკი ნატროშვილი.

ამას გარდა, 30 მაისს ღამით თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ოთარაშვილი ცემეს. როგორც ოთარაშვილმა განუცხადა, დაახლოებით 22:00 საათზე, სოფელ ვანთაში, ნათესავის სახლთან თავს ორი უცნობი პირი დაესხა და ბლაგვი საგნის ჩარტყმით გათიშეს.

29 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წნორის შტაბს ესროლეს. შტაბში მყოფი „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნოდარ კუტიბაშვილი აცხადებს, რომ ტყვია კედელმა აისხლიტა და აივანზე მყოფ ბავშვს და მამაკაცს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, რომელიც დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს. /ქიზიყი/

გამოხმაურება პრესაში: ჯეონიუსი ; NEWS.ge ; ფრონტნიუსი ;

среда, 30 мая 2012 г.

დედოფლისწყაროში ხორბლის ყანებისთვის ქარისგან მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე ქარის მიერ დაზიანებული მიწის ნაკვეთების მეპატრონეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას „სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის დამდგენი კომისია“ შეისწავლის.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომისია 30 მაისს დაამტკიცა, თავმჯდომარედ კი სოფლის მეურნეობის დარგში გამგებლის მოადგილე რევაზ ქოქიაშვილი დანიშნა.

როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი აცხადებს, კომისიის მუშაობაში უშუალოდ ჩაერთვებიან ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებიც. შესაბამისი ოქმების შედგენის შემდეგ კი კომისია დაზარალებულთა დახმარების გაწევის თაობაზეც იმსჯელებს.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში 70-მდე დაზარალებულის განცხადებაა შესული.

მიმდინარე წლის მარტის თვეში ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროში საშემოდგომო ნათესები დააზიანა. სტიქია 22 მარტს კიდევ ერთხელ განმეორდა. ამოვარდნილმა ქარბუქმა ხორბლის ყანების ნაწილი გაანადგურა.

„დედოფლისწყაროში რამდენჯერმე ძლიერი ქარის გამო ზოგიერთ ნაკვეთებში ყანები დაიქარა. ფესვებს მიწა აქვს გამოცლილი, თან გვალვა დაერთო. დიდი რაოდენობით მოსავალი დაიკარგება. ყანა სხვადასხვა ადგილებზე, 130 ჰექტარზე მაქვს. ზოგ ნაკვეთში 50%-ით არის ყანები დაქარული, იქ წვიმის შემთხვევაშიც არ მოვა უდანაკარგო მოსავალი“, - განაცხადა ფერმერმა ბაჩუკი გონაშვილმა.

სპეციალური კომისია დედოფლისწყაროში მუშაობას უკვე შეუდგა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი ნიუსლაინი>> NEWS.ge

მოისმინეთ აუდიო>>

დედოფლისწყაროში ზარალის დამდგენი კომისია შეიქმნა და რაიონის ბიუჯეტი გაიზარდა (აუდიო)

დედოფლისწყაროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და სამომავლო გეგმები. რა სიახლეებია მუნიციპალიტეტში, რა სამუშაოები მიმდინარეობს და რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. ილია მარტყოფლიშვილის რეპორტაჟი საკრებულოს სხდომიდან>>

"დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეების ნაციონალურ შტაბში ყოფნის გამო, გამგეობის მუშაობა პარალიზებულია"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, "დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეების ნაციონალურ შტაბში ყოფნის გამო, გამგეობის მუშაობა პარალიზებულია".

"პარტია "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეების ადგილზე არყოფნის გამო, მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. თვითმმართველობის კანონის 39-ე მუხლის მიხედვით და ადგილობრივი საკრებულოს დებულების მიხედვით, გამგებელს ევალება, რომ ორგანიზება გაუწიოს შეხვედრებს მოსახლეობასთან, მათი პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე საჯარო მოხელეებს ეკისრებათ ვალდებულება მოქალაქეებთან შესახვედრად დროის გარკველი მონაკვეთი გამოყონ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელიც ერთი კვირაა, საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღებას ვერ ახერხებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პასუხი ხელმოსაწერია. რა თქმა უნდა, წინაასარჩევნოდ მუშაობა არც ერთ პარტიას არ ეკრძალება, მაგრამ თვითმმართველობის წარმომადგენლები ვალდებული არიან სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ, მათ საკმაოდ სოლიდური ხელფასები ეძლევათ იმისთვის, რომ კაბინეტებში ისხდნენ და სხვადასხვა პრობლმებზე მისულ გაჭირვებულ მოსახლეობას ელემენტარულად პასუხი მაინც გასცენ", - განაცხადა თამილა გურაშვილმა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, “თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციას დახმარების თხოვნით რამდენიმე ადამიანმა მიმართა. გასულ კვირაში, პარტია შეეცადა, ყოველდღე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში თვითმმართველობის ორგანოს შენობაში ენახა კომპეტენტური პირები, რაც ვერ შეძლეს. როგორც ოპოზიციამ გაარკვია, ბოლო ერთი თვეა თვითმმართველობის საჯარო მოხელეები ნაციონალური მოძრაობის შტაბში აქტიურად იმყოფებიან. /ქიზიყი/

მირზაანის სკოლა ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ავარიული შენობის სასწრაფო დემონტაჟს ითხოვს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანის სჯარო სკოლის პედაგოგები სკოლის ეზოში ავარიული შენობის დემონტაჟს ითხოვენ. მათი თქმით, ეზოში არსებული ასწლოვანი შენობა მოზარდების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და დიდია ალბათობა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ გახშირებულმა წვიმებმა შენობის კედლებზე ბზარები კიდევ უფრო გაზარდა.

როგორც ინტერნეტგაზეთმა „ქიზიყმა“ გაარკვია, სკოლის ახლანდელი შენობის აგებამდე სოფლის სკოლა იმავე ეზოში მდებარე ძველ შენობაში იყო განთავსებული. ამჟამად შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და დემონტაჟს საჭიროებს. უამინდობა კი საფრთხის ალბათობას ყოველდღიურად ზრდის.

„შიში გვაქვს, რომ ბავშვები ამ შენობაში არ შევიდნენ და მოულოდნელად ტრაგედია არ განმეორდეს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, თელავის ერთ-ერთ სკოლაში ძველი შენობის ჩამონგრევას მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ამის გამო დასვენებაზეც არ ვაძლევთ ბავშვებს უფლებას, რომ ეზოში თავისუფლად ითმაშონ. შესვენების დროსაც ვერ ვტოვებთ უყურადღებოდ და სპეციალურად ვმორიგეობთ. გაასმაგებული მეთვალყურეობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ხდება, ბავშვს ვერ დააკავებ. რაც სკოლის ახალი შენობა აშენდა, მას შემდეგ ეს ასე უფუნქციოდ დარჩა. წინა მხარე სულ ჩამოშლილია, კედლები გარღვეულია“, - განუცხადა „ქიზიყს“ სკოლის პედაგოგმა ნაირა ყოჩიაშვილმა.

მირზაანის სკოლაში განმარტავენ, რომ სახიფათო შენობის დემონტაჟის ნებართვის თაობაზე მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე გაგზავნეს სპეციალური წერილი, რომელშიც მინისტრ დიმიტრი შაშკინს პრევენციული ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებას სთხოვენ.

სკოლამ ფუნქციონირება 2011 წლის სექტემბრიდან განაახლა. სოფელ მირზაანის სკოლას დამოუკიდებელი სტატუსი არ აქვს, ის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში რჩება. სკოლის დახურვა მირზაანში მიგრაციის დაწყების მთავარ მიზეზად იქცა. ამ წუთისთვის სკოლაში 27 მოსწავლე ირიცხება. სკოლის გახსნამდე მირზაანში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად ყოველდღიურად მეზობელი სოფლის, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სიარული და კილომეტრების გავლა უწევდათ. სოფლის მოზარდების ნაწილი ისევ ზემო მაჩხაანის სკოლაში ირიცხება.

2006 წელს სოფელ მირზაანის საჯარო სკოლა ოპტიმიზაციის პროგრამის შედეგად დაიხურა და სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლას შეუერთდა. ამჯერად, სკოლის აღდგენის შემთხვევაშიც მირზაანის სკოლა კვლავაც ზემო მაჩხაანის სკოლის დაქვემდებარებაში დარჩება, თუმცა, სასწავლო პროცესი სოფელ მირზაანში წარიმართება. თავის დროზე, მირზაანში სკოლის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირე დასახელდა, თუმცა ამჯერად კონტიგენტის სიმცირის პირობებში სკოლის აღდგენის აუცილებლობა ისევ წარმოიშვა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სკოლის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართა, წერილობითი მოთხოვნა არაერთ უწყებაში გაიგზავნა, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელში სკოლის არარსებობამ მირზაანი დაცლის საფრთხის წინაშე დააყენა. სკოლის გაუქმების შემდეგ, სოფელი არაერთმა ოჯახმა დატოვა. ნაწილი საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა, ზოგმაც სხვა გამოსავალი მოძებნა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

მოისმინეთ აუდიო>>

вторник, 29 мая 2012 г.

გივი რამაზაშვილი: „კოკილაშვილის მისამართით ეჭვები გაჩნდა, რაც მალე დადასტურდა“

EXCLUSIVE - კონსერვატიული პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გივი რამაზაშვილი ნანა კოკილაშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილთან დაკავშირებით კომენტარს „ქიზიყთან“ ექსკლუზიურად აკეთებს. რამაზაშვილი ამბობს, რომ კოკილაშვილი მის დაქვემდებარებაში მყოფი პირია და მასთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადების გავრცელების უფლება არ ჰქონდა. ის სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს და აცხადებს, რომ კოკილაშვილი დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, არსებობდა, რომლებიც მალე დადასტურდა.

„ქალბატონი ნანას ასეთი განცხადება აბსურდი და არასწორი ქმედებაა. ამ ადამიანის მიმართ სერიოზული კითხვები და ეჭვები გაგვიჩნდა, სულ მალე კი ზოგიერთი მათგანი დადასტურდა კიდეც. სწორედ ამიტომ, ის აღარაა პარტიაში. მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, ასეთი განცხადება გაევრცელებინა. თავდაპირველად, როდესაც დედოფლისწყაროში ამ ქალბატონის კანდიდატურა შემოგვთავაზეს, შევხვდი და ვუთხარი, რომ თუკი მას შესაბამისი ავტორიტეტი გააჩნდა, თუ იაქტიურებდა დანაყოფიერ მუშაობას შეძლებდა, ის კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამ შემთხვევაში დაინიშნებოდა. ის დაახლოებით 2 თვეა თვალით აღარ მინახავს, რადგან შტაბში აღარ დადიოდა და აღარც უნდა მოსულიყო.
ის დედოფლისწყაროს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელ-პედაგოგად, ამიტომ იყო რაღაც უხერხული მომენტები. შეუსაბამობა წარმოიშვა მის პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით. მხოლოდ ის არა, რომ ხელფასს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებდა. ცხადია, რომ მას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა იმ სამსახურშიც. თავად ნანამ მითხრა, რომ ჩემთვის ძნელია შევუსაბამო ერთმანეთს საჯარო სამსახურში და ოპოზიციურ პარტიაში მუშაობაო. მე ვურჩიე, კარგად დაფიქრებულიყო და აჯობებდა საჯარო სამსახურს დაბრუნებოდა. ზოგადად, ამ ქალბატონის ჩვენთან გამოჩენა და დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ შტაბის ჩამოყალიბება ერთმანეთს დაემთხვა. ფაქტობრივად, უნდა ითქვას, რომ მე და ნანას საქმიანი ურთიერთობა არც გვქონია.
-თუკი ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არც ყოფილა, რატომ მიიჩნევს და რატომ ასახელებს თავს ხელმძღვანელად. პარტიაში მას საკუთარი სტატუსი არავინ განუმარტა?
- კოკილაშვილი თავმჯდომარე არასოდეს არ ყოფილა და განმარტებები ვის უნდა მიეცა... ასე მხოლოდ თავად საუბრობს. ასე ბევრი რამის საუბარი შეუძლია. ასეთი განცხადებების გავრცელებას, სჯობდა ჯერ ხელმძღვანელობასთან დაერეკა, შეეთანხმებინა და ისე ემოქმედა. არცერთ რაიონში ასეთი რამ არ ხდება, რაზეც ის მიანიშნებს. თითქოს პარტიებს შორის დაპირისპირებაა და კოალიციის ადგილობრივ შტაბში სკამებს ინაწილებენ. აბსურდია ეს ყველაფერი.“

შეგახსენებთ, ნანა კოკილაშვილმა კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომრის სახელით ღია წერილი რამდენიმე დღის წინ "ქიზიყის" მეშვეობით გაავრცელა, რაც დაძაბულობის გამწვავების მიზეზი გახდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

- რამაზაშვილის აუდიო კომენტარი>>

понедельник, 28 мая 2012 г.

დედოფლისწყარო დაისეტყვა, 7 სოფელს ენერგომომარაგება შეუწყდა

EXCLUSIVE - 15 წუთის მანძილზე გაგრძელდა ძლიერი სეტყვა დედოფლისწყაროში. წვიმის სახით მოსულმა ჭარბმა ნალექმა პრობლემები მთელს რაიონში შექმნა. ზიანი მიადგა სავარგულებს, განადგურდა მცენარეები, დაზიანდა ხეხილი და მოქალაქეთა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.

განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლებს. სეტყვამ დედოფლისწყაროს 7 სოფელში ენერგომომარაგების შეზღუდვაც გამოიწვია. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება სოფლები გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ხორნაბუჯი, წითელწყარო და ჭოეთი.

სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ვენახი, ნათესები და ხილი გაუფუჭდათ, მათივე ინფორმაციით დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელგუჯა წიკლაური ადასტურებს, რომ სეტყვამ მცენარეები გაანადგურა და ენერგომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია, თუმცა სოფლის რწმუნებულს სახლების დატბორვასთან დაკავშირებით არაფერი სმენია.

როგორც კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერმა ვლადიმერ მოსულიშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა დაზიანებების აღმოსაფხვრელად მობილური ჯგუფი მუშაობს და სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში აღუდგება.

„ჩვენი სპეციალისტები დაზიანების ადგილებს ეძებენ და აღმოჩენისთანავე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება ამ სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჟანა დიდებაშვილმა.

უამინდობის მიუხედავად, სხვა დღეებისგან განსხვავებით, ქალაქ დედოფლისწყაროში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. ზუსტი ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. /ქიზიყი/

მოისმინეთ ილია მარტყოფლიშვილის აუდიო რეპორტაჟი>>

ლექსო თამაზაშვილი კოკილაშვილის ბრალდებებს პასუხობს

EXCLUSIVE - კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლექსო თამაზაშვილი კონსერვატორის, ნანა კოკილაშვილის მიერ ღია წერილით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს.

„ჩვენს შტაბში ნათესავების დასაქმების შესახებ გამოთქმულ ბრალდებებზე რა უნდა ვთქვა. მიმაჩნია, რომ არასერიოზული განცხადებაა… პირიქით, მიმაჩნია, რომ რაც უფრო ბევრი ნათესავი და მეგობარი გადალახავს შიშს და დადგება საკუთარი თავისუფლების დასაცავად უკეთესი იქნება და მე ეს გამიხარდება… „ქართული ოცნება“ ყველა მოქალაქისთვისაა. ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ შტაბებში მუშაობენ გმირები არიან, რადგან საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს საფრთხის წინაშე აყენებენ. ეს კი იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. მათ შორის ქალბატონი ნანა კოკილაშვილის უფლებებიც, რომელიც სამწუხაროდ, ნებით, თუ უნებლიედ, საპირისპიროს აკეთებს და ხელისუფლების სამსახურში დგება,“ – განუცხადა „ქიზიყს“ თამაზაშვილმა.

მისი თქმით, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, კოკილაშვილი კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აღარ ირიცხება. ამ ინფორმაციას კონსერვატიული პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გივი რამაზაშვილიც ადასტურებს, მისი თქმით, კოკილაშვილი შტაბში მუშაობდა, ამჟამად გათავისუფლებულია, თუმცა ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არასოდეს ყოფილა.

რამდენიმე დღის წინ კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა კოკილაშვილმა “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის მისამართით ბრალდებები ღია წერილის მეშვეობით გაავრცელა, რომელიც “ქიზიყს” მიაწოდა. მისი თქმით, ის უსაფუძვლოდ მოიშორეს და ადგილობრივ შტაბში ნეპოტიზმია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

суббота, 26 мая 2012 г.

რა კავშირი ჰქონდა „ოცნებას“ დედოფლისწყაროში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტთან

EXCLUSIVE - 26 მაისს ქალაქ დედოფლისწყაროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ცენტრალურ მოედანზე მემორიალის გახსნის ცერემონია იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე სხვა მასშტაბური ღონისძიებების გამო გადაიწია. გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ქუთაისში ამავე დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად გაემგზავრნენ. მემორიალი დედოფლისწყაროს საკრებულოს ძალისხმევით აშენდა, სავარაუდოდ, ლენტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაჭრიან.

26 მაისს დედოფლისწყაროში დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ ორი ღონისძიება მიეძღვნა, სპორტული შეჯიბრება და სადღესასწაულო კონცერტი ქალაქის კულტურის სახლის სცენაზე.

კულტურის სახლში ღონისძიება 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო და მასში ადგილობრივი ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ანსამბლები „ხორნაბუჯი“, „ქიზიყი“, „შირაქი“ და „იმედი“. დედოფლისწყაროს სოფლებიდან სამთაწყაროს, ზემო ქედსა და არბოშიკიდანაც ჩამოიყვანეს. საკონცერტო პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.

პროგრამის მსვლელობისას დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, სცენაზე გამოსული სოფელ არბოშიკის მომღერალი გოგონები ფონოგრამის ჩართვას 8 წუთის განმავლობაში ელოდნენ. დარბაზი კი პროტესტის ნიშნად უსტვენდა და ახმაურდა. ამ დროს გამგებლის მოადგილე ერთმნიშვნელოვნად იცინოდა, მაყურებელი კი ჩურჩულებდა, რომ ხელისუფლებამ კულტურის სახლი სასცენო აპარატურით სათანადოდ ვერ აღჭურვა და ხარვეზებიც ამიტომ დაფიქსირდა.

კონცერტი საათსა და 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სცენაზე სიტყვით არავინ გამოსულა, არც კონცერტის წამყვანს გაუჟღერებია რაიმე სახის პოლიტიკური განცხადებები. მაყურებელს არც ტრადიციული მადლიერების სიტყვები მოუსმენია ხელისუფლების მისამართით. მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთების ლექსები და ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს. დასასრულს საესტრადო ნომერი შეასრულეს ადგილობრივი სტუდია „ოცნების“ მომღერლებმა. მათ დედოფლისწყაროელი მსმენელი კარგად იცნობს.

კონცერტს ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, გამგეობის კულურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი და კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ივანე შანშიაშვილი. კონცერტის დაწყებისთანავე დარბაზს მაყურებლის რანგში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიც მრავლად ეწვივნენ.

ამას გარდა, დილის 11:00 საათზე სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართულ საჯარო სკოლაში სპორტული ტურნირი ჩატარდა ფრენბურთში. შეჯიბრში მონაწილეობას 6 სოფლის გუნდი იღებდა. პირველი ადგილი მასპინძელი სოფლის, ხორნაბუჯის გუნდმა მოიპოვა, მათ სპეციალურად დაწესებული თასი და სიგელები გადასცეს. მეორე ადგილი სოფელ გამარჯვების გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილზე სოფელი სამრეკლო გავიდა. ტურნირს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილეები დაესწრნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 25 мая 2012 г.

დედოფლისწყაროში გმირთა მემორიალის გახსნის ცერემონია გადაიდო

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში, ცენტრალურ მოედანზე მემორიალური დაფის მშენებლობა დასრულდა. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კამარა“ ასრულებდა.

როგორც დედოფლისწყაროს გამგეობის საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ჯიბღშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მემორიალის აგება წინასწარ გათვალისწინებულ თანხაზე კიდევ უფრო ნაკლები ხარჯით ითავა, საბოლოო ჯამში შპს „კამარა“ სამუშაოებისთვის 8 270 ლარს მიიღებს.

თავდადებულთა მოედნის ტერიტორიაზე მოწყობილ მემორიალური დაფაზე მათი სახელების უკვდავსაყოფად ამოიტვიფრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან გაწვეული, რუსეთის აგრესიას შეწირული 12 გარდაცვლილი მოქალაქის სახელი და გვარი. ადგილი, სადაც მემორიალი გაიხსნება, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ აკურთხა.

მემორიალის გახსნა 26 მაისისთვის იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში დაგიგმილი სხვა მასშტაბური ღონისძიებების გამო ცერემონიამ ოდნავ გადაიწია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილის ზაზა ფიროსმანაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროში მემორიალი უახლოეს დღეებში გაიხსნება.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოში საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად შექმნილი იყო სპეციალური კომისია. კონკურსისთვის ხუთი მონაწილის შვიდი ესკიზი განიხილეს, საიდანაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ინტერნეტ და სხვა სახის გამოკითხვების შედეგად ამ ნამუშევარმა დაიმსახურა.

კომისიამ წარმოდგენილ შვიდ ესკიზს შორის საუკეთესოდ ვასილ ნასიბოვის ნამუშევარი დაასახელა, ხოლო გასული წლის 28 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საკრებულომ დედოფლისწყაროში თავდადებულთა მოედანზე მამულისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის გამარჯვებული ესკიზის ავტორი ვასილ ნასიძე 1 000 ლარით დააჯილდოვა.

სამად გატეხილი საბრძოლო ფარი სიმბოლურად ასახავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ და დანაწევრებულ საქართველოს. მარჯვნივ – გატეხილი ხმალი, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლების სიმბოლო. მარცხნივ – გაუტეხავი ხმალი, როგორც გაუტეხავი მებრძოლი სულის სიმბოლო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

დავით გამყრელიძე: „გაზის ოჯახებში შეყვანის საკითხი დედოფლისწყაროსთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა"

პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ.

"მემარჯვენეების" ლიდერები სოფელ გამარჯვების და არბოშიკის, მირზაანის, ზემო მაჩხაანის და სამრეკლოს მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.

სოფლების მოსახლეობის მთავარ სატკივარს სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების სიძვირე წარმოადგენს. განსაკუთრებით, აღსანიშნავია რომ ზემო მირზაანს და მაჩხაანს სახნავ–სათესი მიწები სოფლისგან მოშორებით აქვს და ადამიანებს საწვავის გაძვირების და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის არქონის პირობებში, საშუალება არ აქვთ მიწა დაამუშავონ. როგორც ადგილობრივი გლეხები საუბრისას აღნიშნავენ, ხშირად ისე გაივლის საგაზაფხულო სამუშაოები, დასამუშავებლად რომ ვერც კი აღწევენ საკუთარ მიწებამდე.

„მიწის დამუშავების პრობლემის პარალელურად, ამ სოფლებისთვის და პრაქტიკულად მთელი დედოფლისწყაროს რაიონისთვის გაზის ოჯახებში შეყვანის საკითხი ერთ–ერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. მართალია, გაზის ცენტრალური მაგისტრალი სოფლამდე მიყვანილია, მაგრამ გაზის სახლებში შესაყვანად გლეხებს კოლოსალურ თანხებს სთხოვენ. მაგალითად, გონაშვილების ოჯახს სახლში გაზის შეყვანისთვის სულ რაღაც 25 მეტრი მილის გაყვანისთვის 650 ლარი მოსთხოვეს. ბუნებრივია, ეს თანხა ოჯახმა ვერ გადაიხადა და ასეა თითქმის მთელი სოფელი. მოსახლეობის 80% ოჯახებში გაზის გარეშეა დარჩენილი,“ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.

"სასუქების და დიზელის საწვავის სიძვირე დედოფლისწყაროს რაიონის ამ სოფლებისთვისაც ისეთივე გადაულახავი და დაუძლეველი პრობლემაა, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებისათვის და რაიონებისათვის. ეს პრობლემა აქ განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იმიტომ, რომ გლეხები მთლიანად მიწის დამუშავებასა და მოყვანილ პროდუქციაზე არიან დამოკიდებული. ხელისუფლება კი დიზელის საწვავზე და შხამ ქიმიკატებზე მონოპოლიურად მაღალი ფასების შენარჩუნებით, რეალურად ამ ადამიანებს ელემენტარული საკვების მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს", - განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, ფიქრია ჩიხრაძე დედოფლისწყაროს სოფლებში მიმდინარე წლის 9 აპრილსაც იმყოფებოდა. /ქიზიყი/

ნანა კოკილაშვილის მტკიცებით „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბში ნეპოტიზმია და ამიტომ ჩამოიშორეს

EXCLUSIVE - კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კოკილაშვილი „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას უპირისპირდება და აცხადებს, რომ ადგილობრივ შტაბში კადრების შერჩევა ნაცნობ-მეგობრობის პრინციპით ხდება. კოკილაშვილმა სხვადასხვა სახის ბრალდებები ღია წერილის სახით გაავრცელა, რომელიც „ქიზიყს“ მიაწოდა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ზოგჯერ დუმილი ოქროა, ზოგჯერ კი დანაშაული - ამ დევიზმა გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა, რადგან ვფიქრობ, რომ სათქმელი უნდა ითქვას, რადგან ამ სიტუაციაში გაჩუმება მართლაც დანაშაულის ტოლფასია. მეც იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც მოქმედი ხელისუფლების ბევრი რამ არ მოსწონს, მათ შორის მთავარი მიზეზი სამსახურის შოვნის პრინციპია. არაერთხელ დავრწმუნდი, რომ „პატრონის“ გარეშე არავინ დაგასაქმებს, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა საქმის კარგი მცოდნე თუ პროფესიონალი. სწორედ ქვეყანაში არსებულმა ამ განუკითხაობამ გადამაწყვეტინა ოპოზიციაში წასვლა.

2011 წელს მე დავინიშნე კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ამ პერიოდიდან აქტიურად ვეწეოდი პარტიულ მუშაობას, მანამდე, სანამ დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისი გაიხსნებოდა. მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის „ქველმოქმედებით“ არაერთი პარტია აღფრთოვანდა, მივიდნენ, გაერთიანდნენ და ერთი მიზნისთვის დაიწყეს ბრძოლა. მათ შორის აღმოჩნდა საქართველოს კონსერვატიული პარტია, რომლის წევრიც მე გახლავართ. მეც და ჩემი თანაპარტიელებიც იმ შემართებით მივედით შტაბში, რომ ერთი მიზნისთვის ერთიანი ძალით დავიწყებდით ბრძოლას, რომელსაც სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა ჰქვია, მაგრამ... ჩვენდა სამწუხაროდ, იქ სხვა სურათი დაგვხვდა.

ოფისში მისვლისთანავე მეც და ჩემს თანაპარტიელებსაც „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის ხელმძღვანელობა უნდობლად შეგვხვდა, ცოტა ხანში დაიწყო ჩვენი უფლებების შეზღუდვა, ბოლოს კი შტაბის უფროსმა ლექსო თამაზაშვილმა მთხოვა, დროებით თავი შემეკავებინა ოფისში მისვლისგან. უკვე ერთი თვეა სახლში ვარ და ჩემი პარტიული მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებულია.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ოფისში ყველაფერი ნათესაობითა და მეგობრობით წყდება. „ვინც შენი ნათესავი არაა, ის შენი მტერიაო“ - ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობენ დედოფლისწყაროს „ქართულ ოცნებაში“. აქ არც გამოცდილება ჭრის, არც განათლება, არც ერუდიცია და არც პატრიოტიზმი. მხოლოდ ნათესაური კლანი!

დასაწყისშივე რა მაგალითს აძლევენ ხალხს, ამით უნდათ ხალხის ნდობის მოპოვება? ისინი თავიანთი საქციელით ამტკიცებენ, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან მოქმედ ხელისუფლებას, სადაც ტოტალური ნეპოტიზმია გამეფებული. კახეთის რეგიონალური თუ დედოფლისწყაროს ადგილობრივი თავისუფალი მედია-საშუალებები არაერთხელ წერდნენ იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს საჯარო სამსახურებში დასაქმება მხოლოდ ნათესაობით და ნათელმირონობით ხდება. რა ხდება „ქართულ ოცნებაში“? ნუთუ წყალი აქაც სათავიდანვე იმღვრევა და ჩვენნაირი, უპატრონო ადამიანების ადგილი ოპოზიციაშიც აღარ არის?!

ნანა კოკილაშვილი, კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე.
24.05.2012

четверг, 24 мая 2012 г.

რეპორტაჟი დედოფლისწყაროს ავტოსადგურიდან - ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე, სადაც კერძო სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაა, მხოლოდ 2 ავტომანქანა დგას. ჩვეულებრივ რეჟიმში ამ ადგილას ათზე მეტი ტაქსი იცდის და მუდმივი ხალხმრავლობაა. მძღოლები ამბობენ, რომ თუ მსურველი იქნება, თბილისის მიმართულებით წავლენ. მათი თქმით, შედარებით მცირე ოდენობით, თუმცა დედაქალაქში რამდენიმე ტაქსი დღის განმავლობაში უკვე გავიდა.

24 მაისს, დღის 15:00 საათისთვის დედოფლისწყაროს ავტოსადგურის კარი ბოქლომით დაკეტილი იყო, ჩვენი იქ მისვლისას გაჩერებაზე არცერთი მიკროავტობუსი არ იდგა. მხოლოდ წნორი-დედოფლისწყარო და სამთაწყარო-დედოფლისწყაროს შიდა მარშრუტები შევნიშნეთ. სხვა შემთხვევებში ავტოსადგური 17:00 საათამდე მუშაობს და შპს „ტრანსპორტელის“ მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ყოველდღიურად ერთ საათიანი ინტერვალით მოძრაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსადგურის სალარო განსაზღვრულ დროზე ადრე უკვე დაკეტილი იყო, გაჩერებაზე მიკროავტობუსი ჩამოდგა, რომელსაც ჰქონდა აბრა „თბილისი“. 14 ადგილიან ავტომანქანაში მხოლოდ სამი მგზავრი მოთავსდა.

იქვე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ დღეს მგზავრთა ნაკლებობა შეინიშნება, მათი თქმით, თბილისის მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე რეისი გავიდა.

„დილიდან ტაქსები და "მარშუტკები" არ გადიოდნენ, თავიდან აკრძალული იყო, მაგრამ მერე გაუშვეს,“ - აცხადებენ მძღოლები.

შეგახსენებთ, 23 მაისის საღამოს „ქიზიყმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დედოფლისწყაროელი მძღოლები ადასტურებდნენ, რომ ადგილობრივმა პოლიციამ მათ 24-დან 28 მაისამდე მგზავრთა თბილისში გადაყვანა აუკრძლა. ვითარება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნაწილობრივ შეიცვალა. /ქიზიყი/ ამავე თემაზე: დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით 28 მაისამდე სამარშრუტო ტაქსები არ იმოძრავებს

среда, 23 мая 2012 г.

დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით 28 მაისამდე სამარშრუტო ტაქსები არ იმოძრავებს

EXCLUSIVE – თბილისის მიმართულებით დედოფლისწყაროს რაიონიდან 24-დან 27 მაისის ჩათვლით მიკროავტობუსები და კერძო სამარშრუტო ტაქსები არ იმოძრავებენ. ინფორმაცია „ქიზიყს“ დედოფლისწყაროელმა მძღოლებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, მითითება შსს დედოფლისწყაროს პოლიციის ადგილობრივი სამმართველოდან მიიღეს. ზეწოლა „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

„არა, არ მივდივარ… რა თბილისი, ვაფშე აგვიკრძალეს. არც მარშუტკები წავლენ და არც ტაქსები. რავიცი, პოლიციამ აგვიკრძალა. ასე თქვეს, 28 მაისამდე არ წახვიდეთო. არაფერი არ ვიცი, ჩვენი ხელმძღვანელობა პოლიციაში დაიბარეს, უფროსებს უთხრეს და მაგათ კიდევ ჩვენ გაგვაფრთხილეს. არ ვმუშაობთ,“ – აცხადებს ტაქსის მძღოლი.

„არა, არა, 28-მდე აგვეკრძალა თბილისში წასვლა“ – ამბობს მიკროავტობუსის მძღოლი.

შპს „ტრანსპორტელის“ მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით დედოფლისწყაროდან თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ყოველდღიურად ერთ საათიანი ინტერვალით მოძრაობს. „ტრანსპორტელის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში. „ამ ქმედებაში ჩემთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ეჭვიც არ მეპარებოდა, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ პარტია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლექსო თამაზაშვილმა. /ქიზიყი/

ანა ასანაშვილი: ივანიშვილის მოქალაქეობას ხელი მოვაწერე და დახმარება მომიხსნეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი ანა ასანაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიღებაზე ხელმოწერის შემდეგ მოუხსნეს.

როგორც თავად ამბობს, მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აუხსნეს, რომ დახმარება ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის გამო შეუჩერდა. ასანაშვილმა კი რადიო “ჰერეთთან“ განაცხადა, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და 2 თვის განმავლობაში მხოლოდ შვილთან იმყოფებოდა სტუმრად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ასანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების ადგილობრივი სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პირად საუბარში ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ივანიშვილის მოქალაქეობის მიღების მხარდაჭერაზე ხელი მოწერილი. პენსიონერმა ასანაშვილმა გაიხსენა და არც დაუმალავს, რომ მან მართლაც მოაწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს. ასანაშვილი თვლის, რომ დახმარების მოხსნის მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა.

რადიო "ჰერეთი" დედოფლისწყაროს "სოციალური მომსახურების სააგენტოს" დაუკავშირდა. სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაშვილი დაგვპირდა, რომ საქმის კურსში გაერკვეოდა და პასუხს ამის საფუძველზე მოგვიანებით გაგვცემდა, თუმცა რადიო "ჰერეთის" მორიგ ზარებს ზურაშვილმა აღარ უპასუხა და შესაბამისად კომენტარიც არ გააკეთა. /ჰერეთი/ აუდიო>>

ინტერნეტ შეზღუდვა დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ლესელიძის ქუჩაზე მესამე დღეა ინტერნეტის მიწოდება შეწყვეტილია. როგორც რადიო "ჰერეთს" ადგილობრივებმა აცნობეს, ინტერნეტი მოსახლეობას მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც შესაბამისმა სამსახურებმა ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს.
როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, "სილქნეტის" ადგილობრივი განყოფილების უფროსს, რევაზ კიკაბიძეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან პასუხის მაგივრად უხეშად უპასუხა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
როგორც ლესელიძის ქუჩაზე განაცხადეს, ინტერნეტით მომსახურებას ისინი ყოველთვის დაბალი სიჩქარით და შეფერხებით იღებენ.
რადიო "ჰერეთი" "სილქნეტის" წარმომადგენელს დედოფლისწყაროში რევაზ კიკაბიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, ინტერნეტის წყვეტა სარემონტო სამუშაოების გამო დაფიქსირდა და უამინდობის მიზეზით ვერ შეძლეს მისი აღდგენა, თუმცა კიკაბიძე მოსახლეობას პირდება რომ დღის ბოლომდე ლესელიძის ქუჩას ინტერნეტ მომსახურება აღუდგება. /ჰერეთი/

вторник, 22 мая 2012 г.

სოფელ სამთაწყაროში დაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ

დაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები. როგორც მოსახლეობამ რადიო "ჰერეთთან" საუბარში განაცხადა, ხიდის გახსნა საავტომობილო მოძრაობისთვის მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან კარგავენ კავშირებს იქ მცხოვრებ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან.

გასულ წელს ხიდის გახსნა მოითხოვა პარლამენტში დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმაც, თუმცა ხიდი ამ დრომდე არ გახსნილა. ადგილობრივ მოსახლეობას მიზეზი რის გამოც ხიდია დაკეტილი აბსურდულად მიაჩნია. მაგალითისთვის მათ საპარლამენტო არჩევნები მოჰყავთ, როცა ხიდი გაიხსნა. თუმცა არჩევნების დასრულებისშემდეგ ისევ დაკეტეს.

როდის გაიხსნება ხიდი - ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი არ აქვთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილის თქმით, სამთაწყაროს ხიდი საავტომობილო მიმოსვლისთვის არასდროსყოფილა გახსნილი, თუმცა არ არის წინააღმდეგი, რომ ხიდი გაიხსნას.


ხიდის გახსნას ითხოვს ოპოზიციური პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი დედოფლისწყაროში თამილა გურაშვილი. მას მიაჩნია, რომ ხიდის ჩაკეტვით ხელისუფლება ოჯახური და ნათესაური კავშირების გაწყვეტას ხელს უწყობს.


სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის გახსნას თითქმის 2 წელია ითხოვენ. სამთაწყაროს ხიდზე ავტომობილებით გავლა, ხიდის დაზიანების მიზეზით, 2010 წელს აიკრძალა. სამთაწყაროში მცხოვრებ ინგილოებს საინგილოში გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ხიდზე ფეხით გავლენ. ამის გამო მათ ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტით სარგებლობა უხდებათ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. /heretifm.com/

суббота, 19 мая 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები – საინფორმაციო გამოშვება “კვირის ბოლოს” #10 (აუდიო) 19 მაისი

19 მაისი – რადიო24-ისა და “ქიზიყის” ერთობლივი პროექტი – საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება “კვირის ბოლოს”#10

დედოფლისწყაროს გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილს ქვების სროლითა და კეტების დაშენით ემუქრებიან. აქვს თუ არა გამგებელს ღატაკების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება

სხვის მიერ დირექტორის წინააღმდეგ პროვოკაციულად გაჩენილი ხანძრის გამო სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის დირექტორი მოხსნეს - დამნაშავე ისევ დაუსჯელია... ვინ დაგეგმა პროვოკაცია და რატომ ვერ შეიკავა ცრემლი ყოფილმა დირექტორმა „ქიზიყის“ ჟურნალისტთან საუბრისას. მოისმინეთ აუდიო-ჩანაწერი

пятница, 18 мая 2012 г.

ფიროსმანის მოხატული სადაო მარნის კარი მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა

EXCLUSIVE - სადაო მარნის კარი, რომელზეც ფიროსმანის წარწერა აღმოჩნდა, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცემა. ამის შესახებ ხირსის სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა ლაზარემ, სოფელ მირზაანში სტუმრობისას, მუზეუმის მმართველს თავად აცნობა. სასულიერო პირი მხატვრის ეზოს მარნის კარის ამჟამინდელ მეპატრონესთან ვანო ქვრივიშვილთან ერთად ეწვია. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის უნებლიე შემსწრე ნეტგაზეთი „ქიზიყი“ ექსკლუზიურად გახდა.

როგორც მამა ლაზარემ აღნიშნა, მისი სულიერი შვილი, კარის მფლობელმა ვანო ქვრივიშვილმა სურვილი გამოთქვა ნიკალას ნამუშევარი მუზეუმს შესწიროს: „ივანე ძალიან კარგი ადამიანია, სულით და გულით ქართველი ქრისტიანი. კეთილი, პატიოსანი ახალგაზრდაა. ასეთი სასიკეათო და საშვილიშვილო გადაწყვეტილება მიიღო,“ - აღნიშნა მამა ლაზარემ.

სოფელ ბოდბეში მცხოვრები ვანო ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ამჟამად სასამართლო პროცესი მიდის, თუმცა როგორც ყველაფერი დასრულდება, მარნის კარს მაშინვე მუზეუმს შესწირავს და შესაბამის დოკუმენტებსაც გააფორმებს.

მუზეუმის ახლადდანიშნულმა მმართველმა ნელი გობეჯიშვილმა მადლობა გადაუხადა მამა ლაზარესა და კარის მეპატრონეს და აღნიშნა, რომ ფიროსმანის მუზეუმისთვის ეს ფასდაუდებელი საჩუქარია. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ მეპატრონემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკალას მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში მუზეუმს გადაეცემა

„ნიკალას ეზოში გვაქვს მარანი და ვფიქრობ, რომ ამ კარს, ან მის ასლს აქ დავკიდებთ. ძლიან დასაფასებელია, როგორც მამა ლაზარეს ღვაწლი ამ საქმეში, ისე მეპატრონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რადგანაც ამ ნამუშევრის დაბრუნების შემდეგ მირზაანში ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის ვარაუდის საფუძველს კი ის ფაქტი გვაძლევს, რომ ხსენებული მარნის კარის მიმართ საზოგადოებაში დაინტერესება დიდია. ბედნიერი ვარ, რომ ეს საჩუქარი 18 მაისს მივიღეთ, მაშინ, როდესაც მუზეუმების დღეს აღვნიშნავდით,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ნელი გობეჯიშვილმა.

სოფელ ოზაანში პარმენ ოზაშვილის მარანში მოხატულ კარზე უცნაური წარწერა 2010 წლის ივნისში აღმოაჩინეს, მოგვიანებით ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნოდა. ბოლო დროს ნამუშევარი 17 000 დოლარად იყიდებოდა.

მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: „წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით“. წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული. მკვლევარების ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებული იყო, ისიც ამყარებდა, რომ ოზაანში მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი. გადმოცემით, ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა.

როგორც სოფელ ოზაანის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, ორი წლის წინ, პარმენ ოზაშვილის სახლი ქვრივიშვილებმა 7 000 აშშ დოლარად იყიდეს და შენობა დაანგრიეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 17 мая 2012 г.

ზაზა კედელაშვილი ვასილ სანოძის ახლო მეგობარია და შსს-ს „ქსივითაც" არის უზრუნველყოფილი?!

მმართველი გუნდის სავარაუდო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, მსოფლიო თასის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი შსს-სთან დაახლოებული პირია. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „ივერონმა“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნეტგაზეთ „ქიზიყის“ საშუალებით სპორტსმენის მიერ დედოფლისწყაროში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე საჩუქრების დარიგებასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა.

საინფორმაციო სააგენტო „ივერონი“ იუწყება, რომ „სპორტსმენი ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია. კერძოდ, ზაზა კედელაშვილი გენინსპექციის ყოფილი უფროსის ვასილ სანოძის ახლო მეგობარია და შსს-ს "ქსივითაც" არის უზრუნველყოფილი“.

თავად სპორტსმენს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი, გეგმავს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კედელაშვილი უკვე გამოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ზაზა კედელაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას უარყოფენ. მისი ახლობლები კი აცხადებენ, რომ სპორტსმენი ამ საკითხზე ფიქრობს.

ზაზა კედელაშვილი 1985 წელს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში დაიბადა და გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობდა, რის შემდეგაც პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამოჩენილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭისყრას გეგმავს.

"ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, კედელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან, ყოველთვიურად 1 5 00 ლარის დახმარებას მეექვსე წელია იღებს. ინფორმაციას ჩვენთან საუბარში ფონდის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილიც ადასტურებს. /ქიზიყი/

среда, 16 мая 2012 г.

დედოფლისწყაროს ყველა სოფელში საცირკო წარმოდგენები დასრულდა

EXCLUSIVE - ბათუმელმა მსახიობებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორკვირიანი ტურნე ქალაქ დედოფლისწყაროს კულტურის სახლში დასკვნითი საცირკო წარმოდგენით დაასრულეს. დარბაზში სრული ანშლაგი იყო.

როგორც შოუ-ბიზნესცენტრ „სატირონის“ მსახიობთა ჯგუფ „თბილისური ღიმილის“ ხელმძღვანელმა მაია მეტრეველმა „ქიზიყს“ განუცხადა, ბოლო ორი კვირის მანძილზე მათ სახალისო წარმოდგენები დედოფლისწყაროს თითქმის ყველა სოფლის საჯარო სკოლაში ჩაატარეს.

როგორც მსახიობებმა განმარტეს, ყველა წარმოდგენის დროს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ობოლი ბავშვებისთვის წარმოდგენაზე დასწრება ყველა სოფელში უფასო იყო. ასევე, უფასოდ დასწრების საშუალება მიეცათ მათ მშობლებსა და პედაგოგებსაც.

მაყურებელმა საოცარი ცეცხლოვანი შოუ იხილა, რამაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია. ბექა ბურდულისა და ელდარ ბუცხრიკიძის მიერ შესრულებულმა „იოგამ“, მაყურებელი შოკში ჩააგდო. მოგვიანებით ეს მსახიობები ლურსმნებსა და დანებზეც დაწვნენ, ზემოდან კი დარბაზიდან გამოძახებული ბიჭუნა გაატარეს.

მრავლად იყო სხვადასხვა იუმორისტული ნომრები, შეჯიბრებები, მხიარული თამაშები, ჯამბაზები, სიმღერები, რომლებშიც ძირითადად დარბაზში დამსწრე მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას. ეს კი წარმოდგენას უფრო სახალისოს ხდიდა.

წარმოდგენის დასკვნით ნაწილში წამახალისებელი გათამაშება გაიმართა. პრიზები კი ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე დატანილი ნომრების მიხედვით, შემთხვევითობის პრინციპით განაწილდა. საბოლოო ჯამში, 30-ზე მეტი პრიზი გათამაშდა. მაყურებელს გადაეცა ბურთები, უალკოჰოლო, გამაგრილებელი სასმელი და ბალი-ბარათები.

მსახიობები დედოფლისწყაროელი მაყურებლის აქტიურობით კმაყოფილებას გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტმა მათ გულთბილი მასპინძლობა გაუწია:

„ათ დღეზე მეტია ჩვენ დედოფლისწყაროში ვიმყოფებით, ქვემო ქედის გარდა ყველა სოფლის სკოლაში გავმართეთ საცირკო წარმოდგენები. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს დედოფლისწყაროში. არაჩვეულებრივად კარგი გარემო დაგვხვდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობას და კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორს ვანო შანშიაშვილს, რომელმაც თბილად მიგვიღო. ამას გარდა, დარბაზის დაქირავებაში მნიშვნელოვანი შეღავათი გაგვიწიეს, რაც ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფინანსურად არცთუ წელში გამართული ცენტრი გვაქვს. თვენახევარზე მეტია წარმოდგენები კახეთის სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში ტარდება. ქვეყნის მასშტაბით მოვყვებით და ყველგან ვახალისებთ პატარებს. ეს გუნდი უკვე 15 წელია ამ სფეროში მუშაობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს. სამომავლოდ ბევრ სიახლეს და ახალ ნომერს ვგეგმავთ. არსებულ პროგრამას განვაახლებთ და ახალი შემადგენლობით დედოფლისწყაროს კვლავაც ვეწვევით, რადგან აქაურობა ძალიან მოგვეწონა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ საღამოს წამყვანმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია მეტრეველმა.

წინასწარი ინფორმაციით, მსახიობები გადახალისებული პროგრამით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის ეწვევიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ზემო მაჩხაანის სკოლაში პროვოკაციულად გაჩენილი ხანძრის გამო დირექტორი მოხსნეს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი ნეჟნა ჩუბინიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც ჩუბინიძემ „ქიზიყს“ განუცხადა, მისი გათავისუფლების მიზეზად სამინისტრომ სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს სკოლაში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა დაასახელა.

„ამ ხელისუფლების თავგამოდებული მხარდამჭერი ვარ, ოპოზიციასთან არანაირი შეხება არ მქონია. არ ვიცი, ჩემი მოშორება რატომ გადაწყვიტეს, ალბათ სადმე ვინმემ ისაუბრა ოპოზიციონერიაო. პირდაპირ რომ გავეფრთხილებინე - წადიო, სკოლიდან ჩემი ნებით წავიდოდი, გული იმაზე მეტკინა, რომ 22 წელი ერთგულად ვიმუშავე და ამ ფორმით გამიშვეს. პროვოკაცია დაგეგმეს ჩემს მოსაშორებლად,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ნეჟნა ჩუბინიძემ.

სკოლის დირექტორი ჯერ კიდევ თვენახევრის წინ ვარაუდობდა, რომ საჯარო სკოლის კანცელარიაში გაჩენილი ხანძარი მის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო და ის დირექტორის მოსაცილებლად დაიგეგმა. ნეჟნა ჩუბინიძე ამბობს, რომ პროგნოზი გამართლდა და ის თანამდებობიდან სწორედ ამ ფაქტის გამო გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და არც დამნაშავე გამოვლენილა, მას უფლებამოსილება უკვე შეუწყდა. ის თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს.

„ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მომხდარს მიეცეს, - ეს იყო შანტაჟი! ცეცხლი შემთხვევით ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ამ ოთახში ღუმელიც არ დგას. გამოძიებამ დაამტკიცა, დოკუმენტაციას დიზელის საწვავი ჰქონდა გადასხმული. ცეცხლის გაჩენის შემდეგ დერეფნის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს, რაც დამატებით ეჭვებს აღძრავს. ატყდა აჟიოტაჟი, ხომ არ გეგმავს ვინმე ჩემს გათავისუფლებას. შესაძლოა, მომხდარი მიზანმიმართულად ამას უკავშირდებოდეს, აშკარაა, ეს ფაქტი დირექტორს ურტყავს. დოკუმენტების მთლიანად განადგურება რომ სდომებოდათ, ხანძარს ღამით გააჩენდნენ, რადგან ასე მოხდა, მიჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი აჟიოტაჟის შესაქმნელად და დირექტორის საწინააღმდეგოდ დაიგეგმა, რასაც მიაღწიეს კიდეც... თუ უახლოეს მომავალში თანამდებობას დამატოვებინებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ხანძრი გეგმის ნაწილი იყო და ცეცხლი განზრახ გააჩინეს,“ - ამ კომენტარს სკოლის დირექტორი ხანძრის გაჩენისთანავე აკეთებდა.

სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ხანძარი მიმდინარე წლის მარტში გაჩნდა. შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 15 мая 2012 г.

კახა კუკავა დედოფლისწყაროში პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისის პრეზენტაციას დაესწრო

EXCLUSIVE - პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერმა კახა კუკავამ 15 მაისს დედოფლისწყაროში რაიონული ორგანიზაციის ოფისი გახსნა. პრეზენტაციას პარტიის რეგიონალური მდივანი გია ყრუაშვილი და პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილიც ესწრებოდნენ. მათ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად თამილა გურაშვილი წარადგინეს.

პარტიის რაიონული ორგანიზაცია დედოფლისწყაროში 2011 წლის მაისიდან მოქმედებს. შეგახსენებთ, თამილა გურაშვილი მანამდე 1 წლის განმავლობაში ინტერნეტგამოცემა „ქიზიყის“ რედაქციაში საქმიანობდა. მისი თქმით, ჟურნალისტიკა ზეწოლებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დატოვა და ხელისუფლებასთნ ბრძოლაში ჩაერთო.

შეხვედრაზე დასასწრებად სოფლების საბათლოს, ზემო მაჩხაანის ქედების ზონისა და სოფელ ხორნაბუჯის მოსახლეობაც იმყოფებოდა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც განსხვავებულ ხედვას წარადგენს. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ საქართველომ „ნატო“-ში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას. მათი თქმით, საქართველო არჩევანის წინაშე დგას, აფხაზეთი და ოსეთი, ან „ნატო“. მათი თქმით, ხელისუფლება რუსული ბაზრის დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდეს. კუკავა მიიჩნევს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რუსული ბაზრის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პარტიის ლიდერებს დედოფლისწყაროს სოფლებიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ მიწის ნაკვეთების დაკარგვისა და დაუმუშავებლობის პრობლემაზე ყურადღების გაამახვილება სთხოვეს და აღნიშნეს, რომ საწვავის სიძვირისა და სახნავ-სათესი მიწევისა თუ საძოვრების არარსებობის გამო მათი ყოფა კიდევ უფრო გართულდა.

„ზემო ქედში ფული აღარ ტრიალებს, ყველაფერი გაცვლა-გამოცვლით იყიდება. სოფელში ფული არ არის, ხალხი საჭირო პროდუქციას კვერცხზე, მარცვლეულზე და შინაურ პროდუქტებზე ცვლის. ქედების ზონაში შუა საუკუნეებია,“ - აღნიშნეს სოფლის მაცხოვრებლებმა.

როგორც რადიო "ჰერეთს" პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, დედოფლისწყარო პერიფერიულად მნიშვნელოვანი რაიონია, სადაც ხელისუფლება მუდმივად ახდენდა არჩევნების გაყალბებას: „ის გარემოება, რომ დედოფლისწყარო აზერბაიჯანთან სასაზღვრო რაიონია, ჩვენი ორგანიზაცია გვაძლევს იმედებს, რომ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მონოპოლია დასრულდება. ოფისის გახსნა კი არის ახალი ნაბიჯი და ახალი სიტყვა, რაც მეტ შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა კახა კუკავამ.

პოლიტიკური ორგანიზაცია "თავისუფალი საქართველო" მორიგ ოფისს, მომავალ კვირას საგარეჯოში გახსნის, შტაბი უკვე გაიხსნა ქალაქ გურჯაანშიც: უახლოეს ერთ თვეში გავხსნით 25 ოფისს, ხოლო მთლიანობაში გვინდა 3600 საარჩევნო უბანზე ყველგან დავაყენოთ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციური ხმებისვთის იბრძოლებენ. კახეთში მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ ჩვენ ვიქნებით", - აღნიშნა კუკავამ.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პარტიის ოფისი სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე განთავსდა. პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით სულ 73 შტაბი გაიხსნება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

(ვიდეო მზადდება და სულ მალე შემოგთავაზებთ)
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы