пятница, 29 июля 2011 г.

სოციალური განუკითხაობა დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების ცენტრმა ბუნტურების მრავალშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება გასულ წელს შეუწყვიტა. ირმა ბუნტური დედოფლისწყაროში ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს. ალიზით ნაშენ ოროთახიან სახლში ჭერი და კედლები იშლება, კარებს და ფანჯრებს მინები არ აქვს, სახურავი დაზიანებულია და ოთახებში წყალი ჩადის.

ბავშვების მამა უკვე 2 წელია ცალკე ცხოვრობს, დედა კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. ექვსსულიანი ოჯახის შემოსავალი ირმა ბუნტურის პენსიაა 70 ლარის ოდენობით.
„ორივე მენჯ-ბარძაყი პროთეზირებული მაქვს. სიარულიც მიჭირს, რის გამოც ფიზიკურად ვერ ვმუშაობ. ჩემი პენსიით გაგვაქვს თავი. ფქვილს ვყიდულობ, პურს ვაცხობ და ძირითადად ეს არის ჩვენი საჭმელი. არც ბოსტანი მაქვს და არც ძროხები მყავს. სოციალური დახმარება სანამ გვქონდა, ბავშვებს სასკოლო წიგნებს სახელმწიფო აძლევდა. ახლა დახმარება აღარ გვაქვს. 4 შვილი ისევ სკოლის მოსწავლეა, 500 ლარის მარტო წიგნები სჭირდებათ, ამდენი ფული სად მაქვს? ბავშვი საოპერაციო მყავს, კისტა აქვს და ვერ მიმიხედია. ოპერაცია 2 500 ლარზე მეტი ჯდება, ჩვენ კიდევ პოლისიც აღარ გვაქვს,“ - აღნიშნა ირმა ბუნტურმა.
დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების ცენტრმა ოჯახს დახმარება იმ მიზეზით შეუწყვიტა, რომ თითქოს ირმა ბუნტური დედის ოჯახთან ხელოვნურად არის გაყრილი და ცალკე მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღოს.
„სოციალურ სააგენტოში მითხრეს, ოჯახთან ხელოვნურად ხარ გაყრილიო. ჩემი დედა და და გვერდით ცხოვრობენ. ისინიც გაჭირვებულები არიან. დედას ინსულტი აქვს გადატანილი, და კი ვაჭრობს და თავს ამით ირჩენენ. ჩვენ ვერაფრით გვეხმარებიან. უკვე 20 წელია ამ სახლში ვცხოვრობ და ახლა მეუბნებიან, ოჯახთან ხელოვნურად ხარ გაყრილიო. 2009-2010 წელს 5 თვე ვიღებდი დახმარებას. მერე დედის ოჯახთან ერთად გადაგვამოწმეს და დახმარება შემიწყვიტეს. მათ ახალი ტექნიკა ჰქონდათ შეძენილი და ამის გამო ჩვენ დაგვტოვეს პურის ფულის გარეშე, თორემ ამ სახლში ვერაფერს ნახავდნენ, სახლი თავზე გვენგრევა,“ - ამბობს ირმა ბუნტური.
იმ ფაქტს, რომ ირმა ბუნტური და მისი შვილები ცალკე ოჯახად ცხოვრობენ, ისიც ადასტურებს, რომ ისინი „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ და „სოკარ ჯორჯია გაზ კახეთის“ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრებში აბონენტებად არიან რეგისტრირებულები. მათ სურსათის და ელექტროენერგიის ვაუჩერებიც ცალკე მიიღეს.
დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების ცენტრში ადასტურებენ, რომ ექვსსულიანი ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი ხელოვნური გაყოფა გახდა.
„ამ ოჯახს დახმარება ხელოვნური გაყოფის მიზეზით შეუწყდა. მათ 3 ივნისიდან შეეძლოთ გადამოწმების თაობაზე ხელახალი განაცხადით მოემართათ სოციალური მომსახურების ცენტრისთვის, მაგრამ ჯერჯერობით განცხადება არ დაუწერიათ,“ - განაცხადეს დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების ცენტრში.
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, ოჯახს სოციალური დახმარება უკანონოდ შეუწყდა.
„ოჯახს სოციალური დახმარება არასწორად შეუწყვიტეს. ირმა ბუნტური დედის ოჯახთან ხელოვნურად გაყრილი არ არის. ოჯახი ცალკე სარგებლობს ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით. შესაბამისად, კომუნალური გადასახადების ქვითრებიც აქვთ. ამასთან, გამგეობა ოჯახს ყოველთვიურად, ელექტროენერგიის გადასახადს - 12 ლარს ურიცხავს, ანუ თვითმმართველობის ორგანოშიც კარგად იციან, რომ ირმა ბუნტური და მისი შვილები ცალკე ოჯახად ცხოვრობენ. ჩვენ ოჯახში ვიზიტი გაუფრთხილებლად განვახორციელეთ. მათ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია რომ უნდა მივსულიყავით. ვიზიტის დროს ირმა ბუნტური და მისი შვილები თავიანთ, პატარა სახლში იმყოფებოდნენ. ირმა ბუნტური სოციალური მომსახურების ცენტრში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე განაცხადს უახლოეს დღეებში შეიტანს. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს შესაბამის იურიდიულ დახმარებას გავუწევთ და სააგენტოს სასამართლოს გზით დავუმტკიცებთ, რომ ბუნტურების ოჯახი ცალკე ცხოვრობს“, - განაცხადა ლია ხუროშვილმა.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი
იხილეთ ფოტორეპორტაჟი>>

შირაქის ველზე 350 ჰა ნაყანები დაიწვა

დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე, 350 ჰექტარზე ნაყანები დაიწვა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკა ფიროსმანაშვილმა განუცხადა, ხანძარი 3 ადგილზე იყო და დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ცეცხლი ახლადგაშენებულ ქარსაცავ ზოლში არ გავრცელებულიყო. 

„ძალიან ცხელა და ხანძრის შემთხვევები გახშირდა. მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, სიგარეტის ნამწვის გადაგდების შედეგადაც კი ხანძარი ჩნდება", - განაცხადა ნიკა ფიროსმანაშვილმა.

* * *

სამთაწყაროს მოსახლეობა სოფელში გუბერნატორის ჩასვლას ითხოვს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა სოფელში გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ჩასვლას ითხოვს. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, სამთაწყაროს სარწყავი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც მოსავალი მთლიანად ხმება და სოფელს შიმშილობა ემუქრება, _ აცნობეს "მედიანიუსს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.
„ჟურნალისტებსაც დავურეკეთ, გააშუქეს, მაგრამ წყალი ისევ არ გვაქვს. რაც გვალვას გადაურჩა, ისიც ხმება. ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს. წყლის კომპანიაში გვითხრეს, რომ მოხმარება დიდია და წყალი სამთაწყარომდე ვერ აღწევსო. ამიტომ ვითხოვთ, რომ სოფელში გუბერნატორი ჩამოვიდეს, კვირაში ერთი დღე მაინც მოგვცენ სარწყავი წყალი“, - აღნიშნეს საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებლებმა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სოფელს სარწყავი წყალი შეგნებულად არ მიეწოდება. „დაინტერესებულ პირს სამთაწყაროში ზეთისხილის პლანტაციის გასაშენებლად 300 ჰექტარი მიწის შესყიდვა უნდა. აქამდე მიწას არ ვყიდდით, ახლა კი იძულებულები გავხდებით, მიწა გავყიდოთ, რომ მოსავლის მოსაყვანად აღებული ვალები გადავიხადოთ“, - განაცხადეს სამთაწყაროს მაცხოვრებლებმა.
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, გუბერნატორი 4 აგვისტოს ჩათვლით შვებულებაშია. „სარწყავი არხი წყლით არის სავსე. სამთაწყარომდე წყალი იმიტომ ვერ ჩადის, რომ სოფლებში დიდი მოხმარებაა. ჩვენ ვერ ვეტყვით მაგალითად ვაქირელ, ანაგელ ან გურჯაანელ გლეხებს, რომ თქვენ არ მორწყათ, წყალი სამთაწყაროში უნდა გავუშვათო. ეს ცოტა კომიკურია“, - აღნიშნა სიბაშვილმა.

четверг, 28 июля 2011 г.

,,თავისუფალი საქართველო” შესაბამის ორგანოებს დედოფისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაცია, შესაბამის ორგანოებს და კონტროლის პალატას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს, რათა მის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები.

,,თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწაყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამილა გურაშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროში იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ ,,მოწყალე ნათესავები” მუნიციპალიტეტის გამგეობაში, წლობით უწევთ ხვეწნა დახმარებაზე.

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრები 85 წლის მარიამ ჯანაშვილი ამის ნათელი მაგალითია. მან 2010 წელს მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით, რომ გაეთვალისწინებინა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და საცხოვრებელი სახლის შეკეთებისთვის გამოეყოთ 500 ლარის ოდენობის დახმარება, რაც სამწუხაროდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, აღნიშნულის შედეგად კი პენსიონერ ქალბატონს ერთი წლის შემდეგ სახლი საბოლოოდ ჩამოეშალა და დარჩა ღია ცის ქვეშ”- აცხადებს თამილა გურაშვილი.

მისი თქმით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არიან ისეთებიც, ვისთვისაც მოწყალების კარები ღიაა, ასეთები კი გამგეობის პირველი პირების ახლო ნათესავები არიან.

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუდმივი მმართველი ლევან ბაღაშვილი ხელგაშლილია საკუთარი ნათესავების მიმართ და თანხებს არც ფასადური და კოსმეტიკური შეკეთებისთვის იშურებს, მაშინ როდესაც პენსიონერი ქალბატონისთვის 500 ლარი ვერ გამოინახა. გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა საკუთარ ნათესავს ავთანდილ ბაღაშვილს საკუთარი სახლის ფასადური შეკეთებისათვის 6 ათასი ლარი გამოუყო. დახმარების გასაწევთა სიაში ასევე ,,აღმოჩნდა” მისი ახლო ნათესავი დავით ბაღაშვილი”- აცხადებს თამილა გურაშვილი. /მედიანიუსი/

среда, 27 июля 2011 г.

დედოფლისწყაროს რაიონში ბრუცელოზით 42 წლის ქალი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონში ბრუცელოზით 42 წლის ქალი გარდაიცვალა. ავადმყოფი ჯერ რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, _ აცნობეს მედიანიუსს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან.

ქალბატონი წლების განმავლობაში საქონლის ფერმაში მუშაობდა. მას ერთი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ლალი ალადაშვილის თქმით, მათ სამსახურში ბრუცელოზით ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა რეგისტრირებული არ არის. „საავადმყოფოს ინფექციონისტი ვალდებულია, რომ მონაცემები მოგვაწოდოს, თუმცა თუ მართლაც მოხდა ასეთი რამ, რატომ არ გვაქვს ეს ინფორმაცია, გავარკვევ“, - განაცხადა ალადაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კახეთში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების რიცხვი გაიზარდა. 2009 წელს რეგიონში ადამიანების ბრუცელოზით დაავადების 106 შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც 2008 წელთან შედარებით მეტია. 2010 წელს კი 135 შემთხვევაა რეგისტრირებული. 2011 წლის სტატისტიკა ჯერ გამზადებული არ არის. სპეციალისტების თქმით, დაავადების ყველა შემთხვევა რეგისტრირებული არ არის.

ადამიანების ბრუცელოზით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოს რაიონშია გამოვლენილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ეპიდემიოლოგის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, საგარეჯოს ბევრ სოფელში მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევს, რაც დაავადების მეტ შემთხვევას განაპირობებს.

„ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა. ის ადამიანზე ცხოველიდან გადადის. აზერბაიჯანულ სოფლებში ცხვრის დიდი ფარები ჰყავთ. საქონელი ივრის პირებზეა გაშლილი. ტერიტორია ნაკლებად კონტროლდება, რაც დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა ნელი ხიზანიშვილმა. /მედიანიუსი/

вторник, 26 июля 2011 г.

21 წლის რეზო ჟამურელს ზემო ქედში 28 ივლისს ჩამოასვენებენ

საბერძნეთიდან 21 წლის რეზო ჟამურელის ცხედა საქართველოში 28 ივლისს გადმოასვენებენ. ამის შესახენ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჟამურელის გადმოსვენება აქამდე ოჯახის ფინანსური პრობლემის გამო ვერ ხერხდებოდა. ის ასევე კატეგორიულად უარყობს საკონსულოს მიმართ ჟამურელის ოჯახის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ცხედრის გადმოსვენებისთვის საბერძნეთში საქართველოს საკონსულო პრობლემით არ ინტერესდება.
„ჩვენი კონსული ოჯახთან ყოველდღიურ კონტაქტზე იმყოფება. რეალურად პრობლემა არ არსებობს, რადგან კონსულის უშუალო ჩარევით გვამი უკვე კუნძულიდან, სადაც ის დაიღუპა, ათენში გადმოასვენეს და მას ხუთშაბათს, ათენი-თბილისის რეისით გადმოასვენებენ. აქამდე მისი გადმოსვენება ოჯახის ფინანსური პრობლემის გამო ვერ ხერხდებოდა“, , - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თავართქილაძემ.

თავათქილაძის თქმით, რეზო ჟამურელი დაახლოებით 2 კვირის წინ საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. გარდაცვილის ოჯახის წევრების განცხადებით, რეზო ჟამურული საბერძნეთში ლეგალურად იყო წასული და ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა. /ქიზიყი/

* * *

"ჩვენ თვითონ" პირუტყვის სასწრაფო ვაქცინაციას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ” ხელისუფლებას მოუწოდებს, საგანგებო ზომები გატაროს ჯილეხის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად.

ამის შესახებ დღეს პარტიის წარმომადგენელი გიორგი ხოკერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს ჯილეხით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

,,წელს დაავადების ეპიცენტრი საგარეჯოა, თუმცა, დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა დედოფლისწყაროში, ახალციხეში, ბაღდადში, დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროშიც. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გვაქვს ლეტალური შემთხვევაც. ჯილეხით დაიღუპა 65 წლის მამაკაცი”, _ განაცხადა ხოკერაშვილმა და დასძინა, რომ ჯილეხის გავრცელების მიზეზი ვეტერინარული კონტროლის შესუსტება გახდა.

ხოკერაშვილი სანიტარული ნორმების დაცვას აუცილებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაავადების ძირითადი წყარო რქოსანი პირუტყვია, თუმცა, დაინფიცირება შესაძლებელია მიწასთან კონტაქტითაც.

,,დაცემული ცხოველი უნდა დაიწვას ან დამუშავდეს სადეზინფექციო ნივთიერებით და ღრმად დაიმარხოს. ასეთი სამარხები, უნდა იყოს შემოსაზღვრული და გაკეთებული უნდა ჰქონდეს სათანადო წარწერა. რასაც ჩვენთან ყურადღება არ ექცევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თუ პირუტყვი აცრილია, დაავადების საფრთხე არ არსებობს. მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ახდენს პირუტყვის დროულ და სრულფასოვან ვაქცინაციას”, - აღნიშნა ხოკერაშვილმა.

“ჩვენ თვითონ” სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეახსენებს, რომ კანონი ვეტერინარიის შესახებ პირდაპირ ავალდებულებს მას ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლს, ასევე ცხოველთა და ადამიანების საერთო დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვას. /ქიზიყი/

* * *

საბერძნეთში გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის დედოფლისწყაროში ჩამოსვენება 15–ე დღეა ვერ ხერხდება

11 ივლისს საბერძნეთის კუნძულ კორსიზე გარდაცვლილი 21 წლის რევაზ ჟამურელის სამშობლოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ გარდაცვლილის დედა ზაირა ჟამურელმა განუცხადა, პროცესი შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო ჭიანურდება.

ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურეობრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, რა დროსაც ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.
ბერძნული გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ:
,,ნათესავების უმრავლესობა იქ გვყავს, მაგრამ დოკუმენტების შეგროვებას კვლავაც ვერ ახერხებენ და გადმოსვენების საკითხი გაჭიანურდა. გვამი ამ დრომდე კუნძულის პროზექტურაშია. ხელისუფლებას ვთხოვთ, დაგვეხმარონ," - აცხადებს ზაირა ჟამურელი.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი კუნძულ კორსიზე 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა. /ქიზიყი/

понедельник, 25 июля 2011 г.

ვაშლოვანის ნაკრძალში გაჩენილ ხანძარს რეინჯერის სიცოცხლე ემსხვერპლა

EXCLUSIVE - უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. კაკლის ყურეში გაჩენილ ხანძარს ნაკრძალის მორიგე რეინჯერის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც რადიო "ჰერეთს" ინტერნეტ გაზეთ "ქიზიყიდან" აცნობეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში მცხოვრები 52 წლის დურსუნ სურმანიძე ნაკრძალში ბალახზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას დამოუკიდებლად ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და 60 მეტრი სიღრმის კლდეში ჩავარდა. რეინჯერმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო, რის შედეგადაც სურმანიძე ადგილზე გარდაიცვალა. მისმა თანამშრომლებმა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
,,ხანძარი სავარაუდოდ, მაღალმა სიცხეებმა გამოიწვია, დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს. როგორც ვიცი, მორიგე რეინჯერი სურმანიძე ცეცხლს ხის ტოტების დახმარებით, უკანსვლით, აქრობდა და უკან არ იყურებოდა. ამ დროს კი ხევში ჩავარდა. ცხადია, გარდაცვლილის ოჯახს ჩვენც დავეხმარებით და ფინანსურ დახმარებას დაცული ტერიტორიების სააგენტოც გამოყოფს," - აცხადებს ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციის უფროსი მერაბ ფიროსმანაშვილი.
როგორც შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში აცხადებენ, მამაკაცის გვამი შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად სამართალდამცველებმა ქალაქ გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში სამშაბათს გადაასვენებენ და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძღულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 21 июля 2011 г.

დედოფლისწყარო უკრაინის კიდევ ორ რაიონს დაუმეგობრდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ამჯერად ლუგანსკის ოლქის ორ რაიონს კრემენსა და სტანიჩნალუგანკს დაუმეგობრდა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დედოფლისწყაროს დელეგაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის, მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 10 დღით სტუმრობდა.
როგორც დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, ეს ვიზიტი ქართველი და უკრაინელი ხალხის დამეგობრებისა და დაახლოებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
“დაძმობილებული ქალაქების ურთიერთობა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, კერძოდ, კრემენის რაიონის ახალგაზრდულ ბანაკში დაისვენებენ ქართველი და უკრაინელი ბავშვები. ხოლო სტანიჩნალუგანსკსა და ჩვენს მუნიციპალიტეტს შორის იგეგმება კულტურული გაცვლითი პროგრამების ამოქმედება” – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.
დელეგაციის წევრების განმარტებით, დედოფლისწყაროსა და ლუგანსკის ოლქს საერთო ის აქვს, რომ ორივეგან წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. “ჩვენ ვთვლით, რომ ამ რეგიონთან დამეგობრება ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობების განვითარებას” – აცხადებენ დელეგაციის წევრები.
„უკრაინელები ძალიან თბილი ხალხია და გულთბილი დახვედრაც მოგვიწყეს. ლუგანსკის ოლქის გუბერნიაში გვქონდა შეხვედრა, დავათვალიერეთ უკრაინული სავარგულები, გადამამუშავებელი ქარხნები… ქვანახშირის მომპოვებელი საბადოც მოვინახულეთ. ვეწვიეთ ბიბლიოთეკას და რამაც განგვაცვიფრა, ეს იყო ქართული კუთხე, სადაც გამოფენილი იყო ქართველი მწერლების ცნობილი წიგნ ები. ბიბლიოთეკის თანამშრომლები კარგად იცნობენ ქართველ ლიტერატორებს, იცნობენ ჩვენს მწერლებს, პოეტებს. ყველაზე ამაღელვებელი შეხვედრა კი ქართულ დიასპორასთან გველოდა” – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე და დასძენს, რომ ლუგანსკის ოლქსა და დედოფლისწყაროს შორის ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო, ცოტა ხანში ის აქტიურ ფაზაში შევა.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ლუგანსკის ოლქის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში იმყოფებოდნენ და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.

დუეტი "ჯორჯია" დედოფლისწყაროს ეწვევა

იურმალას გამარჯვებული ქართული დუეტი "ჯორჯია" საკონცერტო ტურნეს კახეთის რეგიონიდან იწყებს. როგორც პროდიუსერმა ბექა ხალათაშვილმა გვაცნობა, ყველასთვის საყვარელი მომღერლები რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე დედოფლისწყაროს 26 ივლისს ეწვევიან. კონცერტში მონაწილეობას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის რეიტინგულ პროექტ "ნიჭიერის" მომღერლებიც მიიღებენ. სოლო-კონცერტი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

როგორც ტურნეს ორგანიზატორი, პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, დუეტი "ჯორჯია" დედოფლისწყაროელი მაყურებლის წინაშე 2 საათიანი პროგრამით წარსდგება. საბოლოო ჯამში მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ 20-ზე მეტ ძველ და ახალ სიმღერას შეასრულებენ.

"მაკას და რატის ძალიან უყვართ კახეთი და კახელები, ამიტომაც გადაწყდა, რომ რეგიონებში მათი საკონცერტო ტურნე თავდაპირველად სწორედ კახეთის რეგიონიდან დაწყებულიყო. კონცერტი დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ჩატარდება. ვგეგმავთ, რომ საუკეთესო აპარატურა და თანამედროვე სპეც-ეფექტების განათებები დავამონტაჟოთ. რაც ყველაზე უმთავრესია, სოლო კონცერტები ცოცხალი შესრულებით გაიმართება. შესრულდება რამდენიმე სიმღერის პრემიერა. რატიმ და მაკამ სულ ახლახან ჩაწერეს რომა რცხილაძის უძველესი სიმღერა "ვარსკვლავები", რომელიც ახალი ინტერპრეტაციით გაიჟღერებს. გადაწყდა, რომ ამიერიდან რატი და მაკა ყველა კონცერტს ამ სიმღერით დაასრულებენ. ძალიან კარგი კომპოზიცია გამოვიდა და ვფიქრობთ, რომ კონცერტის დასკვნით ნაწილს ძალიან მოუხდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოლო-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე "ნიჭიერის" მომღერალი მარიამ ტომარაძე. ასე რომ, მაყურებელს ბევრ ახალ პრემიერას და სიურპრიზს შევთავაზებთ. ეტაპობრივად ყველა რაიონის მონახულებას ვაპირებთ და დუეტ "ჯორჯიას" სოლო-კონცერტის ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ," - აცხადებს პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი.

როგორც გაზეთ "ქიზიყმა" გაარკვია, ტურნეს მხარდამჭერია კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დუეტ "ჯორჯიას" სოლო კონცერტი დედოფლისწყაროს კულტურის სახლში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება. კონცერტში ადგილობრივი ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი

ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსისთვის განაცხადების მიღების ვადა უკვე ამოიწურა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ზაზა ფიროსმანაშვილი აცხადებს საბოლოო ჯამში მათთან განაცხადი 80-მდე ადამიანმა შეიტანა.

,,მოქალაქეები კარგად იყენებენ განაცხადის ელექტრონული გზით შევსების ფორმას. კომისია პრეტენდენტების შეფასებისას მხოლოდ კანონმდებლობის ცოდნით არ შემოიფარგლება. შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, აგრეთვე, პიროვნების კომუნიკაბელურობასა და ზოგადი განათლების დონეს," - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა ფიროსმანაშვილი.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, კონკურსი გამგეობის შენობაში 24 ივლისს დილის 10:00 საათიდან დაიწყება და გასაუბრების სახე ექნება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამიერიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში კადრები მხოლოდ კონკურსის წესით შეირჩევა. საკრებულოში იმედს გამოსთქვამენ, რომ 24 ივლისს დედოფლისწყაროში გამართული კონკურსის შედეგად მუნიციპალიტეტი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. /ქიზიყი/

* * *

პრეზიდენტმა დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეები დაჯილდოვა

დედოფლისწყაროს მუნიიპალიტეტის გამგეობაში დამსახურებული, ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 ივლისის განკარგულების თანახმად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი იანა იანვარაშვილი. ხოლო, ღირსების მედლით დაჯილდოვდა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თამარ მათეშვილი
19 ივლისს ქალაქ თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა დედოფლისწყაროელ საჯარო მოხელეებს პრეზიდენტის ჯილდოები პირადად გადასცა. /ქიზიყი/

გუბერნატორის ადმინისტრაცია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის თამილა გურაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას არაკომპტენტური და არაკვალიფიციური უწოდა.
სიბაშვილის განცხადებით, წელს კახეთში ხორბლის სხვადასხვა ჯიში 37 ათას ჰექტარზე დაითესა. 8.000 ჰექტარზე დაითესა „ჯაგერის“ ჯიშის ამერიკული ხორბალი. ის ქართულ ნიადაგს კარგად შეეთვისა და მოსავალმაც 4-4,5 ტონას მიაღწია. ალოობის პერიოდში ყველა მუნიციპალიტეტს საჭირო რაოდენობის ტექნიკა ემსახურებოდა და მოსავლის აღების ყველა მსურველი ამ კომბაინებით სარგებლობდა. „ტექნიკა საკმარისი იყო და საკითხის ასე დაყენება უცოდინრობას ან პოლიტიკურ სპეკულაციას ჰგავს“, - აღნიშნა გიორგი სიბაშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია გლეხებისათვის მიწების ჩამორთმევის თაობაზეც. „საუბარია ეგრედ წოდებულ „ზილიჩის ტერიტორიაზე“ რომელიც თითქოსდა საზღვრისპირა მიწებს წარმოადგენს. აღნიშნული ტერიტორია არც საზღვრისპირაა და არც ვინმეს საკუთრებაში ყოფილა. ეკონომიკის სამინისტრომ ეს ფართობი აუქციონზე კანონის დაცვით, ფერმერული მეურნეობის შექმნის მიზნით გაიტანა. ფერმერული მეურნეობის შექმნას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური შედეგი ადგილობრივი გლეხისათვის, რადგან მას მუდმივი სამუშაო ადგილი უჩნდება“, - განაცხადა სიბაშვილმა.

გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ასეთ განცხადებებს აკეთებს, მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იცნობდეს საქართველოს კანონმდებლობას და იცოდეს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელზე არ იყიდება, თუ მას საწესდებო კაპიტალი საქართველოში არ აქვს, ანუ ქონებრივად საქართველოს კანონმდებლობის წინაშე არ არის პასუხისმგებელი.

„სწორი არ არის განცხადება მოსავლის თაობაზეც, რადგან ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებმაც კი აღიარეს, რომ წლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით ბევრად მეტია. სახელმწიფოს მხრიდან, მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული ნედლეულის მოყვანის ხელშეწყობა კიდევ უფრო გაძლიერდება და მომავალში მოსავლის საშუალო რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მოსავლის აღება კახეთში უახლოეს ხანში დასრულდება და ალოობის საბოლოო შედეგებიც იმ დროისათვის გახდება ცნობილი. თუ ვინმეს დამუშავებული ჰექტრების სწორად დათვლა ან კანონის წაკითხვა უჭირს, ალოობის დასრულების შემდეგ შეუძლია მოგვმართოს. ზუსტ მონაცემებსაც მივაწვდით და კვალიფიციურ იურისტებსაც დავახმარებთ. როცა ჟურნალისტს, კერძოდ, თამილა გურაშვილს, პოლიტიკაში წასვლის მცდელობა აქვს, ჩემი რჩევა იქნება, კვალიფიციური ცოდნა მიიღოს, რადგან პოლიტიკაში ყოფნა სწორედ მაღალ კვალიფიკაციას ითხოვს“, - განაცხადა სიბაშვილმა. /ICK/

среда, 20 июля 2011 г.

დედოფლისწყაროში დიზელის საწვავის დეფიციტია

"ახალი მემარჯვენეების" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარის სოსო ბეჟანიშვილის განცხადებით, რაიონში დიზელის საწვავის დეფიციტია.

"თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ იცის, რომ ალოობის (მოსავლის აღების პერიოდი) პერიოდში დედოფლისწყაროს რაიონში, რომელიც ქვეყნისთვის ძირითადი ბეღელია, საწვავი პრაქტიკულად არ იშოვება, ეს ძალიან ცუდია. ახლა დედოფლისწყაროში სწორედ საწვავის დეფიციტია და გლეხობა მოსავლის დაბინავებას ვერ ახერხებს," - განაცხადა ბეჟანიშვილმა.

მისივე თქმით, ამინდი ხელს უწყობს ალოობას, მაგრამ დიზელის საწვავის უქონლობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის. 

"ახალი მემარჯვენეები" ამ პრობლემას საწვავით მომარაგების სფეროში არსებულ მონოპოლიას უკავშირებენ და ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები დანესტილ ექსპონატებს მზეზე აშრობენ

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს განადგურება ემუქრება. ფონდსაცავში წყალი ჩადის, რის გამოც ექსპონატები დაინესტა. მუზეუმის თანამშრომლები დანესტილ ექსპონატებს მზეზე აშრობენ.
„დანესტილი ექსპონატების გადარჩენას საკუთარი ძალებით ვცდილობთ. დღესაც მზეზე გამოვიტანეთ გასაშრობად. მუზეუმში ძალიან მნიშვნელოვან ექსპონატებს ვინახავთ, რომლის განადგურებაც დაუშვებელია. ჩვენი პრობლემა ადგილობრივი გამგეობისთვის ცნობილია, თუმცა ჯერ-ჯერობით პრობლემა მოუგვარებელია“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ლიანა ბაიდოშვილმა.
დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორის თამაზ კირვალიძის განცხადებით, მუზეუმში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმირებულია, თუმცა არ იცის, შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება თუ არა. „შენობა ძალიან ძველია. ჯერ სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და შემდეგ დასახმარებლად შესაბამის სამსახურს მივმართავ“, - აღნიშნა თამაზ კირვალიძემ.
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1975 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების ხელფასებზე, პრემიებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე ადგილობრივი ბიუჯეტის 25%-ზე მეტი იხარჯება, მუზეუმის საკითხით კი დღემდე არავინ დაინტერესებულა. /ICK/

вторник, 19 июля 2011 г.

უპრეცენდენტო მოსავალი მხოლოდ მსხვილმა ფერმერებმა მიიღეს, გლეხებმა კი მიწები მასობრივად დაკარგეს...

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტის რწმუნებულმა რეგიონში ალოობის დაწყების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კახეთში მარცვლეული კულტურების უპრეცენდენტო მოსავალი მოვიდა. ღვინიაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტია უპასუხისმგებლოს უწოდებს.
მათი თქმით, შირაქის უხვმოსავლიანი მიწების დიდი ნაწილი წელს დაუმუშავებელი დარჩა. მიზეზი კვლავაც საწვავის სიძვირე, ტექნიკის არარსებობა და სხვა გარემოებები იყო. გარდა ამისა, რიგითი დედოფლისწყაროელების უდიდესმა ნაწილმა მიწები სხვადასხვა მიზეზით დაკარგა და ერთ გოჯ მიწასაც აღარ ფლობს. როდესაც გუბერნატორი აცხადებს, რომ უპრეცენდენტო მოსავალი მოვიდა, ოდნავი უხერხულობა მაინც უნდა ეგრძნო, რადგანაც მან ყველაზე უკეთ იცის, რომ უპრეცენდენტო მოსავალი მხოლოდ რამდენიმე მსხვილმა ფერმერმა მიიღო.
მოსახლეობისთვის კვლავაც არაფერი შეცვლილა. დედოფლისწყაროში მიწების სოლიდურ ნაწილს ამჯერად პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი, ყოფილი მაჟორიტარი ბეჟან გონაშვილი და სხვა მსხვილი ფერმერები ფლობენ. ასე რომ, უპრენდენტო მოსავალი მოიწიეს ისევ მათ, ვისი ფინანსური შესაძლებლობები მანამდეც საკმაოდ ძლიერი იყო," - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,ე.წ. დილიჩის ტერიტორიაზე 3 055 ჰექტარი მიწა, რომლებსაც დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში ჩასახლებულები ბოლო წლებში სარწყავი სისტემების მოშვლის გამო ვერ ამუშავებენ, ჩამოართვეს და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით გაყიდა. მთელი სამი სოფლის მიწა მხოლოდ ერთმა ფერმერმა შეიძინა. ასევე, შირაქის მიწების დიდ ნაწილს ებრაელები და ინდოელები ფლობენ.
დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში მცხოვრებმა გლეხებმა მიწები სხვადასხვა მიზეზით მასობრივად დაკარგეს. გუბერნატორის ეს განცხადება, ისევე როგორც სხვები, არის სიცრუე და მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრა. ამგვარი განცხადებები მხოლოდ იაფფასიან პიარზეა გათვლილი," - აცხადებს მოძრაობა "თავისუფალი საქართველო"-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.
მაშინ, როცა "პურის ბეღლად" წოდებულ შირაქის ველებზე 45 000 ჰა მარცვლეული ითესებოდა, წელს მთლიანად დედოფლისწყაროში ხორბალი მხოლოდ 7-8 ათას ჰექტარზე დაითესა. ამ ციფრებიდანაც ნათლად ჩანს, რა ვითარებაშია სოფლის მეურნეობა კახეთის რეგიონში. /ქიზიყი/

გელა გოგილაშვილისათვის დეზერტირის სტატუსის მოხსნას და გმირის წოდების მინიჭებას ითხოვენ

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გმირის დეზერტირად გამოცხადებაში ადანაშაულებს. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებაში არის ნათქვამი, ადამიანი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის ომში წინა ხაზზე იბრძოდა, დეზერტირად გამოაცხადეს და ციხეში საეჭვო ვითარებაში მოკლეს.

“ეგრეთ წოდებული მთავრობის ოფიციალური განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს უაზრო ომში დედოფლისწყაროდან სამი ახალგაზრდა დაიღუპა. 18 წლის გიორგი აბიათარი სოფელ ჯაფარიძიდან, 18 წლის გოჩა ილურიძე სოფელ ზემო ქედიდან, რომელთაც იარაღის ხმარებაც არ იცოდნენ, 30 წლის თემურ ბერიძე სოფელ ფიროსმანიდან. ისინი ფაქტობრივად „საზარბაზნე ხორცად“ გაუშვეს წინა ხაზზე. „თავისუფალი საქართველოს „ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში მიგვაჩნია, რომ დედოფლის წყაროდან დაიღუპა არა სამი, არამედ ოთხი ადამიანი. მეოთხე არის აფხაზეთის ომგამოვლილი გმირი, 37 წლის გელა გოგილაშვილი, რომელიც ცხინვალის ომშიც წინა ხაზზე იბრძოდა”,—ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს” ცნობით, აფხაზეთსა და ცხინვალში გელა ყოველთვის მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის, ყოველთვის წინ მიუძღოდა ჯარისკაცებს და იბრძოდა სამშობლოსათვის. ის ძლიერი იყო ფიზიკურად და სულიერად ,ამიტომ ყველას უყვარდა. ომიდან სახლში მობრუნებული შოკირებული იყო იმ საშინელებების გამო, რაც მან იქ ნახა. გელა არასოდეს მიმალულა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დაიჭირეს, დეზერტირად გამოაცხადეს და რამდენიმე ხანში ციხეში საეჭვო ვითარებაში მოკვდა. დაკრძალვის დღეს დედა ელდით გარდაეცვალა, ცოტა ხანში ახალგაზდა ძმისშვილი ლევან გოგილაშვილი მოუკლეს, რომლის საქმეც ახლაც გაუხსნელია.
”მამა ჭკუაზე აღარ არის დარდისაგან. ერთი სიტყვით, მთლიანი ოჯახი გაუბედურდა“,—აცხადებენ ოჯახის ახლობლები.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გელა გოგილაშვილისათვის დეზერტირის სტატუსის მოხსნასა და მისთვის გმირის წოდების მინიჭებას ითხოვს. ორგანიზაცია ასევე ითხოვს, შემდგომში სრული პასუხისმგებლობა არამარტო ომის წამომწყებ ძალოვანებს, არამედ ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებსაც დაეკისროთ, რადგან მათი უნიათო პოლიტიკის შედეგად დაიღუპა ცხინვალის ომში 228 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 30 000 ადამიანი დღემდე დევნილობაში რჩება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 18 июля 2011 г.

დედოფლისწყაროელებს ფილმის გადაღების შანსი მიეცათ

დედოფლისწყაროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ქალთა საბჭო რეგისტრირებული კავშირის“ თავმჯდომარის თამარ ბაღაშვილის ორგანიზებით სტუდია „თვითმხილველის“ წარმომადგენელთა დედოფლისწყაროელებთან შეხვერდა გაიმართა.
პროექტის მენეჯერმა მათე დემეტრაშვილმა პროექტის მიზნებზე ისაუბრა და საზოგადოებას მოხალისე რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები უჩვენა.
,,ამ პროექტის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაიღოს ფილმი რაიმე ნიშნით გამორჩეულ ადამიანზე. ფილმის გახმოვანებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე კი სტუდია „თვითმხილველი“ იზრუნებს. მისი გავრცელება კი ინტერნეტით მოხდება,“ – აცხადებს დემეტრაშვილი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა იდეები უნდა წარადგინოს სტუდიაში. თუ რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი შეირჩა, სტუდიის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში მოქმედ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციას გადამღებ აპარატურას მიაწვდიან. გადაღების მსურველები კი თამარ ბაღაშვილს უნდა დაუკავშირდნენ.
მოწონებული ფილმებისთვის სტუდიის მიერ დაწესდა ფულადი პრემია 100 ევროს ოდენობით. შემოქმედებითი უნარის ადამიანებს ეძლევათ შანსი, გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები და მსოფლიოს გააცნონ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება, რომელიც რეალურ ცხოვრებას ასახავს. /ქიზიყი/ ანა ბენაშვილი

დედოფლისწყაროს სასმელი წყლით მომარაგების პროექტი ჩავარდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონში 2010 წელს სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციაზე 385 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის მიზანი 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება იყო, თუმცა პროექტი ჩავარდა. „წყლის რეაბილიტაციაზე წყალში გადაყრილი ასიათასები და ჩაფლავებული წყლის 24საათიანი გრაფიკი“ – ამგვარ შეფასებებს აძლევეს ოპოზიციური პარტია დედოფლისწყაროს წყლით მომარაგების საკითხს.
ქსელების რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით გაიხარჯა 61 654 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის #40-ე განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან გაიხარჯა 45 700 ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №41-ე განკარგულების შესაბმისად 277 775 ლარი.
,,დედოფლისწყაროს რაიონის და სოფლების მოსახლეობა წყლის უკმარისობაზე წუხს. რაიონში საკრებულოს თავმჯდომრის, ლევან ბაღაშვილის დაპირებით, წყლის მიწოდება 24 საათიანი გრაფიკით უნდა ყოფილიყო, რაც რეალობიდან ძალიან შორსაა. რაიონის მამამთავრის ბრძანებით გააუქმეს ისტორიული წყარო ე.წ. „ჯარისწყალი’’. წყლის დებეტის შესავსებად წყაროს წყლის ცენტრალურ რეზერვუარში გადატუმბვა ხდება,“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო’’–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მოითხოვს სათანადო ორგანოების მიერ შესწავლილ იქნას იმ ასი ათასობით ლარის მიზნობრიობის საკითხი, რაც ხალხზე დადებითად არ ასახულა. მიგვაჩნია, რომ წყლის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ფულის რაოდენობა ბევრად მეტია, შესრულებული სამუშაოების ოდენობაზე. დაუშვებელია, ბუნებრივი წყაროს წყალი მიასყიდონ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას,“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს’’ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე – თამილა გურაშვილი.
ზემო ქედის, არხილოსკალოს, ქვემო ქედის, სამთაწყაროს, ფიროსმანის მოსახლეობა 1 ტონა წყალში 20 ლარს იხდის. წყლის უზარმაზარი რიგებია საუბნო ონკანებთან სოფლებში: ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი და სხვები. /ქიზიყი/

ელფერდაკარგული, უღიმღამო ცხოვრების ამაოება და მონურ ჯაფაში ქანცგაწყვეტილი მოსახლეობა

ყველა ადამიანი თავისი ბედისწერით ევლინება ამ სამყაროს. თუმცა, ზოგი შედარებით მეტად ბედნიერი და გალაღებულია, ზოგიც ზედმეტად უიღბლო და გაჭირვებული. ადამიანთა დიდი ნაწილისთვის კი სურსათთან ერთად ცხოვრებაც გაძვირდა. უნდა ებრძოლო ამ უკუღმართ ცხოვრებას, ისე ყველაფერი "წყლის ნაყვას" ემსგავსება...
სოციალურად დაუცველი ადამიანები მუდმივი გაჭირვების გამო ჩარჩოში ჩაკეტილნი და დაუძლურებულნი, ტანჯვით მიუყვებიან ცხოვრების აღმართს. ამ გრძელ და ძნელად სავალ გზას ბევრი ვერ უძლებს და მძიმე და ტკივილით მოცული ცხოვრების ლაბირინთების დაძლევა უჭირს.
მათთვის უღიმღამოდ თენდება და ღამდება... სულის ამოხდამდე და ქანცის გაწყვეტამდე, მთელი დღეების განმავლობაში ებრძვიან ცხოვრების მომქანცველ ფიქრებს - რითი იარსებონ, რითი დააპურონ მშიერი შვილები?...
კარგია, რომ მინდვრად ბალახი მაინც არსებობს, დედოფლისწყაროში ბევრმა სწორედ ამით მოითქვა სული... მთელი დღის მანძილზე, მცხუნვარე მზეში თოხით ხელში რამდენიმე ჰექტარი ნაკვეთის თოხვას სუსტი სქესის წარმომადგენლებიც აღარ თაკილობენ... ეს ნაკვეთები კერძო პირებისაა, მიწების დიდი ნაწილი დედოფლისწყაროში ძირითადად ბობოლებს აქვთ მიტაცებულ-მითვისებული, ზედ მყარად ასხედან და გლეხისთვის არსად არაფერია...
ასეთ რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება. სულის ამოხდამდე მონური ჯაფა მთლიანად შეგაჯავრებს ცხოვრებას და ხალისს დაგიკარგავს. ჯაჭვივით ჩარღვეული და გაწყვეტილი ცხოვრების რიტმიც უსაფუძვლო ხდება. დამსხვრეულ სტერეოტიპებს და გაპარტახებულ სიცოცხლეს მთელი არსებით ვებრძვით და დიდი კითხვის ნიშანი გვიტრიალებს. სადამდე გვეყოფა ძალა, რომ ამ ცხოვრებას ეჭიდო და იარსებო, როგორმე სული გაიტანო... თუ შეგწევს ძალა, ხომ კარგი, თუ მოისუსტებ, ცხოვრება დაუნდობელი ნაბიჯებით გადაგთელავს.
გული გტკივა ამ უხამსი ცხოვრების გამო. ელფერდაკარგული და ძალაგამოლეული, ძლივს ახერხებ იარსებო - ამას სიცოცხლეს ვერც დაარქმევ... ერი დაღუპვის პირასაა მისული. სამწუხაროდ, ქართველებს ერთმანეთის სიყვარულიც ნაკლებად შეგვიძლია და აღარც თანადგომა შეგვიძლია. ნაადრევად გამოგვეცალა ცხოვრების სიტკბოს ფიალა... ნაადრევად "დაბერებულნი", ქანცგაწყვეტილები, უხალისონი და ქვეყნისთვის უსარგებლონი მხოლოდ არსებობით შემოვიფარგლებით.
ხელისუფლების ოპტიმიზმის მიუხედავად, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს და ვერსად გავექცევით. გაქრა ხალისი, მეზობლებთან მხიარული გადაძახილები, ჟრიამული... გული ვიღაცამ დაგვისერა და უძლურნი ვეღარ ვახერხებთ მძიმე ცხოვრებას თავი გავართვათ. ქუჩებში თითქმის ვეღარ შეხვდებით ღიმილმოფენილ სახეებს... ყველა მხოლოდ იმას კითხულობს, რა გვეშველება, რას გვიპირებს სააკაშვილის მთავრობაო?... საკითხავია, სავარძლებში მყარად ჩამჯდარნი და "გაბღენძილი" ხელისუფლების მესვეურნი რას უპირებენ გლეხებს?... თითქოს, საუკუნოდ ფეშქაშად მიღებული სავარძლებიც სამარადჟამოდ მიუსაკუთრებიათ და გაჭირვებულთა პრობლემებს აღარც ისმენენ.
ამდენი გაჭირვებული ხალხი აღარავის ეცოდება - დაქსაქსული ცხოვრებით მავალთ რომ ვეღარსად უპოვნიათ სიმშვიდის თავშესაფარი... დრო კი ჩქარი მატარებელივით მიჰქრის და უკან აღარ აბრუნებს აღარც ბავშვობას, აღარც ტკბილ წლებს და არც სიხარულის წუთებს...
აღარაფერი დაგვიტოვეს გარდა რწმენისა და ღვთის სიყვარულისა. მხოლოდ რწმენით დავამარცხებთ საქართველოში გათარეშებულ უსამართლობას და განუკითხაობას. უნდა გავანადგუროთ სატანა, რომელიც ჩვენს გვერდით მაინც აპირებს ცხოვრებას, რათა სული კიდევ უფრო მოგვიწამლოს და ჩამოგვაშოროს ჭეშმარიტ გზას.
ხელისუფლებამ ყველაფერი თუ წაგვართვა, რწმენას ვერავინ წაგვართმევს. ასე რომ, გავძლიერდეთ და ხელს ნუ ჩავიქნევთ!... /ქიზიყი/
მაია მოსულიშვილი

სამთაწყარო ორად გაიყო – 60 წლის მამაკაცს 13 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის გასახლებით ემუქრებიან

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ 60 წლის იროდი ბაკურიძეს მეზობლები 13 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მეზობლები გოგონას მონათხრობზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მამაკაცმა არასრუწლოვანი ჯერ ოთახში ჩაკეტა, შემდეგ კი ძალის გამოყენება სცადა. გოგონას განმარტებით, მაშინ, როცა მამაკაცმა საცვლების გახდა დაიწყო ამდროს გოგონამ მას ხელზე უკბინა და სახლში გაიქცა. არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები მოითხოვენ, რომ მამაკაცმა სოფელი სასწრაფოდ დატოვოს.
ახლა სოფელი ორად გაიყო, ნაწილი ამბობს, რომ 60 წლის მამაკაცი 13 წლის გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში ნამდვილად არის შემჩნეული, დანარჩენები კი ამტკიცებენ, რომ გოგონამ ყველაფერი გამოიგონა და ასაკოვან მეზობელს მასთან სექსუალური კავშირი ძალის გამოყენებით არ დაუმყარებია.

„ბავშვი დეპრესიაშია. სანამ მაგ მამაკაცს ეზოში ხედავს, ჩემი შვილი დეპრესიიდან ვერ გამოვა. მოვითხოვ, რომ მან სოფელი დატოვოს. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ ის ციხეში ჩავსვათ, აქედან წავიდეს“, - განაცხადა გოგონას დედამ.

თავად მამაკაცი გოგონას ოჯახის და მეზობლების ბრალდებას უარყოფს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს.

ტელეკომპანია „იმედის“ 5 სექტემბრის 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ამ საკითხზე გასულ სიუჟეტს დიდი დაპირისპირება მოჰყვა სამთაწყაროს მაცხოვრებლებში. მოსახლეობის ნაწილს ტელეკომპანიას სიუჟეტის მიკერძოებულად მომზადებაშიც ადანაშაულებს.
სოფელში განხეთქილება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ნახევარი სოფელი მხარს ოჯახს უჭერს, ნახევარი კი მიიჩნევს, რომ ცრუ ბრალდებები ვრცელდება. მოსახლეობის ნაწილი მამაკაცის სოფლიდან გადასახლებას ითხოვს, მეორე ნაწილი კი გოგონას ოჯახის გასახლების მომხრეა.
„ერთ–ერთმა მეზობელმა ტელევიზიით განაცხადა ამ კაცის გასახლებას რომ ითხოვთ, ამ გოგონას ოჯახსაც ზედ მივაყოლებთო. სიუჟეტის გასვლის შემდეგ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, ავუხსენით, საკუთარ შვილზე რომ მომხდარიყო ასეთი რამ როგორ მოიქცეოდიო. ბევრი ვიკამათეთ და ბოლოს შევრიგდით,“ – აცხადებს გოგონას დედა. /ქიზიყი/

суббота, 16 июля 2011 г.

საბერძნეთში გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის დედოფლისწყაროში ჩამოსვენება 6 დღეა ვერ ხერხდება

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 21 წლის რევაზ ჟამურელის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება უკვე მეექვსე დღეა ვერ ხერხდება. ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში, კუნძულ კორსიზე 11 ივლისს იპოვეს. ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურეობრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, რა დროსაც ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.
ბერძნული გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ: ,,ნათესავების უმრავლესობა იქ გვყავს, მაგრამ დოკუმენტების შეგროვებას ერთი კვირაა ვერ ახერხებენ და გადმოსვენების საკითხი გაჭიანურდა. გვამი ამ დრომდე კუნძულის პროზექტურაშია. ხელისუფლებას ვთხოვთ, დაგვეხმარონ," - აცხადებს სოფელ ზემო ქედის მკვიდრი, გარდაცვლილის დედა ზაირა ჟამურელი.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი საბერძნეთში ლეგალურად იმყოფებოდა. კუნძულ კორსიზე ის 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის არ სჯერა ემიგრანტის ოჯახს, ისინი განმეორებით ექსპერტიზას ითხოვენ. /ქიზიყი/

пятница, 15 июля 2011 г.

ჯილეხის ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში

ჯილეხის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. 52 წლის მამაკაცი საქონლის დაკვლის შემდეგ დაინფიცირდა.
დაავადებული მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე თვის განმავლობაში ეს ჯილეხით დაინფიცირების უკვე მეხუთე შემთხვევაა. ჯილეხი ცხოველების მწვავე ბაქტერიული დაავადებაა და ის ადამიანზე დაავდებულ პირუტყვთან ან ხორცთან უშუალო კონტაქტის შედეგად გადადის.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს დედოფლისწყაროში ჯილეხით ადამიანის დაინფიცირების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. /ჰერეთი/

ადმინისტრაციული სასჯელი ხელმოწერის გაყალბებისთვის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მცხოვრები, 58 წლის ეკა ბოსტოღანაშვილი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. მისი თქმით, ბაღის გამგე ლია სუხიტაშვილმა სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და ყალბი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ოზაანში მცხოვრები ეკა ბოსტოღანაშვილი 5 წელი სოფლის ბაღში დამლაგებლად მუშაობდა. იმის გამო, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება 13 ლარს შეადგენდა და ეკონომიურად უჭირდა, გადაწყვიტა რამდენიმე თვით სამუშაოდ თურქეთში წასულიყო. მისი თქმით, გამგზავრებამდე, ბაღის გამგეს, ლია სუხიტაშვილს დაეთხოვა და დაპირებაც მიიღო, რომ დაბრუნების შემდეგ მუშაობას ჩვეულებისამებრ გააგრძელებდა. ,,5 წელია ოზაანის საბავშვო ბაღში დამლაგებლად 13 ლარზე ვმუშაობ. ხელფასი ეხლახანს მოგვიმატეს. ძალიან მიჭირდა და ამის გამო აპრილში თურქეთში სამუშაოდ წავედი, სადაც სამი თვე დავრჩი. გამგზავრებამდე გამგე ლია სუხიტაშვილი ვნახე და ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. დამპირდა, რომ სამსახურს არ დავკარგავდი, თუმცა ისიც მითხრა: ჯობდა განცხადება დაგეწერა, მაგრამ რადგან ვერ ასწრებ, პრობლემა არ არისო. მეც დაწყნარებული წავედი. როდესაც დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ ჩემს ადგილზე სხვა პიროვნება მიეღო,”_ გვითხრა ეკა ბოსტოღანაშვილმა და იქვე დასძინა: “როდესაც სამსახურში აღდგენის თხოვნით კიდევ ერთხელ მივმართე, მიპასუხა: ,,ჩვენ სიტყვიერად კი შევთანხმდით, რომ ადგილს შეგინახავდი, მაგრამ ეს საბუთებით არ ჩანსო". შევეხვეწე, ხომ იცით ჩემი გაჭირვება, თან პენსიას 2 წელი მიკლია და ეს სამსახური ძალიან მჭირდება, იქნება დამტოვოთ-მეთქი. მითხრა: ეს ადგილი შენ აღარ გეკუთვნისო.~ ის დამლაგებელი, რომელიც ჩემს მაგიერ მიიღო, მისი კლასელი ყოფილა და ალბათ ჩემი გაშვება ამიტომაც აწყობდა,” _ ამბობს ეკა ბოსტოღანაშვილი და აქვე იმის შესახებაც საუბრობს, რომ ლია სუხიტაშვილმა გათავისუფლების შესახებ განცხადება მის მაგივრად დაწერა და ხელმოწერაც გააყალბა.

“როდესაც სამსახურში აღდგენის შესახებ ხვეწნა დავუწყე, ასე მითხრა, განცხადება დაწერე და რაიონში გადაიტანეო. მე ვერ დაგიმოწმებ, იმიტომ, რომ ბეჭედი არ მაქვსო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ უფროსი ადგილზე არ დამხვდა. თანამშრომლებმა მითხრეს, აქ შენს სახელზე განცხადება უკვე დაწერილია და ახლა რაღა მოიტანეო. ძალიან გამიკვირდა, რადგან არავითარი განცხადება არ დამიწერია. როდესაც მაჩვენეს, გამგის ხელწერა ვიცანი. ტექსტში ეწერა: `გთხოვთ სამსახურიდან გამათავისუფლოთ ოჯახური პირობების გამო~. იქ არ იყო მითითებული, რომ დროებითი დათხოვნის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი. უფროსი რომ მოვიდა, მიპასუხა: სამსახურიდან დაუკითხავად წასულხარ და განთავისუფლებული ხარ, მეტი არაფერი, ჩვენ არავითარი უფლება არ გვქვს უკან მიგიღოთ, წასვლის წინ განცხადება უნდა დაგეწერაო. როდესაც გამგის მიერ ჩადენილ დანაშაულზე _ გაყალბებულ განცხადებაზე მივუთითე, მიპასუხა, ის ჩემს წინაშე აგებს პასუხსო,” _ ამბობს ეკა ბოსტოღანაშვილი.

ბრალდებას უარყოფს ბაღის გამგე ლია სუხიტაშვილი და აღნიშნავს, რომ ეკა ბოსტოღანაშვილი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია. ”თურქეთში წასვლას როდის აპირებდა, ამის შესხებ ინფორმაცია არ მქონდა. წინა დღეს შემხვდა და მითხრა, უნდა წავიდე და ადგილი შემინახეო, მაგრამ არ ვიცოდი, მეორე დილით 7 საათზე თუ მიდიოდა. ორშაბათს ველოდებოდი, რომ განცხადება დაეწერა. სანამ სამსახურიდან წავიდოდა ერთი კვირით ადრე ხელფასიც აიღო. 15-მდე რომ არ გამოცხადდა, თავისი გოგო დავიბარე, მაგრამ ისიც არ მოვიდა. თანამშრომელი მჭირდებოდა და იძულებული გავხდი სხვა ამეყვანა, აბა, სამი თვე ბაღი დამლაგებლის გარეშე ხომ ვერ იქნებოდა? ეხლა როცა დაბრუნდა, ავუხსენი, რომ ამ დროისთვის შვებულებაში ვართ და სექტემბრიდან რომ გამოვალთ, ისევ მიგიღებ-მეთქი. სხვა მეტი რაღა უნდა მეთქვა, ვერ ვხვდები რაზე დაობს?! მე სამსახურიდან არ გამიგდია. უბრალოდ, ყველა შვებულებაში ვართ,” _ ამბობს ლია სუხიტაშვილი და განმარტავს, რომ ეკა ბოსტოღანაშვილს მდგომარეობა გარკვევით აუხსნა, თუმცა, უშედეგოდ. “საქმის კურსში ჩავაყენე და ვუთხარი, რომ თუ სექტემბრიდან 2 ჯგუფი ვერ გაიხსნა, ის გოგონა, რომელიც ახლა მუშაობს, თავის ადგილს ხომ ვერ დაგითმობს-მეთქი. ალბათ მართალიც იქნება,~ _ გვითხრა ლია სუხიტაშვილმა. რაც შეეხება განცხადების დაწერას, ქალბატონი ლია არ უარყოფს, რომ თანამშრომლის მაგივრად განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა და ხელიც თვითონ მოაწერა. `დიახ, განცხადება ჩემი ხელით არის დაწერილი. სამსახურში რომ არ გამოცხადდა, მაშ რა მექნა, ბრძანებით გამეგდო? ვიცი, რომ კანონი დავარღვიე. იმისთვის დავისჯები, რომ ეკას სიკეთე გავუკეთე,” _ გვითხრა ლია სუხიტაშვილმა და აქვე დამლაგებლად თანაკლასელის მიღების ფაქტი უარყო.
“სიცრუეა, რომ თითქოს სამსახურში ჩემი თანაკლასელი მივიღე და ეს ყველაფერი სპეციალურად იყო მოწყობილი. დამლაგებელი არ მყავდა და ვიღაც ხომ უნდა მიმეღო? რა მნიშვნელობა ჰქონდა, ის პიროვნება ვინ იქნებოდა? ეკას ვუთხარი, სექტემბერში რომ დავბრუნდებით, ის თავის ადგილზე იქნება და შენ შენს ადგილზე-მეთქი. სხვა რაღა უნდა, ვერ გავიგე,” _ გვითხრა ქალბატონმა ლიამ.
"სპექტრი" აღნიშნულის თაობაზე დედოფლისწყაროს სააღმზრდელო ცენტრის უფროსს მურად ოზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბრისას კომენტარზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს. “ჯერ მხოლოდ ერთი მხარის პრეტენზია მოვისმინე, არ ვიცი მეორე მხარე რას იტყვის და არც ის განცხადება მინახავს. საკითხში გარკვეული არ ვარ და და ამიტომ ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ,”_ გვითხრა მურად ოზაშვილმა. იურისტების თქმით, ლია სუხიტაშვილმა ორი ადმინისტრაციული დანაშაული ჩაიდინა. ”პირველი ის, რომ დამლაგებელი სამსახურიდან 3 თვით განცხადების გარეშე დაითხოვა. შემდეგ ეტყობა მიხვდა, რომ დანაშაული ჩაიდინა და განცხადება თვითონ იმიტომ დაწერა, მაგრამ ამით კიდევ მეორე დანაშაული ჩაიდინა. ვინაიდან დამლაგებელი მოხელესთან გათანაბრებული პირი არ არის, გამგეს სისხლის სამართლის მუხლით პასუხისგება არ ემუქრება. ის დაისჯება ადმინისტრაციულად,” _ გვითხრა ადვოკატმა მაგული ღვალაძემ და იქვე დასძინა, რომ კონკრეტულად რა იქნება სასჯელი, სამსახურიდან გაათავისუფლებენ თუ საყვედურს გამოუცხადებენ, ეს უკვე მისი უფროსის გადასაწყვეტია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დედოფლისწყაროს სააღმზრდელო ცენტრის უფროსს მურად ოზაშვილს საკითხი ჯერ არ შეუსწავლია, გადაწყვეტილებასაც ალბათ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ მიიღებს.

/სპექტრი/ მარინა პეტრიაშვილი
P.S. მას შემდეგ, რაც გაზეთ "სპექტრის" ჟურნალისტებმა აღნიშნულის თაობაზე მოკვლევა დაიწყეს, დედოფლისწყაროს სააღმზრდელო ცენტრის უფროსი მურად ოზაშვილი ეკა ბოსტოღანაშვილს დაუკავშირდა და უახლოეს მომავალში სამსახურში აღდგენას დაპირდა.

четверг, 14 июля 2011 г.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ატესტაციას გაივლიან

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შეფასების მიზნით ჩატარდება სახანძრო სამსახურის თანამშრომელთა ატესტაცია. მაშველები ტესტირებას 23 ივლისს დღის 11 საათიდან გაივლიან.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა ატესტაცია ორიოდ თვის წინ სამ ეტაპად უკვე გაიარეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი მოხელე ჩაიჭრა. ვინც ტესტირების შედეგად სათანადო ქულების მოგროვება ვერ შეძლო, მათი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დედოფლისწყაროს საკრებულომ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი 24 ივლისს გაიმართება. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღებას დასაქმების მოლოდინში მყოფი 250-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე გეგმავს, რომლებიც სიაში ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე ჩაეწერნენ. /ქიზიყი/

* * *

ილიაუნი-ს დედოფლისწყაროს კვლევით ცენტრში "კავკასიოლოგიური საუბრები" დაფუძნდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით სასწავლო - პრაქტიკული შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

სემინარზე წარმოდგენილი ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები და მომავალი კვლევითი პროექტების სამუშაო მონახაზები შეეხებოდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ისტორიისა და ხალხთმცოდნეობის აქტუალურ საკითხებს.

როგორც უნივერსიტეტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, სემინარის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მომავალი ერთობლივი მუშაობის გაღრმავების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევითი ხასიათის სემინარი "კავკასიოლოგიური საუბრების" სახელწოდებით და მიეცეს მას რეგულარული ხასიათი.

შეგახსენებთ, ილიაუნი-ს დედოფლისწყაროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროში, ყოფილი მესამე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მდებარეობს. /ქიზიყი/

* * *

აფეთქების შედეგად 31 წლის მამაკაცმა შესაძლოა თვალი დაკარგოს

11 ივლისს საღამოს, დედოფლისწყაროს რაიონში შირაქის ქუჩაზე მცხოვრები 31 წლის გელა ლეკაშვილი სანადირო თოფის წამლის კუსტარული წესით დამზადების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა. ანალოგიურ ვითარებაში აფეთქება დედოფლისწყაროში უახლოესი თვეების მანძილზე უკვე მესამედ მოხდა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილიც ადასტურებს. ლეკაშვილს დაზიანებული აქვს როგორც მარჯვენა თვალი, ისე ხელის კიდური.
პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ დედოფლისწყაროს სტაციონარში მოათავსა, ხოლო ვითარების გართულების გამო კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ მამაკაცი წუხელვე თბილისის თვალის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც დაშავებულის მამა ლერი ლეკაშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, მის ვაჟს ნადირობა უყვარდა, რის გამოც თოფის ტყვიების დატენვას კუსტარული წესით გეგმავდა: ,,თოფის წამალი ყავის საფქვავში ჩაყარა და ასე ფქვავდა. როგორც სჩანს საფქვავი გაცხელდა და აფეთქებაც ამან გამოიწვია," - აცხადებს ლეკაშვილი.
როგორც ექიმი ნინო ბერაძე აცხადებს, პაციენტს მარჯვენა თვალის ორგანოში უცხო სხეულები აღენიშნება, მიმდინარეობს ოპერაცია. მას თვალის გამჭოლი ჭრილობა აქვს შიგთავსის გამოვსებით. შეუნარჩუნდება თუ არა ლეკაშვილს მხედველობა, მედიკოსები ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, ეს უკვე მესამე ფაქტია, როცა დედოფლისწყაროში თოფის ტყვიების კუსტარულად დამზადებას აფეთქება მოჰყვა. გასული წლის სექტებმერში სტალინის ქუჩაზე მცხოვრებ 35 წლის თემურ ჯალიაშვილს აფეთქება ანალოგიურ ვითარებაში მოუხდა, რის შედეგადაც მან ერთი თვალიდან მხედველობა დაკარგა. მასთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა.
ტყვიის წამლის დამზადებისას მომხდარი აფეთქების დროს დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გასულ წელს კიდევ ერთი მოზარდი 20 წლის ბექა ბექაური დაშავდა. /ქიზიყი/

среда, 13 июля 2011 г.

პოლიციამ ხელყუმბარის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 5-ჯერ ნასამართლევი მამაკაცი დააკავა

EXCLUSIVE - შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ცივი იარაღის ტარებისა და საბრძოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1972 წელს დაბადებული, წყაროს ქუჩაზე მცხოვრები სულხან სულხანიშვილი, მეტსახელად "ლასლასა" დააკავეს.
სულხანიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო ხელყუმბარა ამოიღეს.
როგორც პოლიციის რაიონულ სამმართველოში ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, ამოღებული საბრძოლო ხელყუმბარა მისი წარმომავლობისა და ტიპის დადგენის მიზნით სპეციალურ ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილი დაკავებული სულხანიშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე ექსპერტიზის დასკვნის დადებისთანავე იმსჯელებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. /ქიზიყი/

понедельник, 11 июля 2011 г.

დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი 24 ივლისს ჩატარდება

დედოფლისწყაროს საკრებულომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში 23 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 11-დან 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ზაზა ფიროსმანაშვილი აცხადებს, კონკურსი 24 ივლისს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დღის 11:00 საათიდან დაიწყება და გასაუბრების ფორმა ექნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რამდენიმე თვის წინ ტესტირების შედეგად ჩაჭრილ საჯარო მოხელეებსაც.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ხათუნა გონაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენას ფლობს.
"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღებას დასაქმების მოლოდინში მყოფი 250-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე გეგმავს, რომლებიც სიაში ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე ჩაეწერნენ.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ტესტირება მიმდინარე წლის 5, 6 და 12 მარტს ჩატარდა. საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ათზე მეტი საჯარო მოხელე დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ისინი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობენ მუშაობას. /ქიზიყი/

* * *

მგფ-მა წყალმომარაგების კომპანიას 6 თვითმცლელი მანქანა გადასცა

მგფ-მა წყალმომარაგების კომპანიას 6 თვითმცლელი მანქანა გადასცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, სრულიად ახალი, 6 თვითმცლელი მანქანა გადასცა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" სამინისტროდან აცნობეს, ახლად შეძენილი ტექნიკა ბალასტის შეტანა-გატანისთვის გამოიყენება, მას ერთდროულად რამდენიმე ოპერაციის შესრულება შეუძლია და დაზიანებებისა და ავარიების ოპერატიულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ფილიალებში დაიგზავნება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საკუთარი ძალებით, ოპერატიულად და ეფექტურად მოახდინოს დაზიანებების ლოკალიზაცია.
,,6 ავტომობილიდან კახეთის რეგიონს მხოლოდ ერთი თვითმცლელი ავტომობილი გამოეყოფა. ის ჩვენი კომპანიის თელავის რეგიონულ სერვისცენტრს გადაეცემა და საჭიროების შემთხვევაში კახეთის რეგიონის რვავე რაიონს მოემსახურება. თითო ავტომობილის ღირებულებას ვერ დაგიზუსტებთ, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს ტექნიკა ბევრად დააჩქარებს ხარვეზების აღმოფხვრას და წყლის მიწოდების აღდგენას უმოკლეს ვადებში მოვახერხებთ," - განუცხადა "ქიზიყს" წყალმომარაგების კომპანიის პრეს სამსახურის უფროსმა ჯილდა მაჭავარიანმა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თანამედროვე ტექნიკა კახეთში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. /ქიზიყი/

ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას მერამდენე წელია უშედეგოდ ითხოვენ

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, დედოფლისწყაროელი საქართველოს ერთიანობისთვის ნაბრძოლი ადამიანები, ბადრი ნაროზაული, ომარ გიგაური, გენადი გიგაური, თემური ქენქაძე, გოჩა არაბული, ომარ ცისკარაული, მიხეილ არაბული, ვახტანგ ლიქოკელი, ავთანდილ არაბული, შიოლა არაბული, შიო ჭინჭარაული, თამაზ ხუცურაული და სხვები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში ცდილობენ ვეტერანის სტატუსის აღებას, მაგრამ ვერ ახერხებენ.

თემურ ქენქაძე ამბობს, რომ როდესაც აფხაზეთის ომში მიდიოდნენ, მათ გაცილებას მაშინდელი კომისარიც დაესწრო, მაგრამ რატომღაც ოფიციალურად არ გააფორმა. „იგი ამბობს, რომ ომში მათ მაგივრად წავიდა, ისინი სიცოცხლეს გადაარჩინა, თავად კი ომის მონაწილის სტატუსი დღემდე არ აუღია. თქვენ სამშობლოს სიყვარულით წახვედითო და რეგისტრირებულები იმიტომ არ ხართო“.

ბადრი ნაროზაული აცხადებს, რომ იყო ახალციხეში სამხედრო ნაწილის ოფიცერი.“ პირადად მე ასეულის მეთაურმა, ქადაგიძე ირაკლი და ქადაგიძე ვარლამი სოხუმში გავაგზავნე დავალებაზე, რომლებმაც გაგრამდე ფეხით იარეს და იბრძოლეს. ჩვენ დღეს ვეტერანის სტატუსი არ გაგვაჩნია და არავითარი შეღავათებით არ ვსარგებლობთ. შევარდნაძის დროსაც კი ჩვენნაირი ხალხი კომუნალური გადასახადებისგანაც გათავისუფლებულები იყვნენ. ჩვენ მთავრობისგან უპატრონოდ ვართ მიტოვებულები.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომის, შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის ერთეული არ არსებობს. ომის, შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. სხვათაშორის, ამ კავშირის თავმჯდომარე გახლავთ პოლიციური წარსულის ადამიანი. მოვითხოვთ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან დააყენონ საკითხი, რომ ჩატარდეს საბრძოლო მოკვლევა და ამ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის, მიენიჭოთ ომის მონაწილის სტატუსი. ეს ადამიანები ელემენტარულად,უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ სხვადასხვა უწყებებში სიარულს. ასევე მოვითხოვთ, რომ ადგილობრივმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმა პარლამენტში დააყენოს საკითხი, რომ ომის, შრომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირი გახდეს სახელმწიფო სტრუქტურის ერთეული. მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ სათანადო დაფასება ეგრეთ წოდებული მთავრობისაგან, _ აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. /ქიზიყი/

пятница, 8 июля 2011 г.

ვაშლოვანის ნაკრძალში ჯეირნებს 2 პატარა ბინადარი შეემატათ

ვაშლოვანის ეროვნულ პარკს 7 ივლისს ორი ახალი ბინადარი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. როგორც პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ელზა ჯაფოშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ახალშობილი ჯეირნები მდედრობითი და მამრობითი სქესისაა და ისინი დაახლოებით 2,5-3 კილოგრამს იწონის.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და თურქეთის გარემოს დაცვისა და სატყეო სამინისტროს ხელშეწყობით, "ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირნის რეინტროდუქციის პროექტი" 2009 წლიდან ხორციელდება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ, თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტროს 11 კაციანი დელეგაცია დედოფლისწყაროს რაიონს, ვაშლოვანის ნაკრძალში გაშვებული ჯეირნების მდგომარეობის და ადაპტაციის პროცესის შესასწავლად დედოფლისწყაროს რაიონს ეწვია. დელეგაციამ ვითარება ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე პირადად შეისწავლა. როგორც ნაკრძალის ადმინისტრაციაში გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადეს, ჯეირნები დედოფლისწყაროს კლიმატს საუკეთესოდ შეეგუვნენ, რის გამოც საქართველოში დამატებითი პარტია შემოდის. 
„თურქეთის დელეგაციასთან ერთად დედოფლისწყაროში ჩამოვიდა გარემოს დაცვის ტერიტორიული სააგენტოს თავმჯდომრის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი და მისი თანამშრომლები. ეს ორი ქვეყნის ერთობლივი პროგამაა, რომელიც ჯეირნების დედოფლისწყაროში მოშენებას ითვალისწინებს. თავდაპირველად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 10 ჯეირანი გავუშვით. სპეციალისტები მათი მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდნენ. შედეგი ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ჯეირნები არათუ კარგად შეეგუვნენ დედოფლისწყაროში არსებულ კლიმატს, უნდა ითქვას, რომ უკვე ნამატიც გვყავს... შემდეგ კიდევ 20 ჯეირანი ჩამოიყვანეს...” - აცხადებს “ქიზიყთან” საუბარში ვაშლოვნის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი მერაბ ფიროსმანაშვილი. 

პროექტი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში საქართველოში გასულ საუკუნეში გადაშენებული სახეობის - ჯეირნის პოპულაციის აღდგენას და კონსერვაციას ისახავს მიზნად.

შავყელიანი ჯეირნები ნაკრძალში 2009 წლის დეკემბერში გაუშვეს. შავყელიანი ჯეირნები ოდითგან ბინადრობდნენ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, იორის ჭიუხების გაყოლებაზე, რომელიც ბალახიანი ტერიტორიაა და აზერბაიჯანსა და თურქეთშიც გრძელდება. ჯეირნის პოპულაცია ასი წლის წინ განადგურდა, რაც მათზე უკონტროლო ნადირობითა და მათი საარსებო ტერიტორიების საძოვრებად გამოყენებით იყო განპირობებული. აშშ-ს მთავრობამ 33,000 აშშ დოლარი გამოყო ჯეირნებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოსაწყობად; თვით ჯეირნები კი თურქეთის მთავრობის საჩუქარია. პროგრამა ერთობლივად დააფინანსა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და აშშ-ს გარემოს დაცვის დეპარტამენტმა. /ქიზიყი/

დედოფლისწყაროში გველმა კიდევ ერთი ადამიანი დაგესლა

გველის მიერ ადამიანის დაგესვლის კიდევ ერთი შემთხვევა კახეთში. დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები 37 წლის ნანა ფიროსმანაშვილს ქვეწარმავალმა ქვედა კიდურზე უკბინა.
დაზარალებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ექიმებმა მას სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
მედიკოსების თქმით, გველი შხამიანი არ აღმოჩნდა, რის გამოც ანტიგიურზინის გაკეთება არ გახდა აუცილებელი.
დაკბენილი ნანა ფიროსმანაშვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
წელს დედოფლისწყაროში გველის მიერ ადამიანის დაგესვლის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, აქედან ერთი 3 წლის ბავშვის გარდაცვალებით დასრულდა.
გველების მომრავლებას უკვე დედოფლისწყაროს დასახლებებშიც უჩივიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ დედოფლისწყაროში, საზღვრისპირა სოფლებში, ასევე სოფელ წითელწყაროში. /ქიზიყი/

четверг, 7 июля 2011 г.

დებეტის უკმარისობის გამო წყლის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდება

ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქ დედოფლისწყაროსა და მის მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებაში სერიოზული ხარვეზებია. ზაფხულის აუტანელ სიცხეებში მოსახლეობა უწყლოდ ზედიზედ რამდენჯერმე დარჩა. ქალაქის მაცხოვრებლები ზედიზედ 3 დღის მანძილზე უწყლოდ იყვნენ, სოფელში მცხოვრები აბონენტები კი ბევრად მეტი დღით.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმომარაგების კომპანია წყლის მიწოდებას გაუფრთხილებლად და მოულოდნელად წყვეტს, რის გამოც ისინი სასმელი წყლის წინასწარ მომარაგებასაც ვერ ახერხებენ. ამის გამო კი მოსახლეობა რთულ ვითარებაში ამოჩნდა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრმა კომენტარი გააკეთა. დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მენეჯერი გიორგი ბენაშვილი ირწმუნება, რომ ზაფხულის ცხელი დღეების გამო მოსახლეობაში წყლის მოხმარება შედარებით გაიზარდა, რის გამოც დებეტის უკმარისობის პრობლემა დღის წესრიგში რეალურად დადგა. გაირკვა, რომ წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას წყლის არსებულ მარაგს ვერ აწვდენს და დებეტის სიმცირეზე საუბრობს. 

ბენაშვილი ხაზს უსვამს, რომ ამჯერად დედოფლისწყაროს ე.წ. სტადიონის სატუმბო სადგურიც მთელი დატვირთვით მუშაობს, თუმცა 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხი ამის მიუხედავად მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

,,ჩვენი მიზანია ქალაქ დედოფლისწყაროში 24 საათიანი წყალმომარაგება იყოს, რაც შეეხება სოფლებს ჯაფარიძესა და წითელწყაროს, მათ წყალს უკვე გრაფიკით მივაწვდით. სოფელ წითელწყაროში, დამონტაჟებული საუბნო ონკანებიდან აღურიცხავი წყლის დიდი რაოდენობაა და მიგვაჩნია, რომ გრაფიკის დაწესება აუცილებელია," - აცხადებს ბენაშვილი.
წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრი მოსახლეობას წყლის ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდებს და თხოვნით მიმართავს, წყალი სარწყავად არ გამოიყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის უწყვეტად მიწოდების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. /ქიზიყი/

* * *

სხვის ჭერს შეფარებული მარტოხელა ქალი ხელისუფლებას და სოც-სააგენტოს ადანაშაულებს

დედოფლისწყაროში, სადგურის ქუჩა #6-ში მცხოვრები მარტოხელა 72 წლის ლეილა გულაშვილი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი ქალბატონი დღემდე ძმის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს, საკუთარი ჭერიც არ გააჩნია და არც რაიმე ღირებულს ფლობს, სოციალურმა სააგენტომ საარსებო შემწეობა არ დაუნიშნა. მხოლოდ ჯანმრთელობის პოლისი მიაკუთვნეს და ისიც მალევე გაუუქმეს. ის სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, თუმცა პოლისის არარსებობისა და უსახსრობის გამო ვერც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავს.
,,სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი დახმარება მხოლოდ 3 თვე მივიღე და მალევე შემიწყვიტეს. არადა მას შემდეგ ჩემი ყოფა უფრო გაუარესდა, არც არაფერი შემიძენია და არც ოჯახისწევრის ცვლილება მომხდარა. განცხადება ასჯერ შევიტანე, მამოწმებენ, მაგრამ დახმარება მაინც არ მენიშნება. სოც-აგენტები ყოველთვის ადასტურებენ, რომ მართლაც არაფერი გაქვთ სახლშიო, მაგრამ ისეთ დეკლარაციას წერენ, გამოდის, რომ დახმარება არ მეკუთვნის. 5-6 ოპერაცია გავიკეთე, ახლაც მაღალი წნევებისგან ანევრიზმა დამემართა, სასწრაფო ოპერაცია მესაჭიროება, მაგრამ ვერ ვმკურნალობ. წნევების გამო ყოველ 2 დღეში სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვიძახებ... მაღაზიებში ყველგან ვალი მაქვს, რომ მშიერი არ მოვკვდე. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. პენსიას სულ ვალებში ვარიგებ და ცარიელ-ტარიელი დავრჩები ხოლმე, წამალიც ვეღარ მიყიდია... 
საოცარია, საკუთარი ბინაც კი არ მაქვს, ძმის ბინაში ერთ ოთახში ვარ დროებით შეჭყუნული. ისიც არ ვიცი ძმა როდემდე შემიფარებს. ერთადერთი რაც მაბადია 15 ლარიანი მობილური ტელეფონია და ალბათ მაგის გამო არ მაძლევენ... ტელეფონიც აღარ მქონდეს, რომ სასწრაფო მაინც გამოვიძახო-ხოლმე?... არადა, ღატაკებისთვის განკუთვნილ დახმარებას ისეთი ოჯახები იღებენ, გაგიჟდებით... მაშინ სია უნდა დამიდონ, რომ რამდენიმე დავასახელო, ერთ და ორ ასეთ ოჯახს ხელს ვერ დავადებ... მიჭირს და დახმარებას ამიტომ ვითხოვ, თორემ რომ არ მიჭირდეს ამდენს არც ვიდავებდი და თავს არ შევიწუხებდი. ამასწინათ, ცუდად გავხდი, ექიმის ფულიც არ მქონდა და იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ დედოფლისწყაროს მთავარ ექიმთან ვანო ნატროშვილთან შევედი და შევეხვეწე ფული არ მაქვს და იქნებ გამომიკვლიოთ-მეთქი. დამეხმარა და ექიმთან შემიყვანა, თორემ კაპიკი ფული არ მქონდა. ვერ ვხვდები ასე უსამართლოდ როგორ მუშაობს სოციალური სააგენტო, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა ქალს დახმარება არ მომაკუთვნეს. არც ქათამი მყავს და არაფერი... ავადმყოფობის გამო არაფრის თავი არ მაქვს და ასე ღვთის ანაბარა ვარ... სოციალური სააგენტოდან ამასწინათ მხოლოდ სამედიცინო პოლისი მივიღე, დროებით მკურნალობას მაინც ვახერხებდი, შარშან პოლისიც ჩამომართვეს და მძიმე დღეში აღმოვჩნდი. ექიმთან მისვლასაც რომ ვერ მოახერხებ, თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ვარ... ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ვითხოვ, ხელისუფლებისგან უყურადღებოდ ვარ მიტოვებული," - აცხადებს მარტოხელა ქალბატონი. /ქიზიყი/

среда, 6 июля 2011 г.

არბოშიკში 19 წლის გოგონამ გარუჯვისას სხეულის დამწვრობა მიიღო

ლეღვის ფოთლის წასმის შემდეგ გარუჯვის მცდელობა ამჯერადაც დამწვრობით დასრულდა. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ 19 წლის გოგონას სხეულის 15% აქვს დამწვარი.
პაციენტს რომელიც თბილისის დამწვრობის ცენტრის მოზრდილთა განყოფილებაშია მოთავსებული სხეულის მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გოგონამ გარუჯვიდან მეორე დღესვე თავი შეუძლოდ იგრძნო და ხელ-ფეხი დაუსივდა.
დამწვრობის ცენტრის ექიმების განცხადებით გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის თბილისის დამწვრობის ცენტრში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც სხეულის დამწვრობა გარუჯვის დროს მიიღეს. /ქიზიყი/

вторник, 5 июля 2011 г.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომელს ამირან გონაშვილს დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციამ მესაზღვრე მას შემდეგ დააკავა, რაც გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთთან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი მასშტაბური ავტოავარიის შედეგად დედოფლისწყაროში მცხოვრები 67 წლის ნანა არაბული და მისი შვილიშვილი, 5 წლის ნათია ჩოფიკაშვილი დაიღუპნენ. 4 ავტომანქანის შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა.
დედოფლისწყაროს #4-ე სასაზღვრო სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი დემურ კეკენაძე ადასტურებს, რომ მის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი თქმით, ამირან გონაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა. კეკენაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გონაშვილი რესტორანში დაწინაურებას აღნიშნავდა. მისი თქმით, ამირან გონაშვილს რიგითის წოდება ჰქონდა და სასაზღვრო პოლიციაში ახალი მისული იყო.
ავტოავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თვითმხილველებისგან ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიზეზით მოხდა.
„კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა, ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ, სპეციალური ფორმა ეცვათ. როცა დათვრნენ, „პაგონებზე“ ვარსკვლავები მოიხსნეს და ჭიქაში ჩაყარეს, ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს. მერე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ, უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს, ამ ბიჭს შეეშინდა, გამოიპარა, ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროში წავიდა. იმ ბიჭს დანარჩენებიც გამოყვნენ და რომ გაიგეს, წასული იყო, თავისი მანქანით დიდი სისწრაფით გაეკიდნენ. ცოტა ხანში ეს ავარიაც მოხდა“, - ერთ-ერთი თვითმხილველის ნაამბობი ტაქსის მძღოლის ნაამბობი მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
შეგახსენებთ, ამირან გონაშვილი და გარდაცვლილები მეზობლად, ერთიდაიგივე კორპუსში ცხოვრობდნენ. /ქიზიყი/
* * *

დედოფლისწყაროს ცენტრში ავტოავარიისას მედიკოსები დაშავდნენ


EXCLUSIVE გვიან ღამით ქალაქ დედოფლისწყაროში ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სიახლოვეს, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ტროტუარზე მდგარ ხეს შეეჯახა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ავტომანქანას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, ქირურგინუკრი ბაღაშვილი მართავდა, რომელსაც ნეკნების ძვლის მოტეხილობები აღენიშნება.
ინციდენტის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი მგზავრი, ასევე დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი რევაზ კოპალიანი. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" თვითმხილველებმა აცნობეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
მედიკოსების დაშავების ფაქტს დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც ადასტურებენ. მათი თქმით, დაშავებული მედიკოსები მკურნალობას ამ დროისთვის ბინაზე განაგრძობენ.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარის მიერ ავტოსაგზაო შეოთხვევის ეს უკვე მეორე ფაქტია. ამასწინათ, საკრებულოს დეპუტატი ტრისტან ქურხულიშვილი საკუთარი ავტომობილით იმავე ქუჩაზე სკოლაში მიმავალ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. /ქიზიყი/

понедельник, 4 июля 2011 г.

სოფელ ჯაფარიძეში მამაკაცს ჯილეხი გამოუვლინდა, ციმბირის წყლულით საქონელიც იხოცება

დედოფლისწყაროს რაიონში ჯილეხით დაავადების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტს ციმბირის წყლულის კანის ფორმა აქვს გამოხატული. ავადმყოფი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პაციენტი სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები გიორგი იაკობაშვილია. ამის შესახებ "ქიზიყს" ადგილობრივებმა აცნობეს. სავარაუდოდ ჯილეხი მამაკაცს საქონლის ხორციდან გადაედო. "ქიზიყის" ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მცხოვრებ ფერმერ გურამ ნათელაძის ოჯახს 4 ივლისს ძროხა ციმბირის წყლულის ნიშნებით მოუკვდა. მან დასახმარებლად დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახურს მიმართა. დანარჩენ დეტალებს ვეტერინარები დაადგენენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ წელთან შედარებით, ჯილეხით დაავადებულთა რაოდენობამ წელს საგრძნობლად იმატა.

„ჯილეხით ადამიანის დაავადების ოფიციალურად დადასტურებული 15 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარკვეული მატება არის, რადგან შარშან მთელი წლის განმავლობაში იყო ეს რაოდენობა, წელს კი პირველ 6 თვეშია ამდენი“, - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. /ქიზიყი/

воскресенье, 3 июля 2011 г.

ბებია-შვილიშვილი მთვრალ მესაზღვრეებს შემოაკვდათ?! - თვითმხილველი ავტოავარიის სკანდალურ დეტალებს იხსენებს

ექსკლუზივი>> SCANDAL!... დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია! როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სოფელ კაჭრეთში, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტო-ავარიას ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები ბებია ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის ნათია ჩოფიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ქიზიყი" შემთხვევის ადგილს ეწვია და თვითმხილველებს გაესაუბრა. ჟიგულის მარკის ტაქსის მძღოლი უბედური შემთხვევის თვითმხილველია. ის გაჩერებაზე 28 ივნისს დილიდან იდგა, რის გამოც ირწმუნება, რომ მოვლენათა განვითარება თავიდანვე დეტალურად დაინახა. გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ის სკანდალურ დეტალებს იხსენებს.
,,კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ. სპეციალური ფორმებიც ეცვათ. მალევე, როცა შეზარხოშდნენ ,,პაგონებზე" ვარსკვლავები მოიხსნეს ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს, რის გამოც მაგრად გამოთვრნენ. მალევე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ - უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს ამ ბიჭს შეეშინდა, სუფრიდან გამოიპარა ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო თქვა და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროსკენ გაეშურა. უტაქტოდ და უხამსად იქცეოდნენ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ასე მოქცევა ნამდვილად არ შეეფერება, მითუმეტეს, როცა ფორმა გაცვია და "პაგონებს" ატარებ... მალევე თანამესუფრეებიც გამოვიდნენ და რომ გაიგეს ის ბიჭი წასული იყო, ისინიც მანქანით მთვრალები დიდი სისწრაფით მას გაეკიდნენ. ისევ იმუქრებოდნენ და ამასობაში ეს ავარიაც მოხდა. 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მერე გავიგეთ, რომ ადგილზე ბავშვი დაიღუპა და მისი ბებია მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტიურად, ისინი რომ დაირივნენ და მთვრალები გაეკიდნენ ავარია ამან გამოიწვია.
როგორც ამბობენ, ბავშვს ბაღი დაუმთავრებია, სკოლაში მისასვლელად ემზადებოდა და ამის აღსანიშნავად ბებიას ის თბილისის ზოოპარკის დასათვალიერებლად მიჰყავდა. შეჯახებაც ამ დროს მოხდა. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი მესაზღვრე დედოფლისწყაროში იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ბებია-შვილიშვილი. ანუ, გარდაცვლილების მეზობელი იყო და შარშიც მან გახვია", - ყვება ტაქსის მძღოლი.
საუბარში იქვე მდგომი ქალბატონიც ჩაერთო, რომელიც ლაგოდეხში გამგზავრებას ცდილობდა. მან აღნიშნა, რომ შაბათს, 2 ივლისს დედოფლისწყაროში სწორედ ბებია-შვილიშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ისიც ადასტურებს, რომ ამ ვერსიაზე გაცილებით ბევრი საუბრობს.
ერთ-ერთი მესაზღვრე პირად საუბრებში ამბობს, რომ იმ დღეს მისი თანამშრომლები საქეიფოდ წასვლას მასაც სთხოვდნენ, მაგრამ სხვა საქმეების გამო მან რესტორანში გაყოლა ვერ მოახერხა და უბედურ შემთხვევას ასე გადაურჩა.
28 ივნისს კაჭრეთში ცენტრალურ გზატკეცილზე მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა, რომელთაგან 1 მძღოლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. ის კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ სასწრაფოდ თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, რუსულ სკოლასთან მდებარე კორპუსებში საცხოვრებლად ახლახან გადმოვიდნენ. გარდაცვლილები 2 ივლისს, შაბათს დედოფლისწყაროში დაკრძალეს.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო ერთი წლის მანძილზე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელს ავტოავარიაში ადამიანი უკვე მეორედ შემოაკვდა. ამ ხნის მანძილზე მათ სახელზე სამი ადამიანის გარდაცვალება ირიცხება, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთიც ახალგაზრდა ბიჭია.
სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის გოჩა მაძღარაშვილი გასულ წელს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა "ქიზიყს" განუცხადეს, ბექა ბენზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
#4-ე სასაზღვრო სამმართველოში სკანდალები ამით არ ამოიწურება და ბოლო დროს ინტენსიურ ხასიათს იძენს. დედოფლისწყაროელი მესაზღვრეები ხშირად არაადეკვატურ ქცევებში არიან შემჩნეულნი, რაც მათ უდისციპლინობაზე ღიად მიანიშნებს.
ახლახან, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ერთ-ერთ საგუშაგოზე ერთ-ერთმა მესაზღვრემ თავისივე თანამშრომელს "პოსტზე" მორიგეობისას ჯერ სახელფასო ბარათი და პირადობის მოწმობა მოჰპარა, შემდეგ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან სახელფასო ბარათის პინ-კოდი მალულად ამოიწერა... სულ მალე კი მისი ხელფასი 1 400 ლარის ოდენობით "საქართველოს ბანკის" სიღნაღის ფილიალიდან მალულად მოხსნა და თანხის მითვისება სცადა. ბარათის მფლობელს კი ეგონა, რომ კარტა უბრალოდ სადღაც დაეკარგა და მისი გაყინვა მოითხოვა. მან მხოლოდ ამ დროს გაარკვია, რომ მის კუთვნილ ბარათზე არცერთი თეთრი აღარ იყო და ხელფასი ვიღაცამ მიითვისა. ეჭვებიც მას შემდეგ გაჩნდა...
როგორც "ქიზიყს" ინფორმირებული წყარო უყვება, ბანკის ადმინისტრაციამ ბარათის მფლობელს ჩანაწერი აჩვენა და ის კადრები წარუდგინა, რა დროსაც მისი ბარათიდან ხელფასის მოხსნას ცდილობდნენ. ამ დროს მფლობელმა მძარცველში საკუთარი თანამშრომელი ამოიცნო. სულ მალე სკანდალი გარჩევაში გადავიდა, ბოროტმოქმედმა პირობა დადო, რომ თანხას მალე აუნაზღაურებდა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, მან დაპირებული თანხა ოდნავი დაგვიანებით, მაგრამ მაინც სრულად დააბრუნა და იქვე დასძინა, სამსახურში გამოსვლას ვეღარ გავბედავ და უნდა წავიდეო... მალევე მან გათავისუფლების შესახებ განცხადება მართლაც დაწერა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი დამალა... ის განცხადებაში მიუთითებდა, რომ ოჯახური პირობების გამო მუშაობის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებდა.
მისი წასვლის მიზეზებზე "ქიზიყი" დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელს დემურ კეკენაძეს ესაუბრა. ის აცხადებს, რომ ამ სკანდალის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და ეს პიროვნება სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ ასე დაწვრილებით მომხდარი მართლაც არ იცოდეს და რეალური მიზეზები თავდაპირველად სწორედ "ქიზიყის" მეშვეობით შეიტყოს. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის ორივე პიროვნების გვარი და სახელი ცნობილია, თუმცა ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მათი დასახელებისგან თავს ვიკავებთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაზარალებულს არ მიუმართავს და შესაბამისად მომხდარზე არც გამოძიება დაწყებულა. თუმცა, ფაქტი აქაც რომ კრიმინალურ ელემენტებს შეიცავს ესეც უდავოა... ასე რომ, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოში დისციპლინის კუთხით არსებული ვითარება მართლაც დამაფიქრებელია... /ქიზიყი/

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებს დაცლის საფრთხე ემუქრება

დედოფლისწყაროს რაიონი კახეთის რეგიონში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით გამოირჩევა. ახლო წარსულში დედოფლისწყარო საქართველოში ცნობილი იყო, როგორც პურის ბეღელი. ხორბლის მოსავალი ყოველთვის უხვი იყო და გლეხებს შემოსავლის წყარო მუდმივად უზრუნველყოფილი ჰქონდათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ამჯერად კახელი გლეხები ვეღარ ახერხებენ მიწების დამუშავებას, მიწის გადასახადის გადახდას და სხვადასხვა მიზეზის გამო კარგავენ მიწის ნაკვეთებს. ისევე, როგორც გასულ წლებში წელს მიწების დიდი ნაწილი კვლავაც დაუმუშავებელი დარჩა.
,,მიწები 49 წლიანი ხელშეკრულებით გვქონდა, მაგრამ მერე 10 წლიანად გადაგვიკეთეს. საბუთები მოვაგროვეთ და ყველამ ერთად წავიღეთ ქონების მართვის სამმართველოში, მაგრამ ხელშეკრულებები გაგვიუქმეს და ფურცლები თავზე გადაგვახიეს. ამჯერად პროცესი შეჩერებულია და ვერაფერს ვაკეთებთ. 15 წელი ამ მიწებს ვამუშავებდით, მაგრამ ახლა ისე დავრჩით," - აცხადებენ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ფერმერები პეტრე ბიკაშვილი, ვალიკო ფიროსმანაშვილი, ზაზა თარაშვილი, კობა პოპიაშვილი და სხვები.
მიწებს უცხოელი ინვესტორები ეპატრონებიან და ქართველი გლეხები საარსებო ლუკმას კარგავენ. დედოფლისწყაროში მდებარე სახნავ-სათესი მიწების საკმაოდ სოლიდური ნაწილი რომ მართლაც ინვესტორებმა შეიძინეს, ამ ინფორმაციას ებრაელი ბიზნესმენების ადგილობრივი კონსულტანტი გიორგი აბულაშვილი ჟურნალისტებთან საუბარშიც არ მალავს.
მისი თქმით, ტარიბანის ველზე უცხოელებმა 1 450 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა იმ მოქალაქეებისგან შეიძინეს, რომლებიც მიწის დამუშავებას ვეღარ ახერხებდნენ. ასევე, ინდოელმა ბიზნესმენებმა შირაქის ველზე 500 ჰა მიწა შეიძინეს. როგორც აბულაშვილი აცხადებს, მოსახლეობასთან მიწების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და შესყიდვები კვლავაც აქტიურად გრძელდება.
დედოფლისწყაროს სოფლებში ზემო ქედში, არხილოსკალოში, ზვემო ქედსა და სამთაწყაროში მცხოვრები მოქალაქეები ე.წ. დილიჩის ტერიტორიაზე სახნავ სათეს მიწებს ფლობდნენ. ბოლო წლებში საწვავის გაძვირების, ტექნიკის არარსებობისა და სხვა პრობლემების გამო მათი უმრავლესობა მიწების დამუშავებას ვეღარ ახერხებდა. მათი თქმით, 1990-95 წლებში დილიჩის სარწყავი სისტემის ძარცვა მოხდა, რომლითაც საკმაოდ დიდი თანხები იშოვეს მაშინდელმა პოლიციის უფროსმა და რაიონის გამგებელმა.
როგორც დედოფლისწყაროს ქონების და მიწის მართვის განყოფილებაში აცხადებენ, დილიჩაზე მდებარე მოსახლეობის ნაკვეთებიდან 3 050 ჰა მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა.
დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ეს მიწები აფრიკელმა ბურებმა შეიძინეს, ხელისუფლება კი ამ ფაქტის გასაიდუმლოებას გეგმავს. ამ საკითხის კომენტირებისას დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ეს მიწები აუქციონის წესით გაიყიდა, თუმცა როგორც თავად გაარკვია, დილიჩის მიწები ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა შეიძინა.
ამავე საკითხზე დეპუტატების მიერ კითხვა დაისვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 30 მაისის სხდომაზეც. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ ამ მიწების გაყიდვით ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არ შესულა.
აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქართული სოფლების სამთაწყაროსა და ფიროსმანის მოსახლეობის 70% სოციალური პრობლემების გამო მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. თუმცა, დამუშავებულ სავარგულებსაც ხშირ შემთხვევაში ადიდებული მდინარე ალაზანი ანადგურებს. დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე მდინარე ალაზნის ჯებირები გამაგრებას საჭიროებს. ასეთივე დასკვნა დადეს გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის დასკვნაში ნათქვამია, რომ თუკი დედოფლისწყაროში ნაპირსამაგრი სამუშაოები დროულად არ განხორციელდება, შესაძლოა მდინარის ადიდების შედეგად ქართული მიწები აზერბაიჯანს დარჩეს. საფრთხის ქვეშაა ე.წ. კაკლისყურე, რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.
,,ვეღარც მიწებს ვამუშავებთ, ბოლო წლებში აღარც ვაზი გვიმართლებს, ლუკმა პურს ვეღარ ვშოულობთ. აქ არსებობა უკვე შეუძლებელი გახდა, ისევ აჭარაში დაგვაბრუნონ, იქ ტურიზმი მაინც უკეთესადაა განვითარებული და შვილების გამოკვებას მაინც შევძლებთ. სარწყავი სისტემები ჩვენს სოფელში მთლიანად განადგურებულია, რის გამოც ორი წლის წინ 350 ჰა ვაზი გავჩეხეთ. ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩაგვაგდო, აქ აღარ დაგვედგომება," - აცხადებენ აჭარის მაღალმთიანეთიდან დედოფლისწყაროში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები მიხეილ ვაშაყმაძე, ვახტანგ აბუსერიძე, თამაზ პილოსიანი და სხვები.
გარდა იმისა, რომ დედოფლისწყაროს მიწებს უცხოელები მასობრივად ეპატრონებიან, საინგილოსთან მდებარე ქართულ სოფლებსაც დაცლის საფრთხე რეალურად ემუქრებათ. ტავის დროზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გასამაგრებლად აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები კვლავაც აჭარაში დაბრუნებას მოითხოვენ.
თამილა გურაშვილი
* * *

დედოფლისწყაროში 28 ჰა ქარსაცავი ზოლი აღდგა

დედოფლისწყაროს რაიონში 28 ჰექტარზე ქარსაცავი ზოლი აღდგა. როგორც რადიო "ჰერეთს" მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, 2010 წლის შემოდგომაზე დაიწყო ახალი პროექტი "გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან" ერთად, რაც ითვალისწინებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსავლიანობის გაზრდას გერმანული მეთოდების დაგეგმვით. სწორედ პროექტის ერთ ერთ- ნაწილი იყო ქარსაცავი ზოლების აღდგენა. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ვარაუდობენ, მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე მოსალოდნელია პირველი დადებითი ძვრები მოსავლის გაზრდის კუთხით.

"მიღწეულია შეთანხმება, რომ გერმანიიდან მოხდება სხვადასხვა სათესლე მასალის ჩამოტანა. ამ პროექტის ფარგლებში 4-ჯერ იყვნენ ჩამოსული გერმანელი ექსპერტები და ასევე მოხდება ადგილობრივი ფერმერების გერმანიაში გამგზავრება გამოცდილების გასაზიარებლად", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ანგარიშში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე დღეში უნდა ჩააბაროს.

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы