вторник, 31 января 2012 г.

დედოფლისწყაროში 113 ინსულინდამოკიდებული პაციენტია რეგისტრირებული

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიაბეტით დაავადებულ მოქალაქეთაგან ოფიციალურად 113 ინსულინდამოკიდებული პაციენტია რეგისტრირებული. ამის შესახებ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს ცენტრალურ აფთიაქში განუცხადეს.

ინსულინდამოკიდებული პაციენტები კვარტალში ერთხელ „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჭირო ოდენობის ინსულინს უსასყიდლოდ ღებულობენ. თუმცა, როგორც პაციენტებმა „ქიზიყს“ განუცხადეს, გამკაცრებული კონტროლის გამო უამრავი ბარიერია შექმნილი რაც მათი ინსულინით დროულად მომარაგებას აფერხებს.

დიაბეტით დაავადებული პაციენტები აღნიშნავენ, რომ მედიკამენტების მისაღებად სპეციფიკური მედიკამენტის ვაუჩერის აღების აუცილებლობა დგას, ის კი მხოლოდ თელავში გაიცემა. მოქალაქეთა აღშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ ვაუჩერის და სხვადასხვა დოკუმენტების განახლება ხშირად უწევთ, ეს კი წამდაუწუმ თელავში სიარულის აუცილებლობას წარმოშობს.

„ამდენი ბარიერი როგორ შეიძლება. დროის გარდა თელავში სიარული ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ბევრი ვიცი, რომ წასვლას ვერ ახერხებს და ინსულინის სასესხებლად დადიან–ხოლმე. ხან წასვლას ვერ ვახერხებთ, ხან სახელმწიფოს მიერ გამოწერილი დოზა არ გვყოფნის და ნაცნობებში დავდივართ, რომ ინსულინი ვიშოვოთ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკითხი მკაცრად კონტროლირდება, მაგრამ ეს პაციენტების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს და ეს ბარიერები დაბრკოლების საბაბი არ უნდა ხდებოდეს,“ – აცხადებს დედოფლისწყაროში მცხოვრები პაციენტი, ელზა ჩერქეზიშვილი.

როგორც ექიმი ენდოკრინოლოგები განმარტავენ, წლების განმავლობაში, ვინაიდან დიაბეტი პროგრესირებადი დაავადებაა, მიზნის მისაღწევად, ანუ გლიკოჰემოგლობინის 7%-ზე ქვემოთ შესანარჩუ¬ნებ¬ლად, საჭირო ხდება მკურნალობის სტრატეგიის შეცვლა.

ინსულინდამოკიდებულთა, ანუ ე.წ. II–ე ტიპის დიაბეტის ყველაზე მასშტაბური კვლევა — UKPDS — ჩატარდა ინგლისში. მასში მონაწილეობდა დაახლოებით 3 900 ახლად-დიაგნოსტირებული პაციენტი. მათი კვლევაში ჩართვა ხდებოდა 1977-1991 წლებში და დაკვირვება გაგრძელდა საშუალოდ 10 წელი. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 1998 წელს (UKPDS ). ამ კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ გლიკოჰემოგლობინის თითოეული პროცენტით შემცირებას თან ახლდა დიაბეტის ნებისმიერი გართულების 21%-ით შემცირება, დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის 21%-ით შემცირება, მიოკარდიუმის ინფარქტის 14%-ით შემცირება და მიკროვასკულური (რეტინოპათია, ნეფროპათია) რისკის 37%-ით შემცირება. დიაბეტოლოგიაში ჩატარებულმა სხვა კლინიკურმა კვლევებმაც მსგავსი შედეგები აჩვენა, მეტნაკლები ვარიაბელობით. /ქიზიყი/

понедельник, 30 января 2012 г.

ანსამბლი „შირაქი“ პროექტ „ნიჭიერის“ მეორე ტურში გადავიდა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში მოქმედი წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "შირაქი" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პოპულარულ ტელე-შოუ ნიჭიერის მეორე ტურში გადავიდა. ამის შესახებ ნეტგაზეთ "ქიზიყს" ანსამბლის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გაბრიელაშვილმა აცნობა. მისი თქმით, დედოფლისწყაროელი მოცეკვავეები ჟიურის წინაშე წარსადგენად უკვე ემზადებიან.

ცნობილია, ისიც რომ პოპულარულ პროექტში მონაწილეობას ანსამბლ „შირაქის“ მხოლოდ პატარა წევრები მიიღებენ.

„რამდენიმე თვის წინ "ნიჭიერის" შესარჩევი ტური დედოფლისწყაროში ჩატარდა, სადაც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. სულ ახლახან დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ გადასულები ვართ მეორე ტურში. მზადებას უკვე შევუდექით. როგორც პროექტის პროდიუსერებმა გვაცნობეს, გადაღებები თებერვლის პირველ რიცხვებში იქნება. საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად მხოლოდ 2,5 წუთი მოგვცეს და მაქსიმალურად ვცდილობთ, კარგი რეპერტუარი შევარჩიოთ და იმედები გავამართლოთ. ცეკვა მთიულურს ვამზადებთ, რომელსაც ჩვენი ანსამბლის პატარა ასაკის წევრები შეასრულებენ,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ალექსი გაბრიელაშვილმა.

"ნიჭიერში" მონაწილეობის მისაღებად დედოფლისწყაროდან 8 ან 10 ბიჭის და ამდენივე გოგონას წაყვანა იგეგმება. სცენაზე მხოლოდ პატარა, 7–12 წლამდე მოცეკვავები გამოვლენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამგებლის საქორწინო მოგზაურობასთან დაკავშირებით ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს უჩივიან

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ 29 იანვარს ორი საჩივარი შევიდა. რომან ქევხიშვილი „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (ick.ge გურჯაანი) ხელმძღვანელს, გელა მთივლიშვილს უჩივის, ნატო გოგელია კი - ჟურნალისტ მაია მეცხვარიშვილს ("ნეტგაზეთი"), "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელ" ია ანთაძესა და მედიამკვლევარ ნინო დანელიას.

რომან ქევხიშვილის მოსაზრებით, გელა მთივლიშვილმა მასალაში „დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად დუბაიში იმყოფება“, ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი დაარღვია, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითვალისწინებს.

ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობა მაშინ იქნებოდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა.
„სხვა შემთხვევაში გამგებელიც ადამიანია და მასაც აქვს პირადი ცხოვრების უფლება. ჩემთვისაც, როგორც ჟურნალისტისთვის, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით“, -აღნიშნავს რომან ქევხიშვილი.
მისი თქმით, ick.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში თავდაპირველად საუბარი გამგებლის გერებზეც იყო. „მას შემდეგ რაც საჩივარი გავგზავნე, მასალა შეცვალეს და შვილების საკითხი საერთოდ ამოიღეს“, - განაცხადა რომან ქევხიშვილმა.
ქარტიის საბჭოს აღნიშნული საჩივრების დასაშვებობის განხილვისთვის ბოლო ვადა 3 თებერვლამდე აქვს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, ორივე საჩივართან დაკავშირებით, მოპასუხე მხარეები კომენტარს არ აკეთებენ. /media.ge/

воскресенье, 29 января 2012 г.

მანდატურები I და მე-II საჯარო სკოლებში მარტიდან გამოჩნდებიან

1 მარტიდან, მანდატურები დედოფლისწყაროს, თელავისა და გურჯაანის საჯარო სკოლებშიც დაინიშნებიან. როგორც „ქიზიყს“ თავად კანდიდატებმა აცნობეს, ისინი თბილისში, შესაბამისი კურსის გასავლელად უკვე გაემგზავრნენ. მომავალი მანდატურები ამ დროისთვის სწავლებას პოლიციის აკადემიაში გადიან.

როგორც რესურს-ცენტრში განაცხადეს, მანდატურების შესვლა პირველ ეტაპზე ქალაქის საჯარო სკოლებშია დაგეგმილი. თითო სკოლაში სავარაუდოდ 3 მანდატური დაინიშნება.

თელავის რაიონში მანდატურები ქალაქის 9 სკოლაში დაინიშნებიან, გურჯაანის რაიონში ქალაქის ოთხივე სკოლაში, ხოლო დედოფლისწყაროს რაიონში კი ქალაქის ორივე სკოლაში.
მანდატურები 2011 წელს უკვე შევიდნენ ქალაქ ყვარლის I და მე-II საჯარო სკოლებში. ახმეტის, ლაგოდეხის და სიღნაღის საჯარო სკოლებში კი მანდატურების დანიშვნა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ცნობისთვის, მანდატურის ადგილის დასაკავებლად დედოფლისწყაროში სულ 12 განაცხადი შევიდა. /ქიზიყი/

суббота, 28 января 2012 г.

საბერძნეთში გადახვეწილი 15 წლის გოგონას სკანდალური მიმართვა დედოფლისწყაროელებს

ამასწინათ, დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სკოლაში მობილურით გადაღებული სტრიპტიზის ცეკვა მას ძვირად დაუჯდა, იძულებული გახდა საბერძნეთში გადახვეწილიყო. წუხს, რომ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ნინიმ ინტერნეტ-გაზეთ ,,ქიზიყს` ვრცელი წერილი გამოუგზავნა სადაც მომხდარს დეტალურად იხსენებს და თანარაიონელებს ღიად მიმართავს.

ნინი (15 წლის): ,,საქართველოდან მაგ ამბის გამო წამოვედი, მანდ ძალიან ბევრი დამცირების ატანა მიწევდა საზოგადოებიდან. არ ვამბობ, რომ მე არ ვარ დამნაშავე, უბრლაოდ ეს სამეგობროს შორის მოხდა. ანუ, სანამ მე ცეკვას დავიწყებდი კლასში საქმეს ვაკეთებდი, რომ მოვრჩი გოგონებმა დარჩენა მთხოვეს. შემდეგ მათ ამ ცეკვაში მეც ავყევი, შემდეგ ნონა წიკ.....მა გადაღებული ვიდეო ჩემ თვალწინ წაშალა, მაგრამ სანამ წაშლიდა სხვა ფაილზე გადაინახა. მეც დავუჯერე რადგან მისი მჯეროდა, არ ველოდი რომ ამას გამიკეთებდნენ, მიტუმეტეს, რომ ყველამ იცეკვა. მე ღმერთის წინაშე ცოდვას არ ჩავიდენ და იმას არ ვიტყვი რაც არ ყოფილა. ზევითა საცვალი ერთერთმა იქ მყოფმა მათხოვა, მაგრამ ჩემ გარდა გახდილს არავის უცეკვია. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. ამას ჩემ თავს დღემდე ვერ ვპატიობ და დღეს ისევ ვიმყოფები ნერვულ სტესში. მაგ ამბის მერე დავკარგე სულიერი სიძლიერე და სიმშვიდე, ჯამრთელობაც აღარ მივარგა იმისთვის რომ ამ ტკივილს ვებრძოლო, მარტო ისღა დარჩა რომ უფალს ვთხოვო სულიერი სიძლიერე და ჯამრთელობა დამიბრუნოს იმისთვის, რომ შევძლო ბედნიერად ცხოვრება. მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ამ შეცდომის გამო ჩემი ცხოვრება ყველანაირად შეიცვალა და აღარ მინდა დედოფლისწყაროში დაბრუნება, რადგან მეც ჩემი ადამიანობა გამაჩნია.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და გჯერათ ჩემი. ეხლა კი დავრწმუნდი, რამდენად შურდათ მაგ ხალხს ჩემი, რადგან მასწავლებლებისთვის თვალსაჩინო მოსწავლე ვიყავი, მე არმინდა რომ მასწავლებლებმა ჩვენი უსაქციელობის გამო, რამეში პასუხი აგონ, ყველას მინდა უფალი გფარავდეთ. დიდი მადლობა ყველას მთელი გულით.
უკმაყოფილო ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ. მაგათ გამო 2 თვე მძიმედ ვიყავი, სიკვდილს ვებრძოდი, არავინ მყავდა ვინც დამეხმარებოდა და ასეთი რამ გამიკეთეს. უბრალოდ მე მაგათ სიცოცხლე გამიმწარეს და არავის ვაპატიებ... მე მანდ კარგად ვსწავლობდი და არც მიფიქრია საბერძნეთში წამოსვლა, მაგრამ ასეთი რამის მერე დედოფლისწყაროში წამით აღარ გავჩერდებოდი.
___ მე ვაპირებდი სასამართლოში საჩივარი შემეტანა რა თქმა უნდა არც მე ვარ უდანაშაულო, მაგრამ მასწავებლების გამო შევიკავე საჩივრის დაწერისგან თავი, რადგან მე მათ ვუყვარდი და ყველა გვერდში მედგა...

პირადი ისტორია - პირველი სექსი კახეთში, დეიდაშვილთან

ბავშვობაში თამაშ-თამაშით გაუცნობიერებლად დეიდაშვილთან
დაწყებული სექსი და დანგრეული მომავალი...


ჩვენი სტატიის გმირი დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ბოლო წლებია თბილისში უწევს ცხოვრება. მშობლიური რაიონი ძალიან ენატრება, თუმცა აქ ჩამოსვლა მისთვის ბევრ ცუდთან ასოცირდება და მისთვის სევდის მომტანი ხდება. ამიტომაც ცდილობს, დედოფლისწყაროში ჩამოსვლას უკიდურესი აუცილებლობის გარდა თავი აარიდოს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში იმდენი პარადოქსული ფაქტი მოხდა, რაიონში სტუმრობა განწყობას მუდმივად უფუჭებს...
ამბობს, რომ სექსი იმდენად პატარა ასაკში ჰქონდა, მომხდარი ვერცერთმა ვერ გააცნობიერა. ყველაზე მეტად იმისი სცხვენია, რომ სექსუალური ცხოვრება თანატოლ დეიდაშვილ ბიჭთან დაიწყო... ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ ამბობს, რომ 10 – 11 წლის ასაკშიც აკრძალულ თამაშს თამაშობდა. მშობლებსა და ახლობლებს ეჭვები არ გამოუთქვამთ, არც უცნაური ქმედება შეუნიშნავთ.
ყველაფერი კი ბავშვური თამაშით დაიწყო. ნათესავი ბავშვები ჯერ უბრალო თამაშებით ერთობოდნენ, შემდეგ ტელევიზორში ნანახი რამდენიმე სცენის გათამაშება გადაწყვიტეს. მალევე ოჯახური თამაშები ჩაენაცვლა. ასაკთან ერთად მათი გართობის მეთოდებიც დაიხვეწა. მშობლები მუშაობდნენ და ამბობს, რომ სკოლიდან დაბრუნებულს, რამდენიმე საათი თავისუფლება კიდევ ჰქონდა ხოლმე. გულწრფელად ყვება, რომ არცერთმა იცოდა, რას აკეთებდა და ყველაფერს თამაშის სახე ჰქონდა... იცოდნენ, რომ ტელევიზორში ნანახისთვის უნდა მიებაძათ, თუმცა არ ეგონათ, თუ რამე საშინელებას აკეთებდნენ. როცა ყველაფერში გაერკვნენ და მიხვდნენ მათი გართობა რასაც ნიშნავდა, უკვე ყველაფერი გვიან იყო. ამბობს, რომ ამ პერიოდს მალე გარდატეხის ასაკიც დაერთო და გრძნობებისა და ვნებების მოთოკვა ვერცერთმა ვეღარ შეძლო და ბიძაშვილების ვნებას ისევ თავაშვებულ თავისუფლება მიეცა... იმ წუთას მოწონდათ და რაკი ვითარების გამოსწორება შეუძლებელი იყო, აღარც შედეგებზე უფიქრიათ... სიამოვნებდათ და მორჩა!!!
ყველაფრისთვის წერტილის დასმა მას შემდეგ შეძლეს, როცა უკვე ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვისაც სცხვენოდათ, როცა გაუცნობიერებელ საქციელში გამოერკვნენ და მწარე რეალობის მოწმე გახდნენ. ძალიან დაიბნნენ, დეპრესია დაეწყოთ...
,,მოძველებული აზროვნება არ მაქვს, არც ნაადრევი სექსუალური ცხოვრება მიკვირს და დეპრესია ამას არ გამოუწვევია. ყველაზე დიდი შოკი ის იყო, რომ მართლა გაუცნობიერებლად ვაკეთებდით, თამაში გვეგონა და, ძალიან იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ ეს ყველაფერი დეიდაშვილთან მოხდა... – სევდით ცრემლმორეული იხსენებს.
დეპრესია დიდხანს გაგრძელდა, სკოლის დამთავრებისთანავე თბილისს მიაშურა. ახლა წლინახევრის შვილს მარტო ზრდის. ამბობს, რომ ოჯახი არ შეუქმნია, შვილი ზუგდიდელი მამაკაცისგან ჰყავს, რომელიც წარსულის მიუხედავად ყველაფრის დავიწყებას დაპირდა და ცოლობა შესთავაზა. მალე ეს ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა... ის ბიჭიც დაიკარგა, ბავშვის დაბადების შემდეგ აღარც უნახავს. დეიდაშვილ ბიჭს კი თავისი ოჯახი აქვს და მათი წარსულის შესახებ არავინ იცის... მასთან მას შემდეგ აღარ უსაუბრია. საიდუმლო შინაგანად ღრღნის, ამბობს მთლიანად მანადგურებსო და რაკი ინკოგნიტოდ მაგრამ ყველაფერს გულწრფელად ყვება, მიაჩნია, რომ ამით შვებას იგრძნობს...
ფინანსური პრობლემები არ აქვს, თორემ ალბათ ვერც ბავშვის გაზრდას მოვახერხებდი და გავგიჟდებოდიო... თბილისში, ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს, მაღალი ანაზღაურება აქვს. ჰყავს მეგობარი მამაკაცი, რომელიც ცოლ-შვილიანია, მაგრამ ტკივილს უმსუბუქებს. იძულებულია, ასეთი ცხოვრების სტილს შეეგუოს. სხვებისგან განსხვავებით ბავშვობის გახსენება არ უნდა, რადგან მისთვის წარსული ტკბილ ბავშვობასთან არ ასოცირდება. ქიზიყის კითხვაზე, ხომ არ იყო თავდაპირველად დეიდაშვილის მხრიდან დაშინების ან იძულების მომენტები - ხაზგასმით ამბობს, რომ ისინი და-ძმებივით იზრდებოდნენ, მშობლები ერთად ხშირად ტოვებდნენ. სხვაგვარად არავის უფიქრია, მაგრამ თამაშები აკრძალულ მეთოდებში ისე გადაიზარდა, ვერაფერს მიხვდნენ... როცა მიხვდნენ მაშინ კი აღარაფრის შეცვლა შეეძლოთ.
ამიტომაც გაურბის წარსულს... ცდილობს, დედოფლისწყაროსგან თავი შორს დაიჭიროს. ძნელია საკუთარი ფესვები დაივიწყო, მაგრამ როცა ეს ყველაფერი საშინელ ფაქტებთან ასოცირდება, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი ხდება... /ქიზიყი/ შორენა ბერიძე

საგამომცემლო სახლ "ღია ბოქლომის" დამფუძნებელი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია დააკავეს

რუსთაველის გამზირზე პოლიციელებმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა მეორედ სცადეს.

დაკავებულები არიან ჯაბა ჯიშკარიანი, მიხეილ მუმლაძე და ილია ჩაჩიბაია. მანამდე კი, ზაზა სვანაძე დააკავეს. რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.

გოგა ხაინდრავამ აქციის მონაწილეთა დაკავებას უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ ”აქციის მონაწილეები საკუთარ აზრს და პროტესტს გამოხატავდნენ ქვეყანაში არსებულ უკანონობასთან და სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით”.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას, როგორც თავად აქციის ორგანიზატორები ამბობენ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით მართავენ. აქციაში რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ პოლიციელებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ჟურნალისტი იყო, შსს–ს თანამშრომლებს ეს არ გაუთვალისწინებიათ. ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ პოლიციას სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც მიუთითებდნენ, თუმცა ამაოდ.
ჩაჩიბაიას განცხადებით, ის ტროტუარიდან იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილე ჯაბა ჯიშკარიანს და კიდევ რამდენიმე აქტივისტს.
„კადრების გადაღების დროს, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ძალის გადამეტება გავაპროტესტე. სწორედ მაშინ მომცვივდნენ პოლიციელები და დამაკავეს. დაკავების მომენტში ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტებმა დამინახეს და პოლიციელებს უთხრეს რომ ჟურნალისტი ვიყავი. სამართალდამცავებმა მათი თანდასწრებით გამათავისუფლეს, მაგრამ როგორც კი ისევ განვაგრძე დაკავების ფაქტების გადაღება, ისევ დამიჭირეს და მობილური ტელეფონი წამართვეს. პრესბარათი ვაჩვენე, ვუთხარი, რომ ჩემი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, რაც არ გაითვალისწინეს და მანქანაში ჩამტენეს. მათ ჩემი მისამართით ცინიკური და შეურაცმყოფელი საუბარი დაიწყეს. მეუბნებოდნენ: „ ახლა შენმა რადიო „ობიექტივმა“, ოპოზიციამ და ივანიშვილმა გიშველოსო“. უკვე აეროპორტის გზაზე ვიყავით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როცა პოლიციელებს ტელეფონზე უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და სავარაუდოდ ჩემი გაშვება უბრძანა. სწორედ მაშინ ჩამომსვეს მანქანიდან“, – აცხადებს ჩაჩიბაია.
მისივე თქმით, ის როგორც ჟურნალისტი, მოქალაქე და უფლებადამცველი მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები. /ქიზიყი/

пятница, 27 января 2012 г.

დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად დუბაიში იმყოფება

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახლადდაქორწინებული გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში იმყოფება. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, წყვილი 10 დღით არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში იმყოფება.

ნიკოლოზ შანშიაშვილისა და თეა ლეკაშვილის ქორწილი თბილისის ერთ–ერთ რესტორანში მიმდინარე წლის 22 იანვარს გაიმართა. შეგახსენებთ, 22 იანვარს დედოფლისწყაროს გამგებლის დაბადების დღეც გახლავთ, ამდენად, სავარაუდოდ, ქორწინების დღის ამ თარიღისთვის დამთხვევა სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა.

„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ჯვრისწერა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ცნობისთვის, პატარძლის მეჯვარე კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ნათია კაციაშვილი გახლდათ. ცერემონიას ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელი თეა ლეკაშვილი ახლახან დაქორწინდნენ. ამჟამად გამგებლის მოვალეობას შანშიაშვილის პირველი მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი ასრულებს.

ნიკოლოზ შანშიაშვილი 36 წლის ასაკში დაქორწინდა. ცნობისთვის დასაოჯახებელი გახლავთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც.

ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ადმინისტრაცია ახლადშეუღლებულ წყვილს ულოცავს ქორწინებას, ღვთის მფარველობას და ცხოვრების ლამაზად გატარებას უსურვებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი – აუდიო>>

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ;

ოპოზიციის შეფასებით, „სათნოების სახლში“ განუკითხაობაა

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია „სათნოების სახლში“ არსებულ ვითარებას განუკითხაობას უწოდებს.

მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილის თქმით, დედოფლისწყაროში არსებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიული პირი “სათნოების სახლი“ 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარით დაფინანსდა. გასულ წელს სათნოების სახლის დაფინანსება 145 000 ლარი იყო. სოციალურად დაუცველი ხალხი, რომელთა რაოდენობა 180-ს შეადგენს, ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას უხარისხო საკვებზე, პურის წონის სიმცირეზე, სათნოების სახლის დირექტორის ნუგზარ მახარაშვილის არაადეკვატურ და უხეშ დამოკიდებულებაზე მათ მიმართ, სათნოების სახლში ხშირია კონფლიქტები, ჩხუბი, აყალ-მაყალი, გაწევ-გამოწევა, რაც ხშირად შუქდება ადგილობრივ და კახეთის მედიის მიერ.

,,უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სათნოების სახლის ბენეფიციარების კატეგორია არის მრავალფეროვანი. ნაციონალური მთავრობის ანტიხალხურმა პოლიტიკამ ბევრი ყოფილი ინტელიგენციის წარმომადგენელი მიიყვანა უკიდურეს გაჭირვებამდე და ისინი იძულებულნი არიან იკვებონ სათნოების სახლში. აქ მრავლად არიან ფსიქიურად დაავადებული და ასევე ფსიქიურად არამდგრადი და გაუწონასწორებელი ხალხი, რომელთა იქ კვება საფრთხეს უქმნის სხვა უმწეო მოხუცებს. ინტერნეტ გაზეთი „ქიზიყი“ ხშირად წერს იქ გამეფებულ განუკითხაობებზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სათნოების სახლის დირექტორი, ნუგზარ მახარაშვილი არის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის მეზობელი და მეგობარი. მისი მოადგილე ანუ საქმის მწარმოებელი გახლავთ ნუგზარ მახარაშვილის დედა ციცინო დარჩიაშვილი, შიდა კულუარულად დედა-შვილის პარპაშს საზღვარი აღარ აქვს. პირადად მოგვისმენია ნუგზარ მახარაშვილის სათნოების სახლის მობინადრეებს როგორ დაღრიალებს თავზე - ვისაც არ მოგწონთ, მიბრძანდით აქედან, ჩვენ მაინც ვერაფერს დაგვაკლებთო. ასევე პირადად მოგვისმენია თუ როგორ მიმართავდა სათნოების სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს: - შენ ხომ უვიცი ხარ, რა უნდა გაგაგებინო?-თუ პურის ხარისხი არ მოგწონთ, საერთოდ დავკეტავთო სათნოების სახლს - ასე ემუქრებიან უმწეობებს. ისინიც შეშინებულები, იმით რომ მშივრები არ დარჩნენ, ჩუმდებიან. იყო შემთხვევა, როდესაც ერთერთმა ბენეფიციარმა გამოთქვა უკმაყოფილება პურის ხარისხზე, ადმინისტრაციამ კი პოლიცია გამოიძახა და მას დააწერინეს ხელწერილი, რომ ამას აღარ გაიმეორებდა", _ აცხადებს გურაშვილი..

“თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს სათნოების სახლის დირექტორის ,,ამ დამამცირებელ დამოკიდებულებას ბენეფიციარებისადმი".

გურაშვილის თქმით, 170 000 ლარიდან 50 400 ლარი სათნოების სახლის 11 მომსახურე პერსონალზე უნდა გაიხარჯოს. ბენეფიციარებისთვის რჩება 119 600 ლარი. მარტო სათნოების სახლის დირექტორზე ერთ წელში უნდა გაიხარჯოს 8 400 ლარი. ბენეფიციარები აღნიშნავენ,რომ გაზრდილი დაფინანსება არა მათი კვების გაუმჯობესებაზე, არამედ მომსახურე პერსონალის ხელფასების გაზრდაზე იხარჯება. არადა მომსახურე პერსონალიდან სულ 6-ამდე ადამიანი მუშაობს სრული დატვირთვით.

“თავისუფალი საქართველო“ მიმართავს ადგილობრივ საკრებულოს, შეამცირონ ის კადრები, რომლებიც არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ დაწესებულებაში და მხოლოდ ხელფასს იღებენ თვის ბოლოს. ,,ნუგზარ მახარაშვილი, რომელიც გახლავთ დირექტორი საერთოდ იშვიათად ცხადდება სამსახურში და პირადად ასეთი პასუხი გამცა- „დირექტორი იმიტომ ვარ, მინდა მოვალ და მინდა არაო!“. მისი და ე.წ მთავარი სპეციალისტის (რომელიც ფუნქციურად არანაირ მოვალეობას არ ასრულებს) განთავისუფლებით წელიწადში დაიზოგება 11 400 ლარი და შესაბამისად გაუმჯობესდებოდა ბენეფიციარების კვება.

“თავისუფალი საქართველო“ გმობს საკრებულოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ მომსახურე პერსონალის, მათთვის დაახლოებულ პირებზე ხელფასის გაზრდის შესახებ და მოითხოვს სათნოების სახლის დირექტორ-მოადგილე, დედაშვილიდან დატოვოს მხოლოდ ერთი, რადგან მეორე შტატი სრულიად უსარგებლოა და ყველაზე მთავარი, რამდენად მიზანშეწონილია დედა-შვილი განკარგავდნენ ბიუჯეტიდან ჩარიცხულ 170 000 ლარს~, _ აცხადებს თამილა გურაშვილი. /ქიზიყი/ მედიანიუსი ; პირველი ;

четверг, 26 января 2012 г.

საინგილოში, 8 წლის ნათიას ქართული სახელით დარეგისტრირების უფლება მისცეს

EXCLUSIVE - საინგილოში, ზაქათალას რაიონში მცხოვრებ 8 წლის ნათიას, რომელიც დოკუმენტების არარსებობის გამო სკოლაში სიარულს ამ დრომდე ვერ ახერხებდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ქართული სახელით დარეგისტრირების უფლება რამდენიმე წლიანი მოთხოვნის შემდეგ მისცა.
როგორც "ქიზიყს" საინგილოში მოქმედ ინტერნეტ-გაზეთ "ჰერეთის" რედაქტორმა ზაურ რამაზანოვმა ექსკლუზიურად განუცხადა, ოჯახმა ყველა საჭირო დოკუმენტის მოგროვება მოახერხა, რაც პატარა გოგონას შესაძლებლობას მისცემს სკოლაში იაროს და განათლება მიიღოს.
საინგილოში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე ისაუბრეს გასული წლის ივნისში დედოფლისწყაროში გამართულ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე. აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ ოჯახებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევას უკრძალავს. განხილვის მთავარი თემა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და აზერბაიჯანის ქართული დიასპორა იყო. მოხსენებით კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური გამოვიდა.
წიკლაურის განმარტებით, ქართული სახელების მქონე მოზარდებს აზერბაიჯანის ხელისუფლება პირადობის მოწმობებს არ აძლევს და სახელის გადაკეთებას აიძულებს. დოკუმენტების არარსებობის გამო კი ქართველი ოჯახები ბავშვებს ვერც სკოლაში ატარებენ და განათლების მიღების საშუალებაც წართმეული აქვთ.
,,სამაგალითოა ზაქათალაში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს. უფროსი შვილი ნათია 8 წლისაა, მაგრამ განათლების მიღებას ვერ ახერხებს, რადგან ქართული სახელის გამო მას არც პირადობის მოწმობა მისცეს. ამ ოჯახმა საქართველოს პარლამენტს დახმარების თხოვნით წერილი გამოუგზავნა. ნათიას მშობლები არ მალავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელის გადაკეთებას აიძულებს, ამას ისინი არ თანხმდებიან, დოკუმენტების გარეშე კი გოგონა ვერც საბავშვო ბაღში შეიყვანეს და ვერც სკოლაში.
ზოგადად, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად თანამშრომლობდეს მოსაზღვრე აზერბაიჯანის ცალკეულ რაიონებთან. ასეთი მუნიციპალიტეტები ჩვენთან ლაგოდეხი და დედოფლისწყაროა, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, გასვლითი სხდომა დედოფლისწყაროში გამართულიყო. სერიოზულად განსახილველი საკითხია საინგილოში ქართული სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის საკითხი. ამჟამად საინგილოში ქართული სკოლა არ არსებობს. მართალია არის ქართული სექტორები, მაგრამ რადგან საბავშვო ბაღი არ არის, საწყის ეტაპზე პატარები აზერბაიჯანელ მოზარდებთან ურთიერთობენ და თავიდანვე მათ ენაზე ეჩვევიან.
რაც დრო გადის, მით ნაკლები ქართული სექტორი რჩება. ზაქათალაში ამჯერად 2 ქართული სექტორია და აქედან 1 გაუქმების პირასაა. როცა ადგილობრივ ხელისუფლებას მიზეზებზე ვეკითხებით, ამბობენ, რომ კონტინგენტი არ არსებობს, ცოტა ბავშვი დადის და იძულებული არიან დახურონ. არ არსებობს ქართული ტოპონიმი. მხოლოდ 1 იყო - ვერხვიანი და ისიც შეცვალეს. ყოველი წელი იქ მცხოვრებ ადამიანებს ქართულ ენასთან სულ უფრო აშორებს. ელჩთანაც გვქონდა შეხვედრები, მათ კულტურის სამინისტროსთანაც, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება, ვითარება უარესდება. სოფელ ალიაბადში დაიხურა ქართული სკოლა და საბავშვო ბაღი.
სერიოზულად დასაფიქრებელი ვითარებაა. არ უნდა გვქონდეს უკან სვლა. უნდა შევჯერდეთ, რომ მთელი სახელმწიფო ჩავერთოთ პროცესში. სერიოზული კომიტეტის სხდომა უნდა ჩავატაროთ. აუცილებელია მეტი ჩართულობა, სხვაგვარად არაფერი გამოვა. წელიწადში ერთხელ ჩასვლა და 10 ბურთის ჩატანა არაფერს შეცვლის. მომავალ ჩასვლაზე ისევ იგივე პრობლემები დაგვხვდება," - აცხადებდა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური დედოფლისწყაროში გამართულ გასვლით სხდომაზე. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

კახეთს ახალი ლოგო და სლოგანი აქვს

კახეთის რეგიონს ამიერიდან ახალი ლოგო და სლოგანი აქვს. როგორც თელავის ტურიზმის სამსახურში განაცხადეს, ლოგო იმ სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რითაც კახეთია გამორჩეული.

პირველი სუბლოგო ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას აღნიშნავს, მეორე სუბლოგო კახეთში არსებულ სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალზე მიანიშნებს, მესამე კი ღვინის დაყენების კულტურაზე მეტყველებს.

„აღმოაჩინე შენი კახეთი“ - ეს კახეთის სლოგანია. ტურიზმის სამსახურის ცნობით, აქაც აქცენტი სამ მიმართულებაზე კეთდება. ლოგო და სლოგანი ორგანიზაცია „Co. Strategy & Design“-ის მიერ არის შემუშავებული.

შეგახსენებთ, 2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად გამოცხადდა. 24 იანვარს კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის პრეზენტაცია, თბილისში სასტუმრო „Holiday inn“-ში კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გამართეს.

რეგიონის ტურისტული განვითარებისთვის 2012 წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. თელავის, ყვარლის და დართლოს რეაბილიტაციას კი მსოფლიო ბანკი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება თუშეთთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მსოფლიო ბანკთან კი გურჯაანში მდებარე კურორტ ახტალის აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„გურჯაანში არის უნიკალური სამკურნალო ტალახით ცნობილი კურორტი ახტალა. მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ ამ კურორტის აღდგენა - განვითარება მოხდება. თუშეთის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია მიბმული იქნება კახეთის ტურისტული განვითარების პროექტთან. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს გზა და მგზავრობის დროც შემცირდეს. ამიტომ, პარალელურად დაიწყება გზის სამუშაოებიც. გზაზე არის ერთი მონაკვეთი, სადაც დიდხანს დევს ხოლმე თოვლი და გვინდა ამ გზის შემოვლა შესაძლებელი იყოს. კახეთში ასევე არის ძალიან ლამაზი ადგილი, ბარჯისხევი, იგივე ყურყურა, ძალიან ლამაზი წყაროა და გეგმაში გვაქვს რომ ეს ადგილიც განვითარდეს, რადგან დღეს არ აქვს ისეთი სახე, როგორიც უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის პირველი ეტაპი ზაფხულისთვის დასრულდება. /ქიზიყი/

среда, 25 января 2012 г.

საკრებულოს 26 იანვრის სხდომაზე დეპუტატები გამგეობის წლიურ ანგარიშს მოისმენენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის რიგით მეორე სხდომა 26 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება. დეპუტატები გამგეობის წლიურ ანგარიშს მოისმენენ. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს აპარატი ავრცელებს.

ლევან ბაღაშვილის
შვებულების გამო სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ფიროსმანაშვილი გაუძღვება.
სხდომა განიხილავს ცვლილებებს ბიუჯეტში, შესყიდვებში და თანამდებობრივ სარგოებში. ასევე, იმსჯელებს საკითხზე ქონების გადასახადის შესახებ.

საკრებულოს პრესასთნ ურთიერთობის სპეციალისტის შეცვლის შემდეგ ოფიციალურ ვებგვერდზე საკრებულოს სხდომების ჩატარების თარიღების წინასწარ ანონსირების ტრადიცია დარღვეული იყო.

პირველი ანონსი თვითმმართველობის საიტზე 24 იანვარს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მედიასაშუალებებში ამ უარყოფით ტენდენციაზე გამახვილდა ყურადღება. სხდომების დაანონსების გარეშე ჩატარება ოპოზიციურმა პარტიებმაც გააპროტესტეს და ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. როგორც ჩანს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ამჯერად კიდევ ერთი მკაფიო მითითება მიიღო.

ცნობისთვის, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთარ ვებ–გვერდზე სხდომების საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მეხრიშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომების დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციის მიწვდას არ ახდენდა. პრობლემას აღიარებდა საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილიც, რომელმაც საკითხის დარეგულირების პირობა ჯერ კიდევ სამი თვის წინ დადო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 24 января 2012 г.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ვახტანგ პოპიაშვილის ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს და ხელახალ გამოძიებას ითხოვს

თურქეთში ერთი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ პოპიაშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. ისინი ეჭქვეშ აყენებენ თურქული პოლიციის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათი განცხადებით, ახალგაზრდა სასტიკი წამებით მოკლეს.

ახალგაზრდის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია იმხანად „ქიზიყმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა, ოჯახი გვამის სამშობლოში დამოუკიდებლად გადმოსვენებას ვერ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა.
ვახტანგ პოპიაშვილი დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე ცხოვრობდა და დასაქმების მიზნით დროებით თურქეთში იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილის და მანონი პოპიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ახალგაზრდა ქორწილისთვის ფულს აგროვებდა.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ახლახან მას თურქეთიდან უცხო პირი დაუკავშირდა, რომელმაც შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია და ახალი დეტალები მიაწოდა.
უცნობი პირის ნაამბობის მიხედვით, ქარხანაში რომელშიც პოპიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა, ქურდობა მოხდა. პოპიაშვილი კი ამის თვითმხილველი გახდა. სწორედ ამ ფაქტს განიხილავენ დაღუპულის ახლობლები წამებისა და მკვლელობის მთავარ მოტივად.
"ჩემი შვილი ამ ქურდობის შემთხვევითი მოწმე გახდა. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ, ამიტომ მოიშორეს თავიდან. თურქეთის პოლიციამ დადო განცხადება, სადაც წერია, რომ თავი მოიკლა, მაგრამ ამ ვერსიის არ გვჯერა. სხეულზე არანაირი კვალი არ ჰქონდა, ნაცემი კი იყო", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ, ლალი პოპიაშვილმა.

პოპიაშვილის ცხედარი 2010 წლის აგვისტოში, თურქმა სამართალდამცავებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. პოლიციამ საქართველოს მოქალაქე თოკზე ჩამოკიდებული სტამბულში იმ ჯინსის ქარხნის ტერიტორიაზე აღმოაჩინა, სადაც თავად მუშაობდა. ოჯახის წევრებმა 18 აგვისტოს მომხდარის შესახებ 12 დღის დაგვაინებით შეიტყვეს. თურქეთში ვახტანგ პოპიაშვილი მკვლელობამდე ერთი თვით ადრე სამუშაოდ წავიდა.

ოჯახის ეჭვებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ პოპიაშვილთან ერთად თურქეთში მყოფი კიდევ ორი ქართველი რამდენიმე დღე მიმალვაში იყვნენ და ისინი ოჯახს მომხდარის შემდეგ აღარ გამოხმაურებიან. პოპიაშვილები აცხადებენ, რომ მათ გარდაცვლილის დანაზოგის შესახებ იცოდნენ. ჭირისუფლები აცხადებდნენ, რომ საქართველოს საელჩო ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიდა და გადმოსვენებაში დიდ ფულს ითხოვდა, ხელმოკლე ოჯახი კი ფინანსების მოძიებას ვერ ახერხებდა.

ვახტანგ პოპიაშვილის დედა, ლალი პოპიაშვილი ხელისუფლებას და დედოფლისწყაროს გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებდა. შვილმკვდარი დედა აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან თანადგომა ასეთ რთულ დღეებშიც ვერ იგრძნო.

„თურქეთში 6 ქართველთან ერთად იყო. მათი გვარები არ ვიცით, მხოლოდ მათი ტელეფონები ვიცი, მაგრამ ვრეკავთ და იმალებიან, ვეღარ ვუკავშირდებით... ეს ეჭვებს უფრო ამძაფრებს, რომ მკვლელობა ფულის გამო მოხდა. სულ ვედავებოდი, აღარ წახვიდე მეთქი, მაგრამ ბოლოს თქვა, ერთხელაც წავალ და მორჩაო... საკონსულოში მივედით და არაფერი დახმარება არ გაუწევიათ. ნაცნობ მეგობრებში მოვაგროვეთ 1 000 დოლარი და დამოუკიდებლად, ჩვენი სახსრებით ჩამოვასვენეთ... დედოფლისწყაროს გამგებელთან მივედით დახმარებაზე, ვიფიქრეთ, იქნებ გვერდში ამოგვიდგნენო, მაგრამ არ შეგვიძლიაო, ასეთ რთულ მომენტშიც უარით გამომისტუმრა... გაოგნებული დავრჩით,“ - განუცხადა „ქიზიყს“ გარდაცვლილის დედამ. /ქიზიყი/ ვიდეო>>

„რომ წაგიგდია მეტრიანი ენა, მალე ვნახავთ შენს სურათს ძებნილების სიაში დაფაზე გამოკრულს“

მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია კუდ-ის თანამშრომლების მუქარას აპროტესტებს და ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას პრევენციის მიზნით საქმის კურსში აყენებს.
"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ ბოლო დროს მედიით კუდ-ის თანამშრომლებზე და მაფიოზურ-კლანური მმართველობის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა. აღნიშნულმა ფაქტმა, როგორც ჩანს, კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლები გააღიზიანა და ისინი ფარული ზეწოლიდან ღია მუქარაზე გადავიდნენ. კუდ–ის თანამშრომელი ილია ნატროშვილი, რომლის არცერთი ნათესავი დაუსაქმებელი არ დარჩა, რაიონში ხელშეუხებელი პიროვნებაა.

"რომ წაგიგდია მეტრიანი ენა და რასაც გინდა, ლაპარაკობ, მალე ვნახავთ შენს სურათს ძებნილების სიაში დაფაზე გამოკრულს" - ასეთი მუქარის სიტყვებით მომმართა მან. ასეთი მუქარები ჯერ კიდევ ჩემი ინტრნეტ-გაზეთ "ქიზიყში" მუშაობის დროს ხშირი იყო როგორც მათგან, ასევე უშიშროების თანამშრომლებისგან.

"შენ და ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს მდინარე ალაზანს გაგატანთ, მანქანაში ჩაგტენით, სამსახური სულ არ მადარდებს, ერთი მაგრად გცემთ" – და ასე შემდეგ, - მსგავსი მუქარები ადრე და ახლაც ჩვენს მიერ გახმიანებული კრიტიკული განცხადებებითაა გამოწვეული.

"დედოფლისწყაროდან არცერთი ინფორმაცია არ უნდა გავიდეს!" - ამ დევიზით მოქმედებენ თვითმმართველობის ჩინოვნიკები. მათ შესახებ კრიტიკა არასოდეს გასულა რაიონის ფარგლებს გარეთ, ახლა სხვაგვარადაა, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ.
"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია“ საქმის კურსში აყენებს ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომ არც გვეშინოდა, არც გვეშინია და არც შეგვეშინდება სიმართლის გახმოვანების.

კუდ-ის თანამშრომლებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ასეთი მუქარებისგან, რადგან ამ ადამიანებს გააჩნიათ სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ საკუთარი მუქარა სისრულეში მოიყვანონ. ხვალ ან ზეგ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიძლება, ანალოგიურ მდგომარეობაში თვითონ აღმოჩნდნენ", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი. /ქიზიყი/

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; პირველი ; განცხადება ;

понедельник, 23 января 2012 г.

კლიმატის ცვლილების პროექტის კოორდინატორებმა დედოფლისწყაროში შეხვედრა გამართეს

21 იანვარს პროექტის ,,კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ღონისძიებების განსაზღვრა და მათი განხორციელება“ რეგიონული კოორდინატორი ანა რუხაძე და GIZ-ის ექსპერტი გია სოფაძე დედოფლისწყაროს ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, გამგებლის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სხვა თანამშრომლები და ფერმერები ელიზბარ იმერლიშვილი და ჯემალ კვანჭილაშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2011-2014 წლებში,სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი), განხორციელდება კიდევ ერთი გარემოსდაცვითი პროფილის პროექტი: ,,კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ღონისძიებების განსაზღვრა და მათი განხორციელება სამხრეთ კავკასიის არიდულ და სემი–არიდულ ეკოსისტემებში, აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით.“

როგორც ზაზა ფიროსმანაშვილმა აღნიშნა, პროექტი კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის თანადამფინანსებელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, განსაკუთრებით მოწყვლად არიდულ და სემი-არიდულ ეკოსისტემებში, კლიმატის ცვლილების ზეგავლენისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების განვითარება აგრობიომრავალფეროვნებისა და ადგილობრივი მოსახლეობისადმი საარსებო წყაროს შენარჩუნების მიზნით.
შეხვედრაზე აქტიურად განიხილებოდა დედოფლისწყაროში არსებული მდგომარეობა , პრიორიტეტული პრობლემები და პრევენციული ღონისძიებების შესაძლო ვარიანტები. /ქიზიყი/

воскресенье, 22 января 2012 г.

რამდენი ათასი უფეშქაშეს ნაცმოძრაობას ვანო ლოლაშვილის ორგანიზაციამ, „ბაკა+“მა და წითელწყაროში რეგისტრირებულმა შპს „ეტლი 2006“–მა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ კომპანიების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებმაც 2011 წელს პარტიას თანხები ჩაურიცხეს. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წლის განმავლობაში 1 520 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.
ახალი მონცემების გარდა, ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ მმართველი გუნდის შემომწირველთა საკმაოდ მოცულობითი სიაც, სადაც 434 დასახელების კომპანია ფიქსირდება, გადარიცხული თანხა კი 12 მლნ 667 ათას ლარს აღემატება...

„ქიზიყმა“ ვრცელ სიას თვალი ყურადღებით გადაავლო და აღმოაჩინა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალურ მოძრაობას ფული დედოფლისწყაროში მოქმედმა რამდენიმე ორგანიზაციამაც უფეშქაშა...

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დედოფლისწყაროში მოქმედმა საგზაო სამმართველომ და მისმა ხელმძღვანელმა ვანო ლოლაშვილმა, რომელიც შპს „მექანიზატორი 2005“–ის სახელწოდებით ოპერირებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2 000 ლარი გადაურიცხა. ამას გარდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროში დარეგისტრირებულმა შპს „ეტლი 2006“–მა მმართველ პარტიას 500 ლარი აჩუქა. წნორში რეგისტრირებულმა შპს „ბაკა+“მა კი, რომელმაც დედოფლისწყაროში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და დაფინანსება დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღო, „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 000 ლარი გადაურიცხა...

პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის და GRECO-ს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი დამატებით მექანიზმებს ამტკიცებს პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ჩვენს საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, ვინ და რა ოდენობით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს. ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდების დაფინანსების შესახებ. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს იმ კომპანიების სრულ ნუსხას, რომელთაგანაც 2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობები მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შემოწირულობების მიღების თარიღები და ოდენობა ასეთია: 26.09.2011 - შპს „ენკა მოლ“ - 100 000 ლარი; 26.09.2011 - შპს „ტერექს-XXI“ - 100 000 ლარი; 26.09.2011 - შპს „დ.თ.ჯ. ჯგუფი“ - 100 000 ლარი; 28.09.2011 - შპს „გზამშენი 5“ - 100 000 ლარი; 28.09.2011 შპს „გზამშენი 4“ - 100 000 ლარი; 29.09.2011 შპს „ტრანსპროექტი“ - 100 000 ლარი; 03.10.2011 შპს „სგრმზ დირექცია“ - 100 000; 03.10.2011 - სს „ხიდმშენი“ - 100 000 ლარი; 05.10.2011 - შპს „საქგზამეცნიერება“ - 100 000 ლარი; 05.10.2011 – „უნივერსალი93“ - 50 000ლარი; 05.10.2011 - შპს „იბოლია“ - 100 000 ლარი; 05.10.2011 - #1 სსს - 100 000 ლარი; 10.10.2011 - შპს „ჯი ჯგუფი“ - 50 000 ლარი; 28.10.2011 - შპს „ვანტი“ - 100 000 ლარი; 31.10.2011 - შპს „ჯეოკომფორტი“ - 50 000 ლარი; 14.12.2011 - შპს „ჯეოკომფორტი“ - 50 000 ლარი; 14.12.2011 - შპს „ჯეოთერმი“ - 100 000 ლარი; 14.12.2011 - შპს „ჩარკფი“ - 20 000 ლარი. /ქიზიყი/

пятница, 20 января 2012 г.

ივანიშვილის დაფინანსებული პარტიებიდან დედოფლისწყაროში ოფისი პირველად "რესპუბლიკელებმა" გახსნეს

რესპუბლიკელები დედოფლისწყაროს საკრებულოს მანდატის მოპოვებას მექრთამე ყოფილი სამართალდამცველებით ცდილობდნენ
ბიძინა ივანიშვილისგან მილიონიანი დაფინანსების მიღების შემდეგ, პირველი, ვინც დედოფლისწყაროში პარტიის ოფისი გახსნა "რესპუბლიკელები" იყვნენ. როგორც მისი ადგილობრივი ხელმძღვანელები ამბობენ, პარტიის რაიონული ორგანიზაცია ამიერიდან გააქტიურებას გეგმავს. ბოლო ორი წლის მანძილზე ხსენებული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოსახლეობის პრობლემების თაობაზე განცხადება ორჯერაც არ აქვთ გაკეთებული და არც პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ.
დედოფლისწყაროელებს დღესაც ახსოვთ, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკელების სახელით დედოფლისწყაროში მაჟორიტარ კანდიდატებად საეჭვო წარსულის ყოფილი პოლიციელები ჰყავდათ დასახელებული.
იმხანად, ნეტგაზეთი "ქიზიყი" ექსკლუზიურად წერდა, რომ ე.წ. ოპოზიციურ სიაში ჩასმული ყოფილი სამართალდამცველები ქრთამის აღების ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი, რაც სკანდალს უფრო ამწვავებდა.
თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ დედოფლისწყაროს მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ყოფილი პოლიციელი გიორგი ნასრაშვილი იყრიდა. ნასრაშვილი შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
"ქიზიყის" ინფორმაციით, ორწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, საპროცესო გარიგებით, გირაოს სახით მან 10 000 ლარი გადაიხადა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.
სოფელ არბოშიკში მაჟორიტარად წარდგენილი მამუკა კოჭლამაზაშვილის ძმა, თურმან კოჭლამაზაშვილიც ყოფილი პოლიციელი გახლავთ და ისიც ქრთამის აღების ფაქტზე ნასრაშვილთან ერთად დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, კოჭლამაზაშვილსაც 2 წლიანი პატიმრობა და 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი პოლიციური წარსულის გახლდათ სოფელ ოზაანშიც. იოსებ ოზაშვილი რამდენიმე წლის წინ პოლიციიდან კახეთის მთავარი სამმართველოს მიერ მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო გათავისუფლდა.
"ქიზიყმა" პარადოქსული ფაქტებიც გამოაქვეყნა. პირობითი სასჯელის პარალელურად მაშინ დედოფლისწყაროს საკრებულოში მოხვედრას და დეპუტატის მანდატის მოპოვებას გეგმავდა ნოღაიდელის მოძრაობის მიერ სოფელ ქვემო ქედის მაჟორიტარად დასახელებული, ასევე ყოფილი პოლიციელი თემურ კურეტიშვილი. მას დედოფლისწყაროს სასამართლომ 4 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ამოწურული არ იყო.
იმხანად, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა ამ საკითხის ირგვლივ "ქიზიყს" ექსკლუზიური კომენტარი მისცა და ფაქტიც დაადასტურა. გაირკვა, რომ კანდიდატმა ლიდერს დაუმალა, რომ პირობით სასჯელს იხდიდა: ,,აუცილებლად უნდა გავარკვიო და შეფასებებს მერე გავაკეთებ. წინასწარ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. კურატიშვილი დაბარებული მყავს. პირადად აგვიხსნის ყველაფერს და ალბათ, უახლოეს დღეებში ამ საკითხზე პრესკონფერენციას გავმართავთ," - აცხადებდა ჯამასპიშვილი.
ამგვარი კანდიდატების ოპოზიციურ რიგებში გამოჩენამ დედოფლისწყაროელ ამომრჩევლებში დაბნეულობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციური პარტიების ამ გადაწყვეტილებებს უარყოფითად აფასებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან გარიგებაში შედიან. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ რეგიონებში ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაზე განაწყენებული კადრების შემოკრეფას იწყებენ, თუმცა იმ ფაქტზე რატომღაც თვალს ხუჭავენ, რომ მათი დიდი ნაწილი ქრთამის აღებისთვის არის ნასამართლევი. ეს კი პარტიების ისედაც შელახულ რეპუტაციაზე დამღუპველად მოქმედებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 19 января 2012 г.

СENN დედოფლისწყაროში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) წარმომადგენლები, პროექტის – „კლიმატის ცვლილების ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ – ფარგლებში, დედოფლისწყაროს ეწვივნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.

СENN დედოფლისწყაროში, ინიციატივის სამიზნე სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ავითარებს ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივას (OECI), რომლის მიზანიც პრობლემების და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირება, საექსპერტო კვლევების განხორციელება, რეკომენდაციების მომზადება და ხელისუფლებასთან დიალოგია, როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ დონეზე.

როგორც CENN–ის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა, კახეთის მასშტაბით პროექტების განხორციელება საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მოხდება. საერთო ჯამში ის საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს მოიცავს და გეგმის თანახმად მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდისთვის დედოფლისწყაროს სახნავ–სათეს მიწის ფართობებზე მარცვლეული კულტურების ჩანაცვლება აუცილებელია. მან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სპეციალისტებით დახმარება და კონსულტაციების გაწევაში დახმარება სთხოვა.
„პრობლემა გვაქვს სოფლის მეურნეობის კუთხით. გვინდა, რომ ცალკეული კულტურები ჩავანაცვლოთ. უკვე ვცადეთ ხორბლის სიმინდით ჩანაცვლება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამან არ გაამართლა. ფერმერებმა დაინახეს, რომ მზესუმზირის მოყვანაც ხელსაყრელი არ არის. ამიტომ, ჩვენი თხოვნა იქნება, სპეციალისტებით დაგვეხმაროთ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ვითარებას შეისწავლიან და კვალიფიციურ რჩევას მოგვცემენ როგორ მოიქცეს ადგილობრივი ფერმერი, რომ ზარალი მაქსიმალურად შეამციროს და რაიმე სახის გამოსავალი მოინახოს. ისიც უნდა ითქვას, რომ დედოფლისწყაროში 58 000 ჰა მიწის მორწყვა ვერ მოხერხდება, მით უფრო, რომ სარწყავი სისტემები არ არსებობს. ამხელა ტერიტორიის მორწყვა კომუნისტების დროსაც ვერ ხერხდებოდა და ახლა ყოვლად წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა გელა თეთრაულმა.

შემდეგ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის წარმომადგენლები იმ ფაქტით დაინტერესდნენ, რამდენად გაამართლა დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის პროექტმა დედოფლისწყაროში და როგორ გაიარეს მცენარეებმა ადაპტაცია. ამ საკითხზე განმარტება პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა გააკეთა.

„გერმანული მხარის დახმარებით დედოფლისწყაროში რამდენიმე ეტაპად ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტი განხორციელდა. თავდაპირველად, პროექტის პირველ წელს 25 სახეობის ნერგი დაირგო. გაშენდა როგორც ქარსაფარი ზოლები, ისე ტყის კორომები. ვცადეთ როგორც პატარა, ისე შედარებით მოზრდილი ნერგები. უნდა ითქვას, რომ პატარებმა უფრო გაამართლა. ის ჯიშები, რომლებიც ადგილობრივ გარემოს ვერ შეეგუვნენ, ამოვირეთ და საბოლოო ჯამში მხოლოდ 5 სახეობაზე შევჯერდით. საქმე იმაშია, რომ ახლახან იქ ნუშის ნერგები გავაშენეთ, კარგად იხარა, თუმცა მესაზღვრეებმა მინდორი გადაწვეს, ცეცხლი შემთხვევით ნუშის პლანტაციაშიც გადავიდა და 12 ჰა განადგურდა. უნდა ითქვას, რომ დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის საკითხს ადგილობრივი მოსახლეობა გაგებით არ ხვდება,“ – აღნიშნა საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ.

სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ოთარ ხოზრევანიძემ აღნიშნა, რომ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას გათბობის პრობლემა აქვს. დაცული ტერიტორიების გამო მოსახლეობა ვერც ტყიდან შეშის მომარაგებას ახერხებს, მანძილის სიშორის გამო კი ისედაც ძვირი მყარი საწვავის ტრანსპორტირება კიდევ უფრო სოლიდურ თანხებს უკავშირდება. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მანძილის სიშორის გამო თითქმის აუხდენელ ოცნებად რჩება საზღვრისპირა სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ოთარ ხოზრევანიძე, საქართველოს პარლამენტში დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ფერმერი ელიზბარ იმერლიშვილი, ასევე ფერმერი ჯემალ კვანჭილაშვილი და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პარამეტრები. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადასცეს კლიმატის ცვლილების მუნიციპალური გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მომზადდა. გეგმა დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტში კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებით განპირობებულ პრობლემებს და მათი ადაპტაციის ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც უშუალოდაა დაკავშირებული ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციასთან.

შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. უახლოეს პერიოდში პროექტი აქტიურად დაიწყებს დაგეგმილ საქმიანობებს.
შეხვედრის დასრულებისთანავე მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები ერთობლივად დასახეს.
„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გაუდაბნოებისკენ განსაკუთრებით არის მიდრეკილი, ამიტომ კლიმატის ცვლილების პროცესის შესაჩერებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 18 января 2012 г.

ინციდენტი სოციალურ სააგენტოში - პროტესტის გამოსახატად მისული ქალბატონი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა

დედოფლისწყაროში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე მდებარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისში 40 წლამდე ქალბატონი, რომელიც სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზების გასარკვევად მივიდა, შეუძლოდ გახდა.
დედოფლისწყაროში მცხოვრები თამარ გოგილაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, იქიდან კი მას კატასტროფის მედიცინის ცენტრი თბილისში გადაიყვანს.
როგორც რადიო "ჰერეთს" დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, ქალბატონი საავადმყოფოში ეპილეფსიური სტატუსით მიიყვანეს და მის მდგომარეობა ამჟამად საყურადღებოა. ზურიკაშვილის თქმით, ქალბატონს კატასტროფის ცენტრი თბილისში გადაიყვანს. ბრიგადა უკვე გამოძახებულია.
თვითმხილველების მტკიცებით, ქალბატონი სოციალური სააგენტოს მუშაობით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა და იქ არსებულ განუკითხაობას აპროტესტებდა, შეტევაც სწორედ ამ დროს დაეწყო.
მომხდარი ინციდენტის ირგვლივ დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ზურაბაშვილმა კომენტარი რადიო "ჰერეთი"-ს პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, ქალბატონი საკუთარი სტატუსის გარკვევას ცდილობდა და დაბალ ქულებს აპროტესტებდა. თუმცა ზურაბაშვილი აქვე ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ქალბატონი დახმარების მიმღებია.
"მას დახმარება არც შეჩერებული აქვს და არც მოხსნილი. ჩვენი მონაცემებით, ის ამჟამად დახმარების მიმღებად ითვლება. ეპილეფსიით ყოფილა ავად და ემოციურ ფონზე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით," - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.
დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად დიდია. "ქიზიყის" ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ინციდენტები სააგენტოში ხშირად ფიქსირდება. ინტენსიურად შუქდება ისეთი ხელმოკლე ოჯახების პრობლემები, რომელთაც სააგენტომ დახმარებები სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით მოუხსნა, ან შეუჩერა. ეს კი იმ ფონზე, როცა დედოფლისწყაროში კვლავაც ბევრი შეძლებული ოჯახი იღებს ღატაკებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ საარსებო შემწეობას. /ქიზიყი/ აუდიო>>

სანადირო თოფით დაჭრილი 20 წლის ზაზა იოკურიძე გარდაიცვალა

EXCLUSIVE - ძველით ახალი წლის ღამეს დედოფლისწყაროში დაჭრილი 20 წლის ზაზა იოკურიძე უშედეგო ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მედიკოსები მის გადარჩენას რკინიგზის საავადმყოფოს, კრიტიკული მედიცინის ცენტრში რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში გადაასვენებენ. გარდაცვლილი დედოფლისწყაროს ერთ–ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა.
სისხლიანი დაპირისპირება დედოფლისწყაროში, ე.წ. „სამუხის“ ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც ცხვარს მწყემსავდნენ. ადგილობრივების განცხადებით, შელაპარაკება ძაღლის ლეკვზე წამოწყებულ დავას მოყვა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით მომხდარში ეჭვმიტანილმა 20 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიატოვა, რის გამო მისი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტრადა.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, იოკურიძე თბილისში გადაიყვანეს. ქირურგ გია ბოსტოღანაშვილის განმარტებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენის ალბათობა თავიდანვე ნაკლები იყო. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდამ დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში მომხდარი შემთხვევა უკვე გახსნილია. დედოფლისწყაროს პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიმონ ბეშიტაშვილი დააკავა. სამართალდამცავების მტკიცებით, მან ახმეტაში მცხოვრებ ზაზა იოკურიძეს სანადირო თოფით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. /ქიზიყი/

вторник, 17 января 2012 г.

სოფელ ხორნაბუჯში მაღაზიის ქურდობისთვის 25 წლის გოჩა ჩაჩაური დააკავეს

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხორნაბუჯში, ე.წ. „მაზოვკის“ დასახლებაში მდებარე სუპერმარკეტის ქურდობისთვის, 25 წლის გოჩა ჩაჩაური დააკავეს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გოჩა ჩაჩაურმა, რომელიც დედოფლისწყაროში სტუმრად იმყოფებოდა, ადგილობრივი მკვიდრის ირმა ბაცაცაშვილის კუთვნილი მაღაზიიდან სხვადასხვა სახეობის საქონელი მალულად გაიტანა. გამოძიების ინფორმაციით, ზარალი 1 000 ლარს აღემატება.

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა დაკავებულს ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 000 ლარის გადახდა დააკისრა და გამოსაცდელი ვადით 2 წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდა. /ქიზიყი/

понедельник, 16 января 2012 г.

ბანკიდან თანხების მითვისებისთვის დაკავებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრებ 1991 წელს დაბადებულ პეტრე გაროზაშვილს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას თაღლითობა ედება ბრალად. საქმის სასამართლო განხილვა 4 თვის მანძილზე გრძელდებოდა

როგორც გაზეთ „ქიზიყს“ შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციიის სამმართველოში განუცხადეს, გაროზაშვილმა თაღლითურად მიითვისა ადგილობრივი მკვიდრის ელგუჯა ცოგოშვილის საბანკო ბარათი, საიდანაც მალულად მოხსნა მოხუცის ანგარიშზე არსებული 1 200 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ამოღების შედეგად დადგინდა, რომ თანხა ანგარიშიდან გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დანაშაულის ჩადენის მომენტში გაროზაშვილს 4 წლის ვადით პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბრალიც სწორედ ამ გარემოებამ დაამძიმა. მოსამართლის განმარტებით, დაკავებული 4 წელს იზოლატორში გაატარებს, ხოლო სასჯელის დანარჩენი ვადა პირობითი პატიმრობით შეეცვლება. /ქიზიყი/ აუდიო>>

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; მედიანიუსი ; ნიუსლაინი ; ექსპრესნიუსი ;

воскресенье, 15 января 2012 г.

„სამუხის“ ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭის სასიკვდილოდ დაჭრისთვის სიმონ ბეშიტაშვილი დააკავეს

სამართალდამცავების განცხადებით, ძველით ახალი წლის ღამეს დედოფლისწყაროში მომხდარი შემთხვევა გახსნილია. დედოფლისწყაროს პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიმონ ბეშიტაშვილი დააკავა.

სამართალდამცავების მტკიცებით, მან ახმეტაში მცხოვრებ ზაზა იოკურიძეს სანადირო თოფით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შემთხვევა დედოფლისწყაროში, ე.წ. „სამუხის“ ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც ბეშიტაშვილი და იოკურიძე ცხვარს მწყემსავდნენ. ადგილობრივების განცხადებით, შელაპარაკება ძაღლის ლეკვზე წამოწყებულ დავას მოყვა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით მომხდარში ეჭვმიტანილმა 20 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიატოვა, რის გამო მისი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტრადა.

დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, იოკურიძე თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად პაციენტი მკუნალობას რკინიგზის საავადმყოფოს, კრიტიკული მედიცინის ცენტრში განაგრძობს. ქირურგ გია ბოსტოღანაშვილის განმარტებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.

რკინიგზის საავადმყოფოს ექიმის ვასილ იაგანაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ წუთამდე რთული რჩება, მის სიცოცხლეს საფრთხე კვლავაც ემუქრება:

„მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. თუმცა, შემოყვანისას ის უფრო მძიმე ვითარებაში იყო. აღენიშნება ენდოტოქსიური და ჰიპომოვლენური შოკი. დიდი ოდენობით სისხლი აქვს დაკარგული, ამჟამად გადასხმები უტარდება,“ – აცხადებს ექიმი. /ქიზიყი/ ვიდეო>>

пятница, 13 января 2012 г.

რამდენი ადამიანი მოკლეს, რამდენმა თავი მოიკლა და რა ოდენობის ტრაგიკული მსხვერპლი იყო 2011 წელს დედოფლისწყაროში

გასული, 2011 წლის შეჯამების მიზნით, არქივს თვალი ყურადღებით გადავავლეთ. აღმოჩნდა, რომ 2011 წელს დედოფლისწყაროში საკმაოდ ბევრი ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა.
განსაკუთრებით მძიმე იყო 24 სექტემბერს მომხდარი ავტოავარია, რასაც დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები 7 ადამიანი და კიდევ ერთი მათი სტუმარი ემსხვერპლა. ჭოპორტის გზაზე, დუშეთიდან დედოფლისწყაროში მომავალ მიკროავტობუსში მსხდომი 8 მგზავრი დაიღუპა.

მთელი წლის განმავლობაში, 2011 წელს დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევების შედეგად სულ 24 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან სამი მათგანი მცირეწლოვანი ბავშვი, 11 კი ახალგაზრდაა.

დედოფლისწყაროში 2011 წელს ხუთი თვითმკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სამი ახალგაზრდაა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. 2011 წელს ორი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა.
* * *
– – – დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი, 42 წლის ზურაბ ბუთხუზი თბილისში საკუთარ სახლში 30 დეკემბერს მოკლეს. ზურაბ ბუთხუზის გვამი ახლობლებმა ბინაში ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. ის მეუღლესთან განშორების შემდეგ თბილისში მარტო ცხოვრობდა და ხალიჩების მცირე ბიზნესს მისდევდა.
მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. 1970 წელს დაბადებულ გრიგოლ ლომთაძეს ბრალი ბუთხუზის ცივი იარაღით მკვლელობაში ედება. მასთან ერთად დაკავებული არიან არჩილ ზაზიაშვილი და დავით შანავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის II-ე ნაწილით და 376- მუხლით მიმდინარეობს.
არჩილ ზაზიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ბუთხუზის ბინაში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, შემდეგ სასმელი შემოაკლდათ, რასაც შეკამათება მოჰყვა. მისი თქმით, გრიგოლ ლომთაძემ საწოლთან წაქცეულ ზურაბ ბუთხუზს დანით ორი დარტყმა მიაყენა.
მასპინძლის გარდაცვალების შემდეგ ბინაში კიდევ ერთი პირი, 24 წლის ზურაბ ქვლივიშვილი ავიდა, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულმა ლომთაძემ ძვირადღირებული სარეცხი მანქანისა და მაცივრის ბინიდან გატანასა და გაყიდვაში დახმარება სთხოვა. როგორც გარდაცვლილის დამ ნათელა ბუთხუზმა "შირაქს" განუცხადა, დაკავებულ ბოროტმოქმედებთან ზურაბს დიდი ხნის ნაცნობობა არ აკავშირებდა. განზრახ მკვლელობისთვის გრიგოლ ლომიძეს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ზაზიაშვილსა და ცანავას –7 წლამდე. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ზურაბ ქვლივიშვილი საპატიმროში 2-დან 4 წლამდე გაატარებს.

– – – 2011 წლის 2 იანვრის ღამეს, ქალაქ დედოფლისწყაროში, ბარათაშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტის წინ სანიაღვრე არხში მოსახლეობამ მოხუცი მამაკაცის გვამი შენიშნა. დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის ხათუნა ზურიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას ქალაქ დედოფლისწყაროში მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 80 წლის გიორგი მჭედლიშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა: ,,დედოფლისწყაროში სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოწამვლის შემთხვევები ხშირი იყო. მჭედლიშვილს თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, გვამი მაშინვე პროზექტურაში გადავიყვანეთ." შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მოხუცი სუპერმარკეტის კიბიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

– – – 5 იანვარს სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ 35 წლის ნასყიდა ჟიჟიაშვილს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა სააბაზანოში მოხდა. წყლის ელექტრო გამაცხელებელმა წყალზე დენი გადაიტანა.

– – – 2011 წლის 9 მარტს დედოფლისწყაროში მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ კეკიშვილი გლდანის იზოლატორში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის დამ, ფიქრია კეკიშვილმა გაზეთ „შირაქს“ განუცხადა, მამაკაცს საპყრობილეში ტუბერკულოზის მწვავე ფორმა განუვითარდა. პაციენტი საკანში ვერც მკურნალობის კურსს იტარებდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია: „7 წელი ჰქონდა მისჯილი და საკანში მხოლოდ 6 წელი გაატარა. ბოლოს ე.წ. „ტუბზონაში“ იმყოფებოდა. ციხეში ჯანმრთელი შევიდა, მაგრამ იქ დაავადდა. ვერ იმკურნალა, შესაბამისი ყურადღება ვერ მიაქცია და დაიღუპა. ამდენი ნერვიულობის ფონზე დედაც მალევე გარდამეცვალა,“ – ამბობს ფიქრია კეკიშვილი.
როგორც „შირაქმა“ გაარკვია, გარდაცვლილი ნიკოლოზ კეკიშვილი სასჯელს თანამზრახველთან, 32 წლის ბესიკ სააკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მკვიდრის, მარინა კაკალაშვილის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის იხდიდა.

– – – 29 მარტს სოფელ წითელწყაროში, ყოფილი ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეზობლებმა 84 წლის ნინა შოშიაშვილის გვამი იპოვეს, მას ძალადობის კვალი, ან რაიმე სახის გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

– – – 27 მაისს დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში გველის მიერ დაკბენილი 3 წლის ამილ გასანოვი დაგვიანებული მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარი მასშტაბურ სკანდალში გადაიზარდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა გზაში გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორმა ვანო ნატროშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რადგან მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.
საპირისპიროს ამბობდნენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. „მაქსიმუმ 30 წუთზე მეტი არ გასულა რომ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მივიყვანეთ. კარგია რომ მალე მოსულხართო, დააწვინეს და რაღაცა გაუკეთეს. არ უთქვამთ, რა ჰქონდათ, თუ არ ჰქონდათ და მერე, ბოლოს გვითხრეს, რომ შრატი არ გვაქვს და თბილისიდან რომ მოდის სასწრაფო ის მოიტანსო. სასწრაფო 5-6 საათის შემდეგ მოვიდა და ბავშვი გარდაიცვალა. თუ კი ვერ უშველიდა და არ ჰქონდა რამე საშუალება, გვეტყოდა, მიდით, გადაიყვანეთ სადმე, ან წამალი არ მაქვსო. ჩვენ მივხედავთ, კარგიაო და შედიოდა და გამოდიოდა. აბა, მწყემსმა კაცმა რა ვიცოდი, რას აკეთებდა“, - აღნიშნა გარდაცვლილი ბავშვის მამამ ნალიბ გასანოვმა.
2 ივნისს, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი, პრეზიდენტის მკაცრი განცხადების შემდეგ, 3 წლის ამილ გასანოვის განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააპატიმრეს. პროკურატურაში კი სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო. თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილი. დაპატიმრებული ექიმი კი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

– – – 28 ივნისს სოფელ კაჭრეთში, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტოავარიას დედოფლისწყაროში მცხოვრები ბებია ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის დინა ჩოფიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელიც რუსთავიდან დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, საბურავი გაუსკდა და ოთხი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა.
მომხდარის გამო სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომელი ამირან გონაშვილი დააკავეს. #4 სამმართველოს უფროს მაიორ დემურ კეკენაძის თქმით, ამირან გონაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილება მაშინვე შეუჩერდა. კეკენაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გონაშვილი დაწინაურებას აღნიშნავდა. დემურ კეკენაძის განმარტებით, გონაშვილს რიგითის წოდება ჰქონდა და პოლიციაში ახალი მიღებული იყო, ამდენად, მას ე.წ. „პაგონები“ არ ექნებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ თვითმხილველებიდან ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა ნასვამი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიზეზით მოხდა.
„კაჭრეთის რესტორანში 4–5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა, სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ, ფორმაც ეცვათ... როცა დათვრნენ „პაგონებზე“ ვარსკვლავები მოიხსნეს, ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ბევრი დალიეს, მერე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ–ერთს ეუბნებოდნენ უნდა მოგკლათო!... ამ ბიჭს შეეშინდა, გამოიპარა, ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა – მემუქრებიანო და დედოფლისწყაროში წავიდა. დანარჩენებიც დიდი სისწრაფით გაეკიდნენ. ცოტა ხანში ეს ავარიაც მოხდა,“ – ერთერთი თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ნაამბობი მედიით გავრცელდა. კაჭრეთის რესტორნის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მათთან ნამდვილად იქეიფეს, ძალიან დათვრნენ და კამათიც მოუხდათ. დაკავებული ამირან გონაშვილი დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილები. ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი საცხოვრებლად ქალაქ დედოფლისწყაროში ახლახან გადმოვიდნენ.
სასაზღვრო პოლიციელის მხრიდან ავტომობილის სისწრაფის გადაჭარბებისა და ადამიანის გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევა არ არის. დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელს ავტოავარიაში ადამიანი უკვე მეორედ შემოაკვდა. მათ სახელზე სამი ადამიანის გარდაცვალება ირიცხება, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთიც ახალგაზრდა ბიჭია.
სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის გოჩა მაძღარაშვილი გასულ წელს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, შედეგად ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა განაცხადეს, ბექა ბენზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. სადამსჯელო ღონისძიებები კაპრალ გოჩა მაძღარაშვილის წინააღმდეგაც განხორციელდა.

– – – 23 ივლისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. კაკლის ყურეში ხანძარს ნაკრძალის მორიგე რეინჯერის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ საბათლოში მცხოვრები 52 წლის დურსუნ სურმანიძე ბალახზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას დამოუკიდებლად ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და 60 მეტრი სიღრმის კლდეში ჩავარდა. რეინჯერმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ რეინჯერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. შანშიაშვილის თქმით, რეინჯერის ოჯახს გამგეობა ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.

– – – 3 აგვისტოს საღამოს, სოფელ ზემო მაჩხაანში, მამუკა ნატროშვილის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს 70 წლის ომარ ჭიღიტაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახის უფროსი, 45 წლის მამუკა ნატროშვილი კი სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკალა ფიროსმანაშვილმა განაცხადა, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მამაკაცების დაუდევრობის გამო ხანძრის გაჩენა სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია. ამას გარდა, იმავე დღეს კიდევ ერთი ხანძარი ადამიანის სხეულის დამწვრობით დასრულდა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელშიც. როგორც გვაცნობეს, სოფელ არხილოსკალოში სახლს ცეცხლი ელექტრო ღუმელიდან გაუჩნდა. 60 წლის გულიკო არაბულმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მოხუცმა ქალბატონმა სავარაუდოდ გონება დაკარგა და ელექტრო ღუმელს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

– – – დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული 30 წლის ვალოდია ლალაიანი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გაზეთ "შირაქის” ინფორმაციით, ცხედარი 10 აგვისტოს ღამით თავისსავე საცხოვრებელ სახლთან მეზობლად მდებარე მიტოვებულ სახლში ნახეს. გვამი მეზობლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი თქმით, იქვე სხვადასხვა მედიკამენტებიც ეყარა. სავარაუდოდ, ლალაიანმა თვითმკვლელობა მედიკამენტების დიდი დოზის მიღების შემდეგ განახორციელა.

– – – საბერძნეთში გარდაცვლილი 21 წლის რევაზ ჟამურელის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება 20 დღიანი დაგვიანებით მოხერხდა. ის საქართველოში 30 ივლისს ჩამოასვენეს და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში 31 ივლისს დაკრძალეს.
საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი თავართქილაძის განცხადების მიუხედავად, თითქოს ცხედრის გადმოსვენება 28 ივლისს ათენი–თბილისის რეისით მოხდებოდა, გადმოსვენება მაინც ვერ მოხერხდა. ელჩი ირწმუნებოდა, რომ ჟამურელის გადმოსვენების გაჭიანურება ოჯახის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა გარდაცვლილის ოჯახი, მათი თქმით, პროცესი დოკუმენტების არარსებობის გამო გაჭიანურდა.
ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში, კუნძულ კორსიზე 11 ივლისს იპოვეს. ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურებრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი საბერძნეთში ლეგალურად იმყოფებოდა. კუნძულ კორსიზე ის 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა.

– – – დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული კიდევ ერთი მამაკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დუშეთში, მამა-პაპისეული სახლის მეზობლად მიტოვებულ ბინაში 14 აგვისტოს რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. დედოფლისწყაროში თამარის ქუჩაზე მცხოვრებ 39 წლის ზვიად გოგოჭურს ახლობლები რამდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ. მის ცხედარს სწორედ მისმა ძმამ მიაგნო.
,,ბოლო პერიოდში არსად ჩანდა. ეგონათ შატილში იყო, მაგრამ დარეკეს და იქ არ აღმოჩნდა. ზვიადს ქალაქ რუსთავში დები ჰყავს, გაირკვა, რომ არც იქ იმყოფებოდა. შემდეგ დუშეთში გარდაცვლილი იპოვეს. არავინ არ იცოდა რა მოხდა, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. თავი მოიკლა, თუ ვინმემ მოკლა, ამასაც არავინ ამბობდა," - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი თამარ მინდიკაური.
,,დუშეთში პაპისეული ბინა აქვთ. ახლახან, შატილობის დღესასწაულს ძმასთან ერთად ესწრებოდა. მერე ძმამ ზვიადი გამოაცილა და თვითონ დუშეთში მისი პაპის ბინაში დარჩა. ძმას ეგონა, რომ დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა. რამდენიმე დღე რომ არსად გამოჩნდა, მერე რუსთავში დებთან დარეკეს, ზვიადი არც რუსთავში აღმოჩნდა, არც დედოფლისწყაროში. ძებნა დაიწყეს და იქვე დუშეთში, პაპისეული სახლის მახლობლად მდებარე მიტოვებულ ბინაში იპოვეს. ვენები ჰქონდა გადაჭრილი," - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ნათელა გოგოჭური.

– – – 18 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში მომუშავე მწყემსი ფერმის მეპატრონემ გარდაცვლილი იპოვა. ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 61 წლის ოთარ ზაქაიძე რამდენიმე დღის გარდაცვლილი აღმოჩნდა, ის ფერმაში მარტო მუშაობდა. როგორც შსს დედოფლისწყაროს სამმართველოში აცხადებენ, მამაკაცის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია.

– – – 7 სექტემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში ძნელაძის ქუჩაზე მცხოვრები 53 წლის პაატა პაპიაშვილი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა და არც რაიმე სახის პრობლემა აწუხებდა.

– – – ქალაქ დედოფლისწყაროში ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 64 წლის ლერი ნატროშვილი, რომელიც ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში გადაიყვანა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ღუდუშაურის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მამაკაცს იმდენად მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა, გადარჩენა შეუძლებელი გახდა. უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში 2011 წლის 1 სექტემბერს მოხდა.

– – – 18 სექტემბრის საღამოს ელიას მთაზე მდებარე ტაძრის ჯებირიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები 45 წლისზურაბ ლურსმანაშვილი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა: „ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ელიას მთაზე მდებარე ეკლესიაში მეგობრებთან ერთად სალოცავად იყო ასული,“ – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. „მკვლელობის ვერსია გამოირიცხა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია ენიჭება,“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს პოლიციაში.

– – – 24 სექტემბერს საღამოს დუშეთის რაიონში საზარელი ავტოავარია მოხდა, შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეებისა და ნაკაშიძეების ოჯახების რვა წევრი დაიღუპა. ჭოპორტის გზაზე გარდაცვლილთა შორის 3 წლის ბავშვი და მისი 24 წლის დედაც არიან.
3 წლის ბაჩო შაინიძე მცხეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ხოლო, ბავშვის დედა, სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი 22 წლის თეონა ნაკაშიძე და ბიძა 25 წლის თენგო ნაკაშიძე ადგილზე გარდაიცვალნენ. მათი დედა 47 წლის ნაზი ხილაძე–ნაკაშიძე მეათე დღეს, 4 ოქტომბერს ღუდუშაურის კლინიკაში უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
შეჯახების შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპნენ ასევე სამთაწყაროში მცხოვრები 29 წლის ნოდარ ხილაძე და მისი მეუღლე 27 წლის ნესტან ხილაძე, ასევე ოჯახის უფროსი 50 წლის შაქრო ხილაძე, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლი იყო.
გარდაცვლილია ასევე, მათთან ერთად სტუმრად მყოფი, ბათუმში მცხოვრები 18 წლის მერი ზოიძე. მას სასწრაფო ოპერაცია მცხეთის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მედიკოსების განმარტებით, გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ფორდის მარკის მიკროავტობუსში სულ 16 მგზავრი იმყოფებოდა, ის მორებით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად 12 მგზავრი დაშავდა. როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, ავარიის გამომწვევი სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსი გახდა. „სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი სამარშრუტო ტაქსი გახდა", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც შეშის მორები გადაჰქონდა, ფასანაურიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი მოულოდნელად დაეჯახა. ავარიის დროს "ოპელის" მარკის ავტომანქანაც დაზიანდა, რომელსაც კამაზიდან გადმოვარდნილი ხის მორი დაეცა.
როგორც სამთაწყაროს მკვიდრმა, მომხდარის თვითმხილველმა ამირან ხილაძემ "შირაქს" განუცხადა, მათი ნათესავისვე კუთვნილი მიკროავტობუსით სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეები ნათლობაში იმყოფებოდნენ, დედოფლისწყაროში დაბრუნების დროს კი დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მათი მანქანა სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. გარდაცვლილების ახლობლებს ადგილზე მიუსამძიმრეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და პარლამეტის წევრმა ავთანდილ ლეკაშვილმა. გარდაცვლილების ცხედრები დედოფლისწყაროში, სოფელ სამთაწყაროში დაკრძალეს.

– – – 26 სექტემბერს დიდი ოდენობით მედიკამენტების არასწორად მიღების შედეგად კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები 78 წლის ანიკო მერაბიშვილი გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მოხუც ქალბატონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა და გადაადგილება უჭირდა.

– – – 13 ნოემბერს დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები სტუდენტი, 19 წლის დავით წიკლაური თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ფარდის მეშვეობით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი თბილისში, ხომლელის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დასთან ერთად ცხოვრობდა. ის პირველი კურსის სტუდენტი იყო და კერძო ფირმაში მუშაობდა. ახლობლების განმარტებით, სულ ორი თვე იყო, რაც ის დედაქალაქში გადავიდა.
როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, თვითმკვლელობის მომენტში თავად დედოფლისწყაროში იმყოფებოდა, ძმა კი თბილისში მარტო დარჩა, უკან დაბრუნებულს ის ჩამომხრჩვალი დახვდა. „დილის ცხრა საათზე დავურეკე, ვესაუბრე, არაფერი შემიმჩნევია. 11 საათზე უკვე თბილისში ვიყავი. თვითმკვლელობაც ამ შუალედში მოხდა,” – აცხადებს გარდაცვლილის და ნონა წიკლაური.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილია ორი წერილი, ერთში 19 წლის ბიჭი თვითმკვლელობაზე საუბრობს და ოჯახის წევრებს პატიებას სთხოვს, მეორე წერილში კი აღნიშნავს, რომ კარს ღიას ტოვებს. ნათქვამია წერილში. დამ ნაწერში ძმის კალიგრაფია ამოიცნო.

– – – 29 ნოემბერს გამთენიისას ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე ბანკი „კონსტანტას“ მშენებარე ოფისის ეზოში, დარაჯის ოთახს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 77 წლის გიორგი ოზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ოზაშვილი სამშენებლო სამუშაოებს დარაჯობდა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განაცხადეს, შეტყობინება დილის 4:37 წუთზე შევიდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა საყარაულო ოთახში მხოლოდ მამაკაცის გვამის ნაწილები იყო.

– – – 2011 წლის 9 დეკემბერს დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი გარდაიცვალა. თალიკო ქამაშიძე მშობიარობამდე მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ახალშობილი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია. ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა, ეს მეორე მშობიარობა იყო, პაციენტი წარმოშობით სოფელ სამთაწყაროდანაა და ქალაქ დედოფლისწყაროშია გათხოვილი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედპერსონალის ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ მხრივ პრეტენზიები არც გარდაცვლილის ოჯახს გამოუხატავს.

– – – 26 დეკემბერს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაფიქსირდა დედოფლისწყაროს რაიონში. სოფელ სამთაწყაროსთან მდებარე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომლებმა გამთენიისას 59 წლის ალბერტ სამუკაშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი სასტიკად არის ნაწამები და ყელი აქვს გამოჭრილი.
გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ მამაკაცი ახლობლის ფერმაში საქონლის სადარაჯოდ 1 დღით იყო მისული. „30 მეტრი არის ნათრევი და სისხლის კვალიც არის. საქონლის ფერმის მეპატრონის დედა გარდაიცვალა და მათ მაგივრად დროებით მამაჩემი დარაჯობდა, იმ დილით უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენ არაფერი ვიცოდით და პოლიციამ გვითხრა, რომ მამაჩემი მოკლული იყო,“ – აცხადებს გარდაცვლილის ვაჟი.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ვერსიით მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან არაფერია წაღებული. მამაკაცის ცხედარი სოფელ სამრეკლოში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
სასტიკი მკვლელობა უკვე გახსნილია. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს, რომელმაც 59 წლის ალბერტ სამუკაშვილი ჯერ აწამა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილიც და მოკლულიც მწყემსები იყვნენ, რომელთა შორისაცურთიერთშელაპარაკება მოხდა. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ 1969 წელს დაბადებულ იარუჯი ფაშაევს ეძებს.

– – – უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისწყაროდან უკვე მერამდენე თვეა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულად ორი მამაკაცი ითვლება. არხილოსკალოში მცხოვრები 14 წლის ვასილ წიკლაურისა და სოფელ ქვემო ქედში მცხოვრებ 34 წლის ემზარ გოგოლაურის კვალი ამ დრომდე არ ჩანს.
გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. ის მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოაძევეს. დაკარგულის ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცს ცვლილებები სწორედ მას შემდეგ დაეტყო და ოჯახთან განშორებას მწვავედ განიცდიდა.
დაკარგულის მამა მათე გოგოლაური თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა:
,,გაუჩინარების წინა ღამეს, 4 საათი იქნებოდა, როცა მისი ოთახიდან ხმაური მომესმა. კარი შევხსენი, დავინახე, წინ თოფი ედო და სასხლეტს აწვალებდა (ტირის). დავამშვიდე, ვთხოვე დაეძინა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ... პრობლემა არ ჰქონდა, რომ ამის გამო თვითმკვლელობაზე ეფიქრა. ბოლო დროს ემოციური გახდა, მშივრები დავიხოცებითო – ამბობდა. შვილები ენატრებოდა, სულ მათ სურათებს დაჰყურებდა. ვაპირებდით, რომ ნევროპათოლოგთან წაგვეყვანა და გვემკურნალა, მაგრამ არ დაგვცალდა... ეზოდან რომ გადიოდა, რამდენჯერმე ვთხოვე შეჩერებულიყო, მაგრამ სანამ მოვტრიალდი, უკვე აღარსად ჩანდა. პოლიცია პირველივე დღიდანვე გამოვიძახეთ. გაწვრთნილი ძაღლებიც მოიყვანეს, ყველგან ეძებეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კვალი მდინარე ალაზნის ნაპირთან გზაზე იკარგება. პირველად შირაქის ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ სოფელ ოზაანშიც შენიშნეს, წნორის ტაქსის მძღოლს უნახავს ტიბაანში, სპორტული ტანსაცმელი ეცვაო," - განუცხადა "შირაქს" მათე გოგოლაურმა.
მეორე დაკარგული კი სახლიდან 2010 წლის 26 სექტემბერს, მეგობართან დათო ბურდულთან ერთად სანადიროდ გავიდა და თან ძაღლი წაიყვანა. მას შემდეგ მოზარდს ვერსად მიაგნეს, ხელჩასაჭიდ ინფორმაციას ვერც მისი მეგობარი ამბობს.

ილია მარტყოფლიშვილი – გაზეთი "შირაქი"
კრიმინალური ანგარიში – 2011

სოფელ ზემო ქედში პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 1989 წელს დაბადებული დავით მამულაიძე დააკავეს.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 120–ე და 238–ე მუხლებითაა აღძრული, რაც ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანებას და ასევე, ცივი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. პოლიცია დაზარალებულის ვინაობას არ ახმაურებს.

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა მამულაიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე უკვე იმსჯელა.

20 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი, ბიუჯეტის სასარგებლოდ, რა ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს დაკავებულს და როდის დატოვებს წინასწარი დაკავების იზოლატორს.

სიღნაღის პროკურატურის პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა ხსენებულ საქმეზე საპროცესო შეთანხმებისთვის კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად სხდომის გადადება ითხოვა. /ქიზიყი/

გამოხმაურება: მედიანიუსი ; geworld ; ნიუსლაინი ;

четверг, 12 января 2012 г.

CENN-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ

Exclusive - „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ CENN დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 13 იანვარს საქმიან შეხვედრებს გამართავს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა „ქიზიყს“ აცნობა, შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დღის 13:00 საათისთვის დაიწყება, შეხვედრაზე ჟურნალისტებიც არიან მიწვეულნი.

შეხვედრის დასრულებისთანავე მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდებიან და სამომავლო გეგმებს ერთობლივად დასახავენ.

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გაუდაბნოებისკენ განსაკუთრებით არის მიდრეკილი, ამიტომ კლიმატის ცვლილების პროცესის შესაჩერებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

CENN-ის მწვანე ცენტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ ბულაჩაურში მდებარეობს, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ბორჯომის, ხელვაჩაურის, ქედასა და ახალციხის 42 სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს მასპინძლობდა. საგანმანათლებლო ბანაკის პერიოდში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი თემატურ ლექციქ–სემინარებში, გარემოსდაცვით თამაშებსა და საველე გასვლებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტ «კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების» ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11-დღიანი ეკობანაკიც გახსნა. ბანაკის გახსნაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზედგინიძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი შონვაძემ მიიღეს. /ქიზიყი/
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы